პროლოგი

22 5 2
                                    

ზოგჯერ რაღაცის დაწერა გინდა, მაგრამ არ იცი რა დაწერო, ვისზე ან რაზე წერო. გარშემო იყურები და მუზა არსად ჩანს, სამყაროს ფერები დაუკარგავს და უსულო და სულიერი საგნები ყველა ერთნაირად უსიცოცხლოდ შემოგცქერის. მიდიხარ შენს საყვარელ ადგილას, იქ სადაც ადრე საათობით იჯექი და უბრალოდ სივრცეში იყურებოდი, თვალები ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებულნი მაგრამ მთელ სამყაროზე ფიქრობდი. იქ სადაც ჰაერში ჟანგბადზე მეტი შთაგონება, ჰარმონია და ოცნებები იყვნენ, ოცნებები , რომლებიც გარშემო მყოფ ხალხს ცელქად გამოქცეოდნენ და შენს გარშემო ქაოტურად ირეოდნენ, შენ ყველა მათგანის დაჭერას და ფურცელზე გადატანას ცდილობდი, გონება ხელებს უსწრებდა, ფერადი აზრები დაქროდნენ გონებაში. ახლა კი ზიხარ იმ ადგილას და სივრცეში ცქერა უკვე უაზროა, ვეღარც სამყაროს ხედავ, აღარც ჭრელ-ჭრელი პეპლებივით მოფარფატე ოცნებები არიან სადმე,ისინი თითქოს გერიდებიან, გიფრთხიან შორ-შორს გიფრენენ,შენ კი სევდიანი თვალებით უცქერ ჯერ მათ, მერე უაზროდ თეთრ ფურცელსა და მასზე უფუნქციოდ დასვენებულ კალამს.
დიახ, ცხოვრებაში ასეც ხდება. ასე დიდ გენიოსებსაც ემართებათ და მოყვარულ მწერლებსაც, ამას ვინც წერის ნაყოფსაა ნაზიარები, ვისაც ფურცელზე სამყაროს გადმოტანა ისე შეუძლია, რომ ფერები არ დაეკარგოს, ვისაც საკუთარი ნაწერი ზმანებად აქვს გადაქცეული ყველასთვის დიდი ტკივილი და სასოწარკვეთია მოაქვს, მან ვინც მოწოდება წერაში იპოვა, მან ვინც თავისი გრძნობები და ემოციები მელანში გააზავა თავს უკვე უფუნქციოდ, უუნაროდ აგრძნობინებს და ამ სამყაროში თავისი მომავალი ცხოვრების არსს დიდ კითხვის უსვამს.
ასე დამემართა მეც, ვიჯექი ცარიელ დედამიწაზე უუნარო ხელები მუხლებზე დამეკრიფა და ვუცქერდი იმას რაც 'ჩემი' დედამიწისგან დარჩა.
ჩემთვის მაშინ სივრცერც აღარ იყო, რომ მეცქირა.
სამყარო აღარ იყო, რომ მასზე მეფიქრა.
ხალხი აღარ იყო, რომ მათი ოცნებებისთვის მედევნა.
ოცნება აღარ იყო, რომ მეწერა.

კუთხის მაღაზია Where stories live. Discover now