ტყეს გასწვრივ მივუყვები. ვცდილობ,ყურადღება ყველაფერზე სწორად გავანაწილო. ხმელი ჯოხების ტკაცუნი მირღვევს იდილიას. ხელს შარვალში საგულდაგულოდ დამალული იარაღისკენ ვაცურებ,სწრაფად ვიღებ და სინათლის სიჩქარით ვტრიალდები. იარაღს ხმაურგამომწვევს ვუმიზნებ. როცა ვხვდები,რომ სამიზნე მხოლოდ შველია,ხელს დაბლა ვწევ და ტყეში შევდივარ. ტყე ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილია. განსაკუთრებით,რაიმე სახის მოლაპარაკებებისთვის. იარაღს,ყოველი შემთხვევისთვის, ხელს ვკიდებ. ვცდილობ,ნაბიჭი დაფიქრებულად გადავდგა. შორიდან დანიშნულების ადგილს ვხედავ. რამდენიმე ადამიანს უკვე მოუყრია თავი. ვცდილობ მათი სახეები გამოვიცნო,თუმცა იმედი მიცრუვდება, "მოსამართლე" ჩემი ნაცნობი არაა. თვალს არ ვაშორებ და ისე ვუახლოვდები დაჯგუფებას. ერთ-ერთი მათგანი მამჩნევს და იღიმის. ალბათ რთული საღამო მელის,საკმაოდ ბევრნი ყოფილან.
-ვიფიქრე მოსვლას აღარ აპირებდი.-ნაცნობივით ალაპარაკდა ის,რომელმაც შემამჩნია. ირონიულად ჩავიღიმე და თავი დავუკარი.
-თითქმის ყველა ლიდერი აქაა. ალბათ,დროა დავიწყოთ.-შავთმიანმა გადაუჩურჩულა გრძელთმიანს,ამ უკანასკნელმაც,ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყი.
-ალბათ იცით,რკინიგზის მუშების გაფიცვის შესახებ. ჩვენს რაიონში,მათი მხარდამჭერები,რომლებიც ქალბატონი სარას ზედამხედველობისა და მფარველობის ქვეშ არიან მუჰამედის პაბში შეცვივდნენ და ყველაფერი ნაცარტუტად აქციეს. ჩვენი შეკრების მიზეზიც სწორედ ესაა. უნდა დავაკისროთ ქალბატონ სარას პაბის,ფაქტობრივად,თავიდან ასაშენებელი ფულის მოტანის ვალდებულება.-წარბაწეული ვუსმენ,გულში მეცინება. ვიცი,რომ კენჭის ყრა ჩემი გამარჯვებით დასრულდება. ჩემს ძალებს სწორად ვერ აფასებენ,განსაკუთრებით ეს ახალბედები.
-ვინც თვლის,რომ მან კომპენსაციის სახით თანხა უნდა გადაიხადოს,გთხოვთ ხელი აწიეთ.- ამბობს გრძელთმიანი. მის ირგვლივ რამდენიმე იშმუშნება და ნაძალადევი ღიმილით ხელს მაღლა სწევს.
-ახლა,ვინც ფიქრობს,რომ პაბი სარას საკუთრებაში უნდა გადავიდეს,გთხოვთ,ხელის აწევით დააფიქსირეთ.- ჯგუფს თვალს ვავლებ,გრძელთმიანის ბანდის გარდა,ყველა ხელს წევს. დამარცხდნენ. მე გავიმარჯვე. გამარჯვებულის ღიმილი მეფინება სახეზე.
გზაში გრძელთმიანი მემგზავრება. ხმას არც ერთი ვიღებთ. არც მიზანშეწონილია და არც სურვილი მაქვს. ტყიდან გამოსვლის შემდე,როცა დროა დავიშალოთ,ხელს მიწვდის.
-ჰარი სტაილსი,მებრძოლებიდან.-ხელს ვართმევ და ვეუბნები.
-სარა ბლეიქი მკვლელი სულებიდან.-წინადადების დასრულებისთანავე ერთმანეთს ზურგს ვაქცევთ და სხვადახხვა მიმართულებით მივდივართ.------------
შეიძლება ასეთი პატარა თავი თავხედობა იყოს,მაგრამ ჯერ მკითხველიც არ არის,თან მინდოდა გცოდნოდათ წერის სტილი,სიტუაციის მიმდინარეობა და ნუ მოთხრობაზე ზოგადი შთაბეჭდილება პირველი თავის მიხედვით შეგქმნოდათ. მადლობა წინასწარ. თუ წაიკითხავთ დაავოუთეთ,ძალიან გთხოვთ ❤
YOU ARE READING
Fight For War
Fanfictionსიტუაცია ვითარდება პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის. 30-იანი წლების ლონდონში,ფაქტობრივად,განგსტერთა ხან ერთი,ხანაც მეორე კლანი ბატონობს. მათ ხელშია ყველა მნიშვნელოვანი ჰაბი თუ პაბი. ჰარი და სარა სხვადასხვა კლანის ლიდერები არიან. მანამ სანამ ერთ...