2ხუთ საათზე გაეღვიძა. მთლიანად გაოფლილი, აღელვებული და გულაჩქარებული იყო. ისევ იმ საზიზღარ სიზმარს ხედავდა რომელიც არადა არ ტოვებდა მის გონებას.
ჯერ ვერ მიხვდა დილა იყო თუ ღამე. წამოიზლაზნა და ფარდა გადასწია. მაშინვე შენიშნა ჰორიზონთან სულ მცირედ ამოჭრილი მზე და საათსაც სწორედ მაშინ დახედა. გვერდები ტკიოდა იმის გამო რომ მოუხერხებელ დივანზე ეძინა. გაახსენდა როგორ ჩაეძინა იულიას ხელებში და თავი გააქნია. მარტოხელა ქალს დავემგვანეო, გაიფიქრა.
ჯერ კიდევ ეძინებოდა მაგრამ ისეთ მშფოთვარე ძილს რომელიც ამ ბოლო დროს დაეწყო და იმ სიზმარს, ისევ ნახევრად გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა ერჩივნა.ყავა მოუნდა. მძიმე ნაბიჯებით, ფეხშიშველი მივიდა მისი პატარა ბინის სამზარეულოში, რომელშიც ორი ადამიანიც ძლივს ეტეოდა. ყავის ძებნა დაიწყო, არც ახსოვდა სად ინახავდა, საერთოდ თუ ჰქონდ აისიც არ იცოდა, მაგრამ ბოლოს ისევ თეთრი ფერის ყავის ჭიქაში იპოვა. ალბათ იულიამ შემოიტანა თორემ თვითონ არ იყიდდა. გაეღიმა, თითქოს მადლიერება გამოხატა. ერთი კოვზი ყავა და ორი შაქარი ჩაყარა. ყველა ევხუბებოდა იმის გამო რომ ბევრ შაქარსნიყენებდა ყოველთვის, თუმცა არასდროს უსმენდა ვინმეს. შანსი არ იყო საკუთარი თავისთვის შაქარი დაეკლო.
ისე, ვერასდროს იტანდა ყავის მოდუღების პროცესს. დებილივით უნდა იდგე და ელოდო როდის მომზადდება, მერე ერთი წამით ყურადღება გაგეფანტება და ბუმ! უკვე მთელი გაზქურა მოთხვრილია. რა საინტერესო ჩვევა აქვს, არა?
ყავის მადუღარა ჰქონდა, რომელიც თავისით ამზადებდა, მაგრამ ნერვებს უშლიდა იმის გამო რომ ვერასდროს აკეთებდა გემრიელს და სულ უნებლიედ ჩაათხლიშა მუშტი, მერე კი თავის დას აჩუქა, იმის ნიშნად რომ მსგავსი რობოტი აღარ მოეტანა მის სახლში.
-მე არ შემომთავაზებ ჰარი?-უეცრად გაისმა ოთახში ხმა. კაცი შეხტა და მადუღარას ხელი გაუშვა, მერე კი მისაღების მიმართულებით გაიხედა, თუმცა ვერავინ დაინახა სანამ იქვე მდგარ მაღალ სარკეს არ გაუსწორა თვალები და დივანზე ჩამომჯდარი მამაკაცის სხეული არ დალანდა.
თვალები აუბრიალდა და სხეულში მრისხანების ტალღამ დაუარა. ვერ იჯერებდა რომ ასე უტიფრად შემოვიდა მის სახლში თან ისე ჩუმად რომ ვერც კი გაიგო. ნეტავ დიდი ხანია აქ არის? ან საერთოდ როგორ შემოვიდა?
-გაეთრიე.-მშვიდი მაგრამ მტკიცე ხმით წარმოთქვა და ისევ სარკეში დააკვირდა სტუმარს. ერთ ადგილას იყო გაშეშებული და სიბრაზისგან ვერ ინძრეოდა.
-რატომ? ძალიან მომწონს როცა ვაკვირდები შენს ცხოვრებას.-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და სახეზე იდეთი კმაყოფილი ღიმილი აიკრო რომ ჰარის სურვილი გაუჩნდა ფრჩხილებით ჩამოებრდღვნა მისი სახიდან.-ისეთი საცოდავი ხარ..-აგრძელებს ხმა და მერე დამცინავად იცინის.-უბადრუკი არსება ხარ, საბრალო, სრულიად ფუჭი და ნაგავი.
-შენგან განსხვავებით გრძნობები მაინც გამაჩნია!-დაუღრიალა ჰარიმ და ყავის ფინჯანს ისე მოუჭირა ხელი რომ ცოტაც და გასკდებოდა.-სიცოცლის უნარი მაქვს!
-გრძნობები არაფერია მაშინ როცა მონა ხარ!-ღრიალითვე უპასუხა მამაკაცმა.-ცხოვრების მონა ხარ! იმ ადგილის რომელსაც სამოთხეს ეძახი! წადი! წადი აქედან!
-ნუ მეუბნები რა გავაკეთო! შენი გარყვნილი ძალაუფლება ფეხებზე მკიდია!
-რა გაეწყობა... ჯერ კიდევ ვერ ხვდები..-ჩაიქირქილა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა, თუმცა არ მიდიოდა, სარკეს უახლოვდებოდა რომ ჰარი უკეთ დაენახა.-ვერ ხვდები რომ უკეთესია მეფე იყო ჯოჯოხეთში, ვიდრე მსახური სამოთხეში. ცნობისთვის, სატანა უფრო საინტერესო ფიგურაა, ვიდრე ღმერთი, უნდა იცოდე ვის მხარეს იყო.
-ანუ აღიარებ რომ სატანის მხარეს ხარ?-გულრწფელი ცნობისმოყვარეობით კითხა ჰარიმ.
-ის უფრო მეტად ჩემიანია, ვიდრე მე ვარ ჩემი თავისთვის.-მდარედ წარმოთქვა კაცმა.-შენ ამას ვერასდროს მიხვდები და ამ ნეხვში ამოგხდება სული. მერე შემევედრები რომ წაგიყვანო, აქაურობას მოგაშორო მაგრამ გვიანი იქნება, მოვალ და მომაკვდავს ზემოდან დაგხედავ. ბოლო რასაც სიკვდილის წინ დაინახავ მე ვიქნები.
ESTÁS LEYENDO
Cheers to the fall |COMPLETED|
FanficThat's one small step for man, one giant leap for mankind" he could've said. But he didn't. Or did. who knows... Harry Styles Fanfiction.