3
შუადღე იყო რომ გამოფხიზლდა. ისევ იმ პოზაში იწვა, მოკუნტული, ემბრიონის მსგავსად. თავს ისე გრძნობდა თითქოს ძალა გამოესრუტათ მისგან თუმცა უკვე იმდენად მიეჩვია გამოფიტულად ყოფნას რომ აღარც ახსოვდა სხვაგვარად ყოფნა როგორ შეიძლებოდა.
თავისი წიგნის სცენარი ნახა სიზმრად. ამან ცოტა არ იყოს აღარშფოთა, მაგრამ ჩვეოდა ასეთი სიზმრები. ის გაგრძელება ნახა, რომელიც ჯერ არ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ისე მოეწონა რომ არც აცია, არც აცხელა პირდაპირ საბეჭდ მანქანას მიუჯდა და წერა დაიწყო.წერდა მანამ სანამ სიზმარი კვლავ მის გონებაში იყო და დეტალების გახსენება შეეძლო. წერდა შეუჩერებლივ, ამოსუნთქვასაც ძლივს ახერხებდა, თითებს ისე მტკიცედ არტყამდა კლავიშებს რომ უკვე სტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ახლა არაფერი ადარდებდა წიგნის გარდა.
გასაკვირი არცაა, მწერალს თავის პერსონაჟებზე ძვირფასი არავინ ჰყავს, თავის დროზე ყველა მიდის და მხოლოდ ისინი გრჩებიან, იმიტომ რომ ზუსტად ისეთები არიან როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყვნენ, მხიარულები, ერთგულები, მზრუნველები და სხვა, მიუხედავად იმისა რომ ამავდროულად შეიძლება საშინელი იუმორი ჰქონდეთ და ცოტა ნარცისიზმიც აწუხებდეთ. ჰო, აი ასე.
YOU ARE READING
Cheers to the fall |COMPLETED|
FanfictionThat's one small step for man, one giant leap for mankind" he could've said. But he didn't. Or did. who knows... Harry Styles Fanfiction.