ბექიონ,ტიროდი?...

55 8 4
                                    

დილით ზარის ხმა მაღვიძებს.თვალებს ვახელ და მობილურს ვუყურებ.მამაჩემია.
ყურმილს ვკიდებ და ლოგინზე ვჯდები.ხელებს სახეზე ვიფარებ და მოხრილ მუხლებს იდაყვებით ვეყრდნობი.
მეორე კვირა სრულდება რაც ძველ მეგობართან ვცხოვრობ.
ორი კვირაა ხან რის გამო მეწყება შეტევები და ხან რის.
ხან ჩემივე შექმნილი სიმღერები მიღრღნის გონებას.
ხან გარდაცვლილი ემილი მიმზერს კუთხიდან.
ხანაც ის თუ როგორ ვცეკვავ სცენაზე და როგორ მიკრავს ტაშს მთელი დარბაზი.
ხან კიდევ ავარია მიტრიალებს თავში.
ხან კი...უბრალოდ სიცარიელეა.
ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ.
მაისის თვის კვალობაზე დღეს საკმაოდ ცუდი ამინდია.
მუქი ღრმუბლებია ცაზე გადაკრული.
სავარაუდოდ იწვიმებს.
ჯონგინის რეპეტიციაზე მას შემდეგ აღარ მივსულვარ,რაც უცნობ გოგონას შევხვდი.
სახლიდანაც კი არ გავსულვარ.
ყოველდღიური რუტინა ჭამა,სახლში უაზრო სიარული,პანიკური შეტევა,რაიმე უინტერესო წიგნის კითხვა,ტელევიზორში უაზრო და უსარგებლო ამბების მოსმენა იყო.
ხან მეძინა,ხან არა.
იმ გოგოს სახე ჩემს გონებაში აღარ გამოჩენილა.არც მელოდია მესმოდა.
ეს ერთადერთი სასიამოვნო ფაქტია მთელი ორი კვირის მანძილზე.
ფანჯარას ვშორდები და სამზარეულოში გავდივარ.
ჩაის ვიმზადებ და მაგიდასთან ვჯდები.მოცეკვავეს ჯერ კიდევ სძინავს.
ჩემს თითებს დავყურებ.
მათ გამო ყოველთვის დამცინოდნენ.
ზედმეტად ქალური და ლამაზიაო.
სკოლის ასაკს ვიხსენებ.
მასწავლებელი მასხარას მეძახდა.
მართლაც ასე იყო...
ძალიან ცელქი და ცანცარა ვიყავი.
ნერვების მომშლელიც ვიყავი,თუმცა,მხოლოდ გოგონებისთვის.კარგი იუმორის გრძნობაც მქონდა.თამამი ბავშვი ვიყავი,მაგრამ არც ზრდილობა მეშლებოდა.მასწავლებლებთან შეტლიკინება არ მიყვარდა...არც ვიღებდი შენიშვნებს დიდად.საშინელი მოსწავლე ვიყავი,თუმცა,ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა...
ფიქრებიდან გამოვდივარ.
ვიაზრებ,რომ ჩაი შეგრილდა.ნელა ვსვამ.მისი ნორმალური ტემპერატურა სხეულს მითბობს.გარედან წვიმის წვეთების ხმა შემოდის.წვიმა ძალიან მიყვარს.ასეთ დროს სულ ფანჯარასთან ვიჯექი და ციდან წამოსულ წვეთებს ვაცქერდებოდი.
წვიმის ხმა კარზე ზარის ხმამ გადაფარა.ვდგები და მასთან მივდივარ.უკითხავად ვაღებ.
-გამარჯობათ.ქაი სახლშია?
-გამარჯობა,კი სახლშია.
რამდენიმე წამის გამნავლობაში ერთმანეთს ვუყურებდით.
-შეიძლება შემოვიდე?
წარბის აწევით კითხულობს გოგონა.
-არა,ეს ჩემი სახლი არ არის,თანაც სულ სველი ხარ.
ვპასუხობ ცინიკური ღიმილით.
-კარგად ხუმრობთ,დაბნეულო ბიჭუნა.
ასეთივე ღიმილით მიბრუნებს პასუხს.
-არ ვხუმრობ.
სახეს ვასერიოზულებ და კარის დახურვას ვიწყებ.
-ბექიონ ვინ არის?
ნამძინარები სახით კითხულობს ოთახიდან ახალგამოსული ჯონგინი.
-ქაი,შენ მაინც უთხარი,შემომიშვას.
პასუხი გოგონამ დამასწრო.
-ქერი?
ჯონგინი ხელით კარებს მაშორებს და ფართოდ აღებს.გოგონას ხელით ანიშნებს,რომ შემოვიდეს და გზას უთმობს.
წვიმისგან გალუმპული და სიგრილისგან აკანკალებული გოგონა ფრთხილად შემოდის და ფეხზე იხდის,კუთხეში ალაგებს და მასწავლებელს მისაღები ოთახისაკენ მიჰყვება.კარებს ვხურავ და მათ ვედევნები.
-დაჯექი.
ეუბნება ჯონგინი მოსწავლეს და თავადაც სავარძელში კალათდება.
-ჩაის დალევ?
ეკითხება მზრუნველი ტონით.
-თუ არ შეწუხდები...
ჯონგინი დგება და სამზარეულოში გადის.
ვუახლოვდები და ახლა მე ვკალათდები სავარძელში.
არ მიყურებს.
მე კი დაჟინებით ვუმზერ.
კანკალებს და იყინება.ეს პრობლემას საერთოდ არ მიქმნის.არც სურვილს მიჩენს პლედი მაინც მივაწოდო.
-რა საქმე გაქვს მასთან?
მოჩვენებითი ინტერესით ვეკითხები მას.
-ნუ იქცევი ეჭვიანი შეყვარებულივით.
იუმორის გარეშე მპასუხობს ის.
-ვერ დაგეთანხმები.
-ეგ შენი პრობლემაა.
-დიდად არ მადარდებს.ბევრი ისეთი პრობლემა მაქ რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევ.
-ერთი შეხედვითაც გეტყვობა.
-რა მეტყობა?
-ის,რომ ავადმყოფი ხარ.
-გმადლობ,კომპლიმენტია.
ხელს გულზე ვიდებ და თავს ვუხრი.
-ბექიონ,გეყოფა.
ქაი ოთახში ჭიქით ხელში შემოდის და გოგონას გვერდით ჯდება.
-მადლობა...
მშვიდი ხმით ამბობს ქერი და ჭიქას ართმევს.
-პრობლემები გაქვს? ჩემს სახლში არასდროს მოსულხარ რამის სათქმელად.
-შეიძლება ცეკვა ვეღარ გავაგრძელო.
თავდახრით ამბობს გოგონა.
-რა? რატომ?
გაოცებით კითხულობს მასწავლებელი.
-ჩეხეთში წასვლა მომიწევს... სავარაუდოდ...
ქაიმ აშკარაა რაღაც იცის.ამის გაგონებაზე სიტყვა ვეღარ თქვა.მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და ნიკაპი ხელისგულებს ჩამოაყრდნო.
-რა სენსიტიური გარემოა.
მობეზრებით ამოვილაპარაკე და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე.საშინლად გრუხუნებდა გარეთ.
''ამ წვიმაში რა ჯანდაბამ მოიყვანა?''
ვფიქრობდი ჩემთვის.
არცერთს არ უპასუხია,თუმცა, მივხვდი რომ დროის მცირე მონაკვეთში მათი მზერა ჩემზე იყო მობყრობილი.
ოთახი სიჩუმეში ღრმად ჩაიძირა.
რაღაც უცნაურს ვგრძნობ გონებაში.
ისევ რაღაც ცდილობს შემოიჭრას.
ვხვდები რაც არის.თავს ვაქნევ და ყურებზე ხელს ვფარებ.მუხლებს იდაყვებით ვეყრდნობი.
-არა.არა.არა.
-ბექიონ?
ჯონგინი გაკვირვებით მიყურებს და ჩემკენ იწევს.
სუნთქვა ოდნავ მიჩქარდება.
-გაიყვანე! უთხარი წავიდეს.
ბოლო ხმაზე ვღრიალებ და ქერისკენ ვიყურები.
შეშინებული თვალებით თვალებში მიყურებს.
-გაეთრიე! აქედან წადი!
ჯონგინი ხელებს მხრებზე მჭიდებს.
-ქერი,ძალიან გთხოვ,ოთახში შედი.
მშვიდად ეუბნება ქაი.
აკანკალებული გოგონა მითითებას ასრულებს.ჯონგინის ოთახში შედის და კარებს ხურავს.
მე კი ემოციებს კონტროლს ვერ ვუწევ.თავი საშინლად მტკივდება,სუნთქვა სიხშირიდან სირთულისკენ მიდის,ყურებში რაღაც გაუჩერებლად გაჰკივის.
-ყველაფერი მისი ბრალია!
ისევ ბოლო ხმაზე გავყვირი.
-ბექიონ,თავი ხელში აიყვანე!
მეგობარი ჩემს აზრზე მოყვანას ცდილობს.
ვგრძნობ,თვალები მეხუჭება.ნელნელა ვითიშები.
-ბიონ!ბიონ!
ყრუდ ჩამესმის მეგობრის ხმა.
გარშემო წყვდიადი ისადგურებს.
ისევ სადღაც სხვაგან აღმოვჩნდი.
იქ სადაც არ უნდა ვიყო...

PsychoDonde viven las historias. Descúbrelo ahora