1350 წელი. გორიო, კესონი.დაბალი, თვალში საცემი ბიჭის დაკაწრულ, ოდნავ ჩალურჯებულ, სახეზე, ემოციის არანაირი ნიშან-წყალი შეინიშნება.
შიშისა და უიმედობის გრძნობა, რომლებიც მის გარშემო ყველას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ამ წამებში მისთვის სრულიად უცხო და შეუცნობელია.
მისი ფიქრები, ყველაფრისგან და ყველასგან შორს, მის მშობლიურ სოფელსა და ოჯახის წევრებს მიუსაკუთრებია მთლიანად.
მისი მხედველობის არე მხოლოდ მის ქვემოთ გაშლილ ნიადაგს, მისი ფეხების მოძრაობასა და მის მჭიდროდ შეკრულ, სუსტ ხელებს მოიცავს, რომელიც მთელი ეს დრო, წამითაც არ შეცვლილა.
თავდახრილი, ნელი ნაბიჯებით მიუყვება სასახლისკენ მიმავალ ბილიკს, რომლის ორივე მხარე ინტერესითა და დიდი სიხარულით აღძვრილი ხალხის ბრბოს დაუკავებია.
მათი ინტერესის უშრეტ წყაროს, უკან მომავალი, ხელებ-შეკრული, დასახიჩრებული, ნაცემი და ტალახში ამოსვრილი ადამიანთა ჯგუფი წარმოადგენს, რომლებსაც ზოგი თანაგრძნობით, ზოგიც კი ზიზღითა და ამრეზით შესცქერის.
სწორედ ხალხის ამ ჯგუფის ნაწილია ზემოთ ხსენებული თავდახრილი ბიჭი, რომლის სიცოცხლის მაუწყელ ერთადერთ მინიშნებას, მისივე ფეხების უგზო-უკვლო მოძრაობა წარმოადგენს.
რაც შეეხება, ხალხის სიხარულის გამომწვევ მიზეზს, მისი გამოცნობა რთული ნამდვილად არ არის.
თითოეული მათგანი ძლევამოსილი და დიდებული პრინცების, ჯონგუკისა და ჯიმინის შინ ბრწყინვალე გამარჯვებით დაბრუნებას ზეიმობს.
ხალხი ხმაურით, აჟიოტაჟითა და ტაშით ამხნევებს წინ მომავალ, ცხენზე შემომჯდარ პრინცებს, რომლებსაც ახოვან სხეულს ქარქაშში ჩარგული ხმლები უმშვენებს.
პრინცი ჯიმინი ხელის ქნევითა და ღიმილით პასუხობს მათ თაყვანისმცემლებს. ჯონგუკი კი ყველა მათგანს აიგნოებს და გზას ცივი, მკაცრი გამომეტყველებით აგრძელებს.
პრინცებს შორის სწორედ ეს განსხვავებაა.
ჯიმინი მეტად მოსიყვარულე, თბილი და გამგებია.
ჯონგუკი კი საკმაოდ მკაცრი, დაუნდობელი და შეუბრალებელი, რის გამოც უმეტესობა მას ანიჭებს უპირატესობას, როგორც შესაფერისს მმართველს.
სასახლეში შემავალი კარები მალევე იღება, სადაც ძმებს მათი უფროსი ძმა, მეფე ნამჯუნი, ოჯახის წევრები და თავდახრილი შინა მოსამსახურეები ხვდებათ მათი გამარჯვების მისალოცად და სათანადოდ დასახვედრად.
- თქვენო უდიდებულესობავ.-ბიჭები, ცხენიდან ჩამოსვლის შემდეგ ნამჯუნს თავს უხრიან და სინქრომში ესალმებიან.
მეფე ბიჭებს სიამაყით სავსე გამომეტყველებითა და ფართო ღიმილით აჯილდოვებს, რაც ჯიმინს უფრო მეტად ათამამებს და თავდაჯერებულს ხდის.
- თქვეგან ნაკლების მოლოდინი არც მქონია. ვფიქრობ, დაიღლებოდით. კარგი იქნება, თუ კარგად დაისვენებთ და მოგვიანებით განვიხილავთ ყველაფერს.-ნამჯუნი მხარზე მოთათუნებით ამხნვებს ბიჭებს. ჯიმინი მას მოკრძალებით უკრავს თავს, ჯონგუკი კი კვლავ ცივი გამომეტყველებით უქნევს თავს, რის შემდეგაც შორდება მას და თავისი დედისკენ მიიწევს, რომელიც გულში იკრავს ბიჭს და ლოყაზე კოცნით აჯილდოვებს მას.
- რაც შეეხება გადარჩენილებს, დაბანის საშუალება მიეცით, უმკურნალეთ, კარგად გამოკვებეთ და დააბინავეთ. მოგვიანებით კი ყველას თავიანთი შესაძლებლობის მიხედვით შეუირჩიეთ სამუშაო.-ნამჯუნი ხელებს უკანა მხარეს იჭდობს და სიარულს თავის მარჯვენა ხელთან, ჯისონთან ერთად აგრძლებს, რომელიც დავალების მიღების შემდეგ თავს მოკრძალებულად უკრავს მეფეს.
- - -
KAMU SEDANG MEMBACA
His Majesty | Yoonkook
Fiksi PenggemarA 'Yoonkook' Fanfiction / Royalty Au. Small Reminder: ფიქციაში გამოყენებული მოვლენები, თარიღები, ადგილების უმეტესობა და პესონაჟები არის მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი და მას არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიულ წარსულთან. Top/Dom: Jungkook Bot/Sub: Y...