5 (Part 1)ბარში ისხდნენ, შედარებით მშვიდ გარემოში, ერთმანეთის მოპირდაპირედ. წინ სისხლისფერი სითხე ედგათ და ნება-ნება წრუპავდნენ. ერთ საათზე მეტი გაატარეს მასლააფში, მაგრამ არც ერთს ბეზრდებოდა. აშკარა იყო, ჰარის მოსწონდა ეს ახალგაზრდა ქალი იმიტომ რომ განსხვავებული იყო, კარგად აზროვნებდა და უამრავ საკითხში ჰქონდათ ერთნაირი შეხედულება, თუმცა არც ის გასჭირვებია ჩამოყალიბებული აზრებით დაემტკიცებინა საპირისპორო მისთვის. მოკლედ, სიტყვების რახარუხი არ მოჰკლებია იმ ღამით ბარს.
მიუხედავად ამისა, კირას გონებაში სულაც არ იყო სიმშვიდე. შეცბუნებული იყო იმ კაცის ყურებით, რომელიც მისი საყვარელი მწერლის სტატუსს ატარებდა. რატომ? იმიტომ რომ იმ ადამიანისგან არაფერი იყო დარჩენილი, ვისთან შეხვედრასაც ოცნებობდა მთელი ცხოვრება. შეცვლილი იყო, არც მის წარმოსახვაში შექმნილ ჰარისეულ ვარიანტს ემთხვეოდა.
ამ ქალის აზრები რომ წაეკითხა ჰარის, ალბათ გაეცინებოდა და ხელს ჩაიქნევდა. თავში უამრავი კითხვა უტანტალებდა კირას: რატომ განუდგა ეს კაცი სრულიად სამყაროს? რატომ აღარ ეკარებოდა ქალებს? რატომ შეიძულა გრძნობების გამოხატვა, როცა ერთ დროს ყველაზე რომანტიკული კაცი იყო როგორც ინტერნეტ სივრციდან ჩანდა. ჩამოყალიბებული ადამიანი იყო, შესაშური ურთიერთობა ჰქონდა საყვარელ ქალთან, მთელს მსოფლიოში დაეხეტებოდნენ ერთად, მათ სიყვარულზე ყველა სტუდენტი და ლექტორი ლაპარაკობდა იმ უნივერსიტეტში სადაც ჰარი ლექციებს კითხულობდა, სანამ ყველაფერი უეცრად არ შეწყდა.
არავინ იცოდა რა მოხდა, ჰარი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო იმისთვის რომ საკუთარი პირადი ცხოვრება დაემალა, მაგრამ რაღაც ჭორები ყოველთვის იპარებოდა.
ბევრი თვლიდა რომ ჰარი გაგიჟდა. ზოგი ფიქრობდა რომ საყვარელ ქალს უღალატა. ზოგი საერთოდ დუჟმორეული ამტკიცებდა გეიაო.
მოკლედ, 'ჭორბიურო' სიამოვნებით იქაფებდა პირს მის სამიჯნურო ვოიაჟებზე.
YOU ARE READING
Cheers to the fall |COMPLETED|
FanfictionThat's one small step for man, one giant leap for mankind" he could've said. But he didn't. Or did. who knows... Harry Styles Fanfiction.