Dark Descent

2.4K 90 45
                                    


1

თავისთვის იდგა და ხითხითებდა. არა იმის გამო რომ რაიმე სასაცილოს ხედავდა, პირიქით ამაოების, აბსურდულობის და კიდევ რაღაც მისთვის ძალიან მშიშვნელოვანის გამო ხითხითებდა. სიმწრის სიცილი უფრო იყო ეს. იცოდა რომ ვერაფერს შეცვლიდა და ნერვების აშლას სიცილი ამჯობინა. სადაღაც წაეკითხა რომ თუ კი გადარჩენა უნდოდა მაშინ ყველაფერზე უნდა ეცინა და ისიც ასე იქცეოდა. ხელში კალამი ეჭირა, უბრალო იყო, აი ისეთი ტესტირებებზე რომ ურიგებენ ხოლმე მოსწავლეებს, ერთი ფურცლის შევსების მერე რომ აღარ ვარგა, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო რომ წერდა. თითებზე მელანიც გადღაბნოდა, იმის მაგივრად რომ დაებანა, ჯინსზე შეიწმინდა.

არ იცოდა სად იყო. გარემო კი ეცნობოდა, იმის გამო რომ ხეტიალობის დროს რამდენჯერმე გამოუვლია ამ გზაზე, თუმცა არც ქუჩა იცოდა და არც ის, საით უნდა წასულოყო რომ სახლის გზაზე აღმოჩენილიყო.

თავს უცნაურად გრძნობდა. თავადვე აწუხებდა მისი უაზრო დაღლილობა და დაბნეულობა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. თითქოს ღმერთს უნდოდა რომ ასე ყოფილიყო, უნდა დაესაჯა ცხოვრებას.

თხუთმეტი წუთის განმავლობაში ერთი და იგივე ადგილას იდგა. რაღაც მელოდია ჩაესმოდა, თუმცა იმდენად იყო გაფანტული რომ შორს ეგონა და ვერც მიხვდა მისი მობილური რომ რეკავდა. მაგრამ როცა მიხვდა მაინც არ აიღო: პასუხის გაცემა არ უნდოდა ასე რომ გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიბრუნა.
მერე გონება დაძაბა და იმ ტვინის უჯრედებს შეეხო, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ჰქონდა და როგორღაც გაიხსენა რა მიმართულებით მიდიოდა ხოლმე ამ ქუჩიდან.

ფიქრისას ისე დაპატარავდა, ისე დაიწყო გაქრობა რომ ეგონა ქუჩა ჩაყლაპვას უპირებდა. წელში მოხრილი, მობუზული მიაბიჯებდა წინ. არც აჩქარება უცდია, არც დასასვენებლად ჩამოჯდომა, უბრალოდ მიდიოდა. წამით ეგონა რომ მიწისძვრა იყო და ოდნავ შებარბაცდა, თუმცა მერე მიხვდა რომ ეს შეტოკება უძილობის და სასმლის გამო იყო.

Cheers to the fall    |COMPLETED|Where stories live. Discover now