თავი 31

631 44 39
                                    



-მატკინე.

-ვიცი.

-არ ნანობ?-ბიჭი იმედის თვალებით უყურებს შავებში ჩაცმულ გოგოს.

-არ ვნანობ.

-რატომ?

-იმიტომ რომ მე ადამიანების ტკივილით ვცხოვრობ.

-ნორა , გთხოვ დაბრუნდი, მე ყველაფერს გამოვასწორებ, ყველაფერითავიდან დავიწყოთ.

-მე ახლა სხვა მყავს .-გოგო ცივად იღიმის და მის უკან კაცის სილუეტი ჩნდება.-მე მასთან ბედნიერი ვარ , ის იმას მაძლევს რაც შენ ვერ მომეცი, არარაობავ.

არარაობავ...

არარაობავ..

არარაობავ.

•••

  მორიგი კოშმარი. საწოლიდან ვხტები , ისევ ოფლში ვცურავ, ნუთუ საკმარისი დრო არ გავიდა.

  ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, ყოველშემთხვევაში აქამდე ასე მეგონა. ნუთუ ისევ ვერ შევეჩვიე ამ დამპლურ ცხოვრებას.

  საწოლიდან ფეხს ვწევ, სარკეში ჩემ თავს ვხედავ და გული მერევა. ვერ ვიტან იმას რასაც იქ ვხედავ, მინდა მოკვდეს. მაგრამ ამისთვის გამბედაობა არ მყოფნის. ერთი წელი და 5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ის არ მინახავს .

   ქვემოდან ხმაური მესმის. ალბათ ისევ ბიჭები მოვიდნენ . შარვალს ვეძებ , საწოლის ქვეშ ვპოულობ, გოგოს რომელსაც ჩემს გვერდით ძინავს ოდნავ ვარყევ რომ გაიღვიძოს.

-მჰმ..

-გაიღვიძე შენი წასვლის დროა.-ცოტა ბრაზდება ჩემს სიტყვებზე მაგრამ მაინც დგება და ჩაცმას იწყებს .

   უკანა კარიდან ვუშვებ, ბიჭები გაბრაზდებიან თუ დაინახავენ. მე კი წინ გავდივარ და ვხედავ რომ მთელი მისაღები ოთახი ხალხითაა სავსე.

-გუქ, მოდი როგორ გეძინა? საჭმელი მოგიმზადე.-იძახის ჯინი ღიმილით და ხელს მიქნევს.

-გარეთ შევჭამ.-ვამბობ და კარისკენ მივდივარ.

-მაისურის გარეშე?-ყვირის ჰობი , ვტრიალდები რომ ზემოთ ავიდე მაგრამ იუნგი სახეზე მაფარევს მაისურს. მეც ვიცვან და გარეთ გავდივარ .

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 25, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🌸✨LigHt oF My LifE✨🌸(დასრულებული)Where stories live. Discover now