გამოღვიძება.

190 14 3
                                    

''იღვიძებს''
გაისმა მჭექარე ხმა ჩემს ყურებში მას შემდეგ რაც თვალებში თეთრი შუქი ბუნდოვნად შემომენათა.
თვალებში ისეთი ბინდი მაქ,სილუეტებს ვერ ვარჩევ.
''რა ჯაანდაბაა?'' ვკითხულობ.
მხოლოდ გონებაში.
რეალურად ჩემი სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ ვგრძნობ ამ წამს.
სახეზე რაღაც მიჭერს.საიდანღაც ჰაერი მეტად უბერავს.
თეთრი შუქი უფრო თვალისმომჭრელი გახდა...
-ჩემი თუ გესმის,თვალები შუქს გააყოლე.
ვასრულებ მოცემულ დავალებას და შუქს რომელიც თვალებს მტკენს,ნელა მივყვები.
''სწორად რეაგირებს''.
იმდენად ხმადაბლა ნათქვამი იყო, ეტყობოდა,რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
-მშვენიერია.გილოცავთ დაბრუნებას.
მითხრა შუახნის,თეთრ ხალათში გამოწყობილმა პიროვნებამ,რომლის სილუეტიც ამ წამს ზედმეტად წმინდად აღწევდა ჩემს ცნობიერებამდე. ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა,ხელები კი ჯიბეებში ჰქრონდა ჩამალული და ისე დამცქეროდა.
არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა სრული გამოფხიზლებისთვის,მაგრამ აშკარა იყო დიდი დრო წაიღო.
როდესაც აზროვნების უნარიც დავიბრუნე,ექიმი ჩემი საკაცის გვერდით დადგმულ სკამზე ჩამოჯდა და გამოკითხვა დამიწყო.
-რომელი წელია?
მეკითხება ინტერესიანი გამომეტყველებით.
-2024
ინიშნავს
-თვე?
უცვლელი სახე...
-თებერვალი.
ისევ ინიშნავს.
-შემიძლია ვიმედოვნო,რომ შენი სახელიც გახსოვს.
უცვლელი გამომეტყველება.უკვე მაღიზიანებს.
-ბიონ ბექიონი.
მობეზრებით ვპასუხობ. ის კი მოქმედებას იმეორებს.
-ავარიაც გახსოვთ.ასეა არა?
დასერიოზულდა.
-დიახ.
-მიზეზიც?
სუიციდი.
მანქანა გზიდან გადავიყვანე და რაღაც თხრილში გადავაგდე.რატომ გადავრჩი?!
რომ არა შუა ხნის ექიმის ჩახველება,ალბათ ისევ ვიფიქრებდი ამაზე.
ბევრს.
უაზროდ ბევრს ვიფიქრებდი.
-არა.
ვუპასუხე ცოტაოდენი ბორძიკით.
-გასაგებია.
ესღა თქვა და დამტოვა.
რამდენიმე დღის მანძილზე უამრავი გამოკვლევა ჩამიტარეს.უამრავი კითხვებით გამომილაყეს თავი. რეაბილიტაციისათვის სამი თვე და ოთხი დღე მომიწია საავადმყოფოში დარჩენა.არც მეტი,არც ნაკლები.
ყოველი დღე ერთმანეთზე მოსაბეზრებელი.ყოველი დღე ერთიდაიგივე ვარჯიშები.ერთიდაიგივე სახეები.ერთიდაიგივე გზა პალატიდან ცენტრამდე ინვალიდის ეტლით.
ყოველდღე დაპანიკებული მშობლები და ყოველდღე ახალგაზრდობა, რომელიც ჩემს გამხნევვბას თავიანთი ყოველდღიური მოსაბეზრებელი,უაზრო,აბსურდული ისტორიების მოყოლით ცდილობდნენ.
ექიმის შემოსვლა კი სრული შვება იყო. მისი შემოსვლა ყველა დანარჩენის წასვლას ნიშნავდა.
ფეხი მეორედ ავიდგი,თუმცა,ახლა ფეხზე მთელი გროვა მაქ ნაიარევების.ლოყები ჩავარდნილი და ფსიქიკა...ყოვლად მკვდარი.
საავადმყოფოდან გამოსვლის მერეც კი არაფერი მიგრძვნია.
სახლში პირველად შევდგი ფეხი ამდენი ხნის შემდეგ...არანაირი ნოსტალგია ამ ადგილის მიმართ...
საკუთარ ოთახში ყველაფერს შევეხე.სურვილი დავკარგე კიდევ შევხებოდი.
ყველაფერი ამაზრზენი ჩანდა.
ყველაფერი რაც ჩემს გარშემო იყო და ყველა ვინც ჩემს გარშემო იყო,მინდოდა გამქრალიყო.
მათი შეხება.მათი ხმა.მათი სახეები.
ეს კედლები,ეს მაგიდა,მასზე დაწერილი ყველა სიმღერა,მასზე შექმნილი ყველა მელოდია მინდოდა გამქრალიყო. ამ კედლებში ჯერ კიდევ არის იმ მელოდიების ძლიერი,არსაიდან მოსული ექო.
ყურებზე ხელებმიჭერილი გარეთ გაფართოებული,აწითლებული თვალებით და აკანკალებული სხეულით გავრბივარ.
-მე ამ ოთახში დარჩენა არ მინდა.
ძლივს მოვღერღე.
ყბა,ყურებზე მიჭერილი ხელები,თავი,ტანი,ყველაფერი ერთიანად მოძრაობს.თითოეული ნაწილი ისე ირხევა,გეგონება დენის დიდმა მუხტმა დაარტყა ამ ადამიანსო.თვალები ისე გამიფართოვდა,მეგონა ცოტაც და გადმოცვივდებაო.
არსებული საზოგადოება გარს მომეხვია თუ არა ამაზრზენმა გრძნობამ ამიტანა.თუთოეული მათგანი მოვიშორე.კედელს ავეკარი,ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და ძლიერ საყრდენზე მიყუდებული ჩავიკეცე.
ეს იყო ის რაც თვალებზე ბინდის გადაკვრამდე მახსოვს.მერე კი უბრალოდ წყვდიადმა იფეთქა.

---------------

PsychoWhere stories live. Discover now