თავი 19

478 48 2
                                    



ბიჭი შუაღამით დგება საწოლიდან . ყველანაირად ცდილობს რომ არ იხმაუროს. არ უნდა ოთახში მძინარე გოგო გააღვიძოს. იატაკი ოდნავ ჭრიჭინებს მაგრამ ძალიან შესამჩნევად არა. ოთახიდან სწრაფად გადის და თან უხმაუროდ. მეორე ოთახში შედის რომ ჩაიცვას და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდეს.

შავ დახეულ ჯინსებში და შავ მაისურში ეწყობა. ზემოდან შავ ქურთუკს იცვამს . ტელეფონს და გასაღებებს ჩუმად იღებს და ასევე ჩუმად ჩადის კიბეებზე. კარგად იცის რომ ახლა გოგონას მისი ხმა არ ესმის მაგრამ მაინც ფრთხილობს.

ცოტა ენანება კიდეც გოგოს სახლში მარტო დატოვება. მან ხომ იცის რომ გოგონას ძალიან აწუხებდა ადრე კოშმარები და ეს ბოლო რამდენიმე ღამეც ხშირად ეღვიძებოდა. მაგრამ ახლა უნდა წასულიყო. სხვა გზა არ ქონდა.ახლა სახლში ვერანაირად ვერ დარჩებოდა.

სახლიდან გადის და კარს კეტავს . საკეტს რამდენჯერმე ამოწმებს რომ დარწმუნდეს არის თუ არა კარგად ჩაკეტილი. მერე კი ფანჯარას უყურებს სადაც იცის რომ მისი გულის პატრონს ძინავს.

ნელა მიუყვება ბაიკით ქუჩას და თან უცნაურ რაღაცებზე ფიქრობს. ფიქრობს რა მოხდება თუ ის მოკვდება. გოგოს გაახსენდება ? მის გამო იტირებს ? როცა ჯეიქეის გაიგონებს რას იგრძნობს. როგორ მოიქცევა როცა გაიგებს რომ მოკვდა. მის გულს რას დამართებს რომელიც ჯეიქეიმ სამუდამოდ მას აჩუქა. ყოველ შემთხვევაში მას ასე ეგონა.

ამ ფიქრებიდან თავის დაღწევას ცდილობს და თავს რამდენჯერმე აქნევს მაგრამ უშედეგოდ. უაზრო ფიქრები მაინც ჩნდებიან მის თავში. მოულოდნელად ვიღაცის ბნელ გამოსახულებს ხედავს . აღნაგობით ვიღაცას ამზგავსებს.

უცნობი ქუჩას ფეხით მიუყვება. ბნელა მაგრამ ლამპიონების შუქზე მაინც ჩანს მისი სხეული. სიარულის მანერა . ის თუ როგორ უდევს ჯიბეში ხელი. მეორე ხელში კი სიგარეტი უჭირავს .

🌸✨LigHt oF My LifE✨🌸(დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora