ქუჩაში ხეტიალს დავეჩვიე.
ოღონდ არა დღის შუქზე,ადამიანების დასანახად,არამედ ღამე.
მთვარეც დავიმეგობრე და ერთ ერთი ცათამბრჯენის სახურავიც.ბევრს არ ვსაუბრობთ,მაგრამ მე მომწონს მასთან სიახლოვე.სოჯუს ბოთლები ოხრად დავცალე ამ უცნობ და თითქოს,ნაცნობ ადგილას.ყოველი მოდუნების მცდელობისას კი უბრალოდ წყეული მელოდია ჩნდება გონებაში,რომელიც ნელნელა დასასრულისკენ მიდის. სიმღერის გაჩენას კი წარმოსახვაში ჩემი და ქერის უკუნ სიბნელეში გახვეული მხურვალე ცეკვა ერთვის.საბოლოოდ კი ყველაფერი ბურუსში ეხვევა და ჩვენც ვქრებით.
ვერ ვიგებ,რატომ არ მშორდება გონებიდან ეს მომენტი.
ეს არავისთვის გამიზიარებია.
ჯონგინმაც კი ზედაპირულად იცის...
ფსიქოლოგთან საინტერესოზე აღარაფერზე ვსაუბრობ.ჩემს ყოველდღიურ უსაქმურობას ვყვები.არ ვიცი რამდენად ღირს,ჩემს ამ კონკრეტულ წარმოსახვაზე ვესაუბრო...
გოგონასთან მისვლაზე ვიფიქრე,თუმცა,ვერ ვბედავ...
ან რა ვუთხრა რომ ვნახავ?!
ყველაფერი რომ მოვუყვე მეტყვის,გიჟი ხარ,იმკურნალეო.
ამის ახსნა რთულია.
სამი ბოთლი სოჯუ დავცალე...
ორი კიდევ მაქვს,მაგრამ სურვილი აღარ მაქვს დავლიო...
ვდგები და სახურავის კიდესთან ახლოს ვჩერდები.ქალაქი გაბრწყინებულია,თუმცა,ჩუმი.
ახლა ღამის ორი საათია...
საათში ერთხელ თუ გაიგებ მანქანის ხმას...
ჩემი წასვლის დროც მოვიდა...
თუ ახლავე არ მოვშორდები ამ ადგილს,ალბათ მეორედ კიდესთან მოახლოება ფატალური შედეგით დასრულდება,რადგან ახლაც,ამ მომენტში,თავს ძლივს ვიკავებ,რომ წონასწორობა შევინარჩუნო.
ვბრუნდები.
სამ დაცლილ და ორ ხელუხლებელ ბოთლს გვერდს ვუვლი,კიბეებს ნელა მივუყვები და ლიფტთან ვჩერდები.
სამი ბოთლი აშკარად ზედმეტი იყო...
ერთბაშად ამდენის ატანა ჩემს ორგანიზმს არ შეუძლია...
მობილურს ვიღებ და ნაცნობ ნომერზე ვრეკავ.
-ბიონ გააფრინე? იცი მაინც რომელი საათია?
ახალგაღვიძებულის ხმით მეჩხუბება მოცეკვავე.
ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ და ხელით კედელს მთელი ძალით ვეყრდნობი.
-კიმ...მგონი ზედმეტი მომივიდა.
-ნასვამი ხარ?
-კი.
-სად ხარ?
ლიფტის კარები იღება და შიგნით შევდივარ.სასურველ ღილაკს თითს ვაჭერ.
-იცი?! ერთი ცათამბრჯენია.ზუსტად არ მახსოვს სად.
კარები იღება.
გარეთ გავდივარ.
-შეგიძლია ტაქსით მოხვიდე?
მეკითხება კიმი და მობილურში ისმის თუ როგორი წვალებით იცვამს შარვალს.
-კი.შემიძლია.
-კარგი დაგელოდები.
ის იყო ყურმილი უნდა დამეკიდა,რომ გავჩერდი.
-ჯონგინ.
-გისმენ.
-ქერის დაურეკავ?
-რა?
ისმის ქაის გაკვირვებული ხმა.
ტაქსის ვაჩერებ და ვჯდები. მისამართს ვეუბნები და ისიც დაუყოვნებლივ ძრავს მანქანას.
-უთხარი შენთან მოვიდეს.
-ბიონ გააფრინე? ძალიან გვიანია!
მკაცრად ამბობს ქაი.
-ძალიან გთხოვ.
ეს იყო ის რისი თქმაც საბოლოოდ შევძელი.
შემდეგ უბრალოდ გონება დავკარგე.
არ მახსოვს ასე რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ ყრუდ ჩამესმის როგორ იღება კარები და ვგრძნობ,ვიღაც სადღაც მიმათრევს.
-ჯანდაბა ბიონ!
ბუზღუნებს ნაცნობი ხმა და რაღაც ფაფუკზე მაწვენს.
თვალების გახელა არ გამომდის.
გაბრუებული ვარ.
თითქოს ჯერ კიდევ სახურავის კიდეზე ვდგავარ და წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობ.
-მე რატომ დამირეკე?
ჩამესმის გოგონას მშვიდი ხმა.
-არ ვიცი,მან დამარეკინა.
პასუხობს მასწავლებელი.
მინდა მთელი ძალით ვიღრიალო,მაგრამ ალკოჰოლი რომელიც ჩემს ორგანიზმს სიმსივნესავით მოედო გასაქანს არ მაძლევს.მხოლოდ ხმის გაგება შემიძლია.ისიც ძალიან ყრუდ. თითქოს კილომეტრის დაშორებით დგანან.
ნაბიჯების ხმა ნელბელა იზრდება.
ვიღაც მიახლოვდება და ჩემს გვერდით ჯდება.
ჩემს ხელს მისი გაყინული,ნაზი თითები ეხება და ნელა ეჭიდება.
-დარჩი...
ძალიან ბუნებრივად,ძალდატანების გარეშე მოსწყდა სიტყვა ჩემს ტუჩებს.
ლოყაზე გრილი თითების ფერება ვიგრძენი.ნელნელა ხატავდა ლამაზ ორნამენტებს ჩემს კანზე და ალკოჰოლისგან ადუღებულ სისხლს ნელნელა ამშვიდებდა.
-დავრჩები.
მესმის მისი აუღელვებელი ხმა.
-დაიძინე.
ისევ მეუბნება.
თითქოს სხვა გზა აღარც მაქვს.
დავემორჩილე.
ყოველგვარი წარმოდგენების,მელოდიისა და ცეკვის გარეშე გავითიშე.
°°°არადა,როგორ მინდოდა მისი დანახვა...°°°___________________________________________
დიდი თავების წერა საჩემო საქმე არ არის...