2

179 25 13
                                    


- როგორ მოხდა, რომ კვლავ ცოცხალია?-ამრეზით კითხულობს ქალი და მის წინ მდგომ, თავდახრილ მამაკაცს უკმაყოფილო მზერით ათვალიერებს.

- მ-მომიტევეთ, ქალბატონო.  ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, პრინცი ჯონგუკი არსაიდან გამოჩნდა.-ქალის მკაცრი მზერის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის ხმაში ნერვიულობა და აშკარა კრძალვა შეინიშნება.

- ახხ, ჯონგუკ, როგორი სულელი ხარ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს ყველაფერი შენი და შენი ძმის სასიკეთოდ კეთდება.-ქალი ტონს უმატებს, წარბებს ხრის და თავს აქეთ-იქეთ უკმაყოფილოდ აქნევს.

მისი ყველა ქმედება, სხვა პრინცების წინააღმდეგ, ჯონგუკისა და სეჰუნის ნათელი და დამაკმაყოფილებელი მომავლისთვის ხორციელდება, რომლებიც ყოველთვის წყალში იყრება, ისევ პრინცი ჯონგუკის მიერ.

- ქალბატონო, პრინცი ჯონგუკი გეახლათ.-ამბობს ქალის ერთ-ერთი ახალგზარდა დამხმარე გოგონა, მას შემდეგ, რაც პატივისცემის ნიშნად, თავს 90°-ით ხრის.

- შენთან საქმე ჯერ კიდევ არ დამისრულებია, ჰოსოკ. საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ.-ამბობს ქალი და მამაკაცს ხელის მოძრაობით ანიშნებს რომ თავისუფალია.

- ჯონგუკს უხმეთ.-დამხარე ქალი თავის ქნევით ეგებება მისი ქალბატონის ბრძანებას და თავდახრილი გადის კარებიდან, საიდანაც წამების შემდეგ პრინცი ჯონგუკი შემოდის, მთელი თავისი სიდიადითა და ძლევამოსილებით.

- ჯერ კიდევ დილით დაბრუნდი, ჯონგუკ, საკუთარ დედას კი მხოლოდ საღამოს ეახლე.-ყალბი სევდით ამბობს ქალბატონი იუნა და ცხვირს დრამატულად იბზუებს.

- აქამდეც მინდოდა თქვენი მონახულება, მაგრამ სამწუხაროდ, უამრავი საქმე გამომიჩნდა.-პრინცი დანაშაულის გრძნობის გამო თავს დაბლა ხრის.-მომიტევეთ, ჩემო ქალბატონო.

- დაცინვას შეეშვი, ჩამოჯექი და ყველაფერი მიამბე, რაც კი შეგემთხვა. შენთან საუბარი მომენატრა.

- მივალთ ამ ეტაპამდეც, მაგრამ მანამდე თქვენთან მნიშვნელოვან თემაზე მაქვს სასაუბრო.-ჯონგუკი ადგილს დედოფლის პირისპირ იკავებს და თვალებს კარებთან მდგომ,  ახალგაზრდა ქალისკენ აპარებს.-დედაჩემთან მარტო დამტოვეთ.

დამხმარე ქალი ბრძანებისამებრ ოთახს მალევე ტოვებს.

იუნას სახეზე გაურკვევლობა ისახება.

- მინდა თქვენი ეს დაუდევარი ქმედებები დაუყონებლივ შეწყვიტოთ.

- არ მესმის, ჯონგუკ. იქნებ უფრო გასაგებად ისაუბრო.

- ჯიმინის მოკვლის მცდელობა. ახლა უფრო გასაგებია თქვენთვის?-ჯონგუკის სახეზე ცივი, მომთხოვნი გამომეტყველება იკვლევს გზას - უარყოფას აზრი არ აქვს. არც კი სცადოთ ეს.

მის წინ მჯდომი ქალი ფეხზე იჭრება და მაგიდაზე ძლიერად არტყამს ხელს, რაც ჯონგუკზე არანაირ ზემოქმედებას ახდენს.

- არ გაქვს უფლება მიმითითო, როგორ მოვიქცე და როგორ არა, თანაც ამ ყველაფერს მხოლოდ შენი უზრუნველი მომავლისთვის ვაკეთებ.

- ჩემი უზრუნველი მომავლისთვის? თავადაც იცით, ერთადერთი ვისზეც ფიქრობთ, მხოლოდ საკუთარი თავი და კეთილდღეობაა.-დამცინავად გაღიმების შემდეგ ჯონგუკი ფეხზე დგება და კარისკენ უკან მოუხედავათ იწყებს სვლას. გასვლამდე თავს ხრის და სიტყვის უთქმელად ტოვებს ოთახს.

ქალი თვალებგაფართოებული შეჰყურებს თავისი შვილის ყოველ ქმედებას. მის გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა ტრიალებს.

ჯონგუკი რამდვილად მისი შვილია?!

- -

ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა.❤

სიჩქარე არ მინდა.

His Majesty | YoonkookWhere stories live. Discover now