KILLER OF FATHER AND BROTHER

37 6 8
                                    

1914-18 წლებში,მაშინ,როცა მსოფლიოში „ყველა ომის დასრულების ომი" მიმდინარეობდა,მაშინ, როცა ბედნიერი ადამიანი იმაზე რთული მოსაძებნი იყო ვიდრე მკვდარი ქუჩაში,სისხლისღვრა ჩვეულებრივ ამბად რომ ითვლებოდა,ასეთ დროს დავიბადე მე,1917 წელს. დედაჩემი მედდა ყოფილა ფრონტის ხაზზე და ერთი კავკასიელი მებრძოლი შეჰყვარებია თურმე.ერთად წამოსვლაზე სიტყვაც არ დასცდენიათ,ორივემ კარგად იცოდა,რომ ერთი კაციც კი მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა იმ პერიოდისთვის ფრონტის ხაზზე. როცა დედაჩემს ფეხმძიმობის ამბავი შეუტყვია,მამაჩემს დაჟინებული თხოვნით,გამოუმგზავრებია ლონდონში,მეც,როგორც კი ომი დასრულდება ჩამოვალ და ჩვენი კერია ავიშენოთო,უთქვამს.ამასობაში,1918 წლის ოქტომბერში,როცა გერმანელებმა და ავსტრიელებმა ერთად შეუტიეს იტალიის ჩრდილო-დასავლეთს და უკან დახიეს იტალია, ინგლისელები და ფრანგები იძულებულები გახდნენ იტალიაში სიტუაციის გამოსასწორებლად 11 დივიზია გაეგზავნათ,საუბედუროდ,მამაჩემიც მათგან ერთ-ერთში მოხვდა და,როცა წესით უკვე უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ ომის დასასრულს,რა გასაკვირია რომ ის ვერ დაბრუნდა. საბოლოოდ,მამის გარეშე გავიზარდე,დედა სამაგალითოდ მზდრიდა და არასდროს მიგრძვნია თავი მარტოდ. თავს გმირის შვილს ვეძახდი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიფიქრე,რომ უფლება მქონდა მეც შემეტანა პატარა წვლილი ჩემი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. ამის მერე გადავწყვიტე,ჩემი პატარა კლანი ჩამომეყალიბებინა,რომელიც საბოლოოდ ისე გაძლიერდა,რომ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა. ლონდონში ათასი რჯულის კლანი შეიქმნა,ყველაზე სასაცილო კი ისაა,რომ ყველას პირველბა უნდოდა.


ჩემი ახალი სამიზნეთაგანი ჰარი სტაილსი იყო სანამ კლანის შეკრებაზე თავს არ წამოგვადგა და არ გვითხრა,მოღალატე გყავთ,რას ელოდებითო,იარაღი ამოიღო და იქვე გააგორა ადრიანა ბელი. მანამ სანამ სიტუაციიდან გამორკვევას მოვახერხებდით,ჰარი და მისი თანამოძმენი მოვიდნენ გაშინაურებული მგლებივით და კბილების ლესვა დაიწყეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობაც არ მოუნიჭებია ისე დანიშნა კლანის შემდეგი კრება და განაცხადა უკლებლივ ყველა დაესწრებაო,როგორც გამოჩნდა ისევე გაქრა და ყურადღების ნატამალიც კი არ მიუქცევია იმ დაბნეულობისთვის რაც კლანში გამოიწვია. მეც ვუთხარი ჩემს მეგობრებს,შევხვდეთ მის დანიშნულ ადგილას,კარგად შეიარაღებულები მოდით,ეშმაკს არ ძინავს მეთქი და დავიშალეთ.

Fight For War Where stories live. Discover now