გაბრუებული ვიღვიძებ.
სხეულის ტკივილი მკლავს.
სუნთქვა მიჭირს.
პირში ისეთი გემო მიტრიალებს,გეგონება ცხოველის ლეში ვჭამე.
ოთახი გაყინულია.ჩემი სხეული კი ისე ხურს,თითქოს მთელი ღამე ადუღებულ წყალში ვიწექი.
დაბუჟებისგან მთელი სხეული მექავება.
ძალას ვიკრებ და ლოგინიდან ვდგები.
სააბაზანოში შევდივარ,გრილი წყლის ქვეშ ვეყუდები და ვცდილობ ის მყრალი სუნი მოვიშორო რომელიც სასმელმა დამიტოვა.
მოცეკვავესთან არაერთხელ დავრჩენილვარ,მაგრამ არასდროს მიმიქცევია ყურადღება იმისათვის,რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა სურნელის მქონე შხაპის გელი ჰქონდა.
ნამდვილად დიდი დრო დავყავი სააბაზანოში.
თითოეული გელის სურნელი შევიგრძენი,თითოეულ მათგანზე დაწერილ ინფორმაციას გავეცანი და თითოეული მათგანი გამოვიყენე.
კბილის პასტა მთელს პირისღრუში გამოვივლე და საკუთარი თავის გასუფთავება ასე დავასრულე.
წელზე პირსახოცშემოხვეული გავდივარ გაყინულ ოთახში.ვმშრალდები და მეგობრის ტანსაცმელს ვირგებ.
ოთახიდან გასვლისთანავე ყურში გოგონას მხიარული კისკისი ჩამესმის.
წუხანდელი ღამე კარგად მახოვს,ამიტომ წამითაც არ დავფიქრებულვარ...მაშინვე მივხვდი ვინც იყო,მაგრამ ვერ ვიჯერებ,რომ მთელი ღამე აქ ჩემი თხოვნის გამო დარჩა.
-გაიღვიძე?
მკითხა მეგობარმა და ღიმილით ჩემკენ დაიძრა.
მხოლოდ თავს ვაქნევ.
მუნჯივით ვდგავარ და მხოლოდ მომცინარ გოგონას ვუყურებ.
-დილა მშვიდობის.
მესალმება.
საპასუხოდ მხოლოდ თავს ვაქნევ.
არაფრის თქმა არ მსურს.
მეგობარი მაგიდისკენ მიბიძგებს და ზურგზე გაშლილ ხელს რამდენჯერმე მირტყამს.
ჩემთვის განკუთვნილ სკამზე ვჯდები და ცხელ,ყავით სავსე ჭიქას თითებს მჭიდროდ ვხვევ.
ახურებული სხეული მეტად ამიდუღდა.
გოგონამ მაგიდის მარცხენა მხარეს კომფორტულად მოიკალათა და ღიმილით განაგრძო ჩემს თვალებში ყურება.ვერ ვხვდები ეს ღიმილი რას შეიძლება მივაწერო...იმას,რომ დამცინის,თუ იმას,რომ კარგ ხასიათზეა...
ამასობაში კი მოცეკვავემ ჩემს მარჯვნივ დაიკავა ადგილი.
იდაყვი მაგიდაზე დაუდია და ხელისგულზე ნიკაპჩამოყრდნობილი მელოდა როდის მივაქცევდი ყურადღებას.
ჯონგინი ზედმეტად უცნაური ადამიანია ჩემთვის.
გაცნობის დღიდან,ამ წამამდე, მასზე წარმოდგენა არ შემცვლია.
ერთმანეთის გარეშე დღე არ მახსოვს.
შაბათ-კვირასაც კი სულ ერთად ვატარებდით,მაგრამ,თითქოს,ჯერ კიდევ უცნობია ჩემთვის...
თუმცა,სიახლოვე რომელიც წლებმა ჩამოაყალიბა,ყოველგვარი ურთიერთობის საზღვრებს სცდება...
ჯონგინს მუდამ უცნაური ხასიათი ჰქონდა.ცვალებადი.ვერაფრით ამოიცნობდი რა დროს რას ფიქრობდა...
ამ გოგონამ კი ჯონგინის ყველანაირი უცნაურობა გადაფარა.
ერთი შეხედვით ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეულია.
მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბრალო გოგონამ შეძლო და ჩემი გონება ამოაყირავა.
როდესაც ჩემს ძმას ვკითხე რამ მოგხიბლა ემილიში მეთქი,მიპასუხა ''თავისებური აურა აქვსო''.
გულის სიღრმეში ძალიან დავცინე, რადგან მსგავსი რამეების არასდროს მჯეროდა.
ახლა კი მეც იგივეს ვფიქრობ.
თუ მკითხავ ქერის ყურებისას თავში ის წყეული სიმღერა რატომ გიტრიალებსო,იგივე პასუხი მექნება.
ასეთი აურა აქვს.
გარშემო თითქოს დიდი წრე აკრავს,რომელიც ისე გიტყუებს აზრზე ვერ მოდიხარ.
და საბოლოოდ,როდესაც კლანჭებში მოგაქცევს,გასაქანს აღარ გაძლევს.
ბოლომდე უნდა მიჰყვე.
დაემორჩილო...
![](https://img.wattpad.com/cover/193672985-288-k817512.jpg)