3

87 8 4
                                    

გათენებას იწყებდა, როცა შავგრემანი ბიჭის უეცრად გამოღვიძება მოულოდნელმა ხმაურმა გაიმოიწვია.

- ვფიქრობ, საკმარისად დაისვენეთ. დროა, უკვე თქვენი მოვალეობები და ფუნქციები გაგაცნოთ-ბიჭი თვალების ფშვნეტით უყურებს შუა ხნის ქალს, მაშინ როცა ყველა მის გარშემო ფეხზე წამომდგარი, თავდახრილი ეგებება მას.- მე სუჯინი ვარ, სასახლის საქმეების გამგე და ზედამხედველი, ისევე როგორც, გორიოს ამჟამინდელი მეფის, ნამჯუნის აღმზრდელი. დღეიდან თითოეული თქვენთაგანი აქ, ამ სასახლეში გააგრძელებთ ცხოვრებას. დაივიწყეთ თქვენი წარსული, მშობლიური მიწა და ოჯახის წევრები, იფიქრეთ მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე...

მშობლიური მიწისა და ოჯახის წევრების გახსენებაზე, ბიჭის სახე, მშვიდიდან, ამღვრეულისკენ იცვლება. ქალი საუბარს აგრძელებს მათ მოვალეობებზე, თუმცა შავგრემანი ამას ყურადღებას აღარ აქცევს.

მისი გონების მთელი ნაწილი მხოლოდ წარსულის მოგონებებით იფარგლება, მიუხედავათ ქალის მოთხოვნისა.

სახლში დაბრუნება უნდა. თავის მშობლებთან, მიუხედავად იმისა, რომ იცის ეს შეუძლებელია. ისინი ცოცხლები აღარ არიან, მან ხომ საკუთარი თვალებით ნახა როგორ გამოასალმეს ისინი სიცოცხლეს. მან ხომ ნახა, როგორ ღვრიდნენ ცრემლებს და ეხვეწებოდნენ ისინი მაღალ მამაკაცს წაეღო მათი სიცოცხლე, მაგრამ მათი შვილისთვის ხელი არ ეხლო. 

იუნგი ზიზღით, სიძულვილით, უდიდესი ტკივილითა და დარდით ერთდროულად ივსება. მისი მშობლები ამას არ იმსახურებდნენ, მაგრამ მას არაფერი შეეძლო გაეკეთებინა.

სუსტია და საკუთარი თავი სძულს ამისთვის.

რისთვის უნდა იცოცხლოს? აქვს მის არსებობას რაიმე ღირებულება?

- ჩემი არ გესმის?

იუნგი საკუთარი მძიმე ფიქრებისგან თავისუფლდება.

საბოლოოდ ამჩნევს, რომ ოთახი დაცარიელებულა. ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ მათ თავს აცნობდა, ახლა უკვე მის გვერდით იდგა და დაჟინებით ჩასცქერიდა მოკუნტულ ბიჭს.

- როგორც უკვე გითხარი, სწრაფად მოემზადე და საქმეს დროულად შეუდექი, ჯერ-ჯერობით სამზარეულოს საქმეებში დაეხმარები მზარეულებს-მკაცრი ტონით ამბობს ზედამხედველი ქალი, თავს უკმაყოფილოდ აქნევს და მძიმედ ოხრავს.-ახლებთან მუშაობა ყოველთვის რთულია, მაგრამ აუცილებელი.

- ეი, შენ, დაეხმარე და სამზარეულოსკენ გაუძეხი. ეცადე, ფეხებში არავის გამოედოს და პრობლემები არ გამოიწვიოს, თორემ ამისთვის შენ დაისჯები.-მიმართავს ქალი თავდახრილ, თანმხლებ ბიჭს. იუნგისკენ საბოლოოდ აპარებს თვალს, კიდევ ერთხელ  უკმაყოფილების ნიშნად ოხრავს და ტოვებს სამყოფელს.

- ყურადღებას ნუ მიაქცევ.-ფართო ღიმილით ამბობს ბიჭი მას შემდეგ, რაც იუნგისთან ერთად მარტო რჩება.-მე სოკჯინი ვარ, შეგიძლია გქონდეს ჩემი ნდობა.

იუნგი ხმას არ იღებს.

სოკჯინს ესმის მისი.

იცის, რა სირთულეების წინაშე შეიძლება იმყოფებოდეს ბიჭი.

თავადაც გამოუვლია ეს.

მის წინ მყოფ, გაფერმკრთალებულ, ძალაგამოცლილ და განადგურებულ ბიჭში, სამწუხაროდ, საკუთარ თავს ხედავს.

- საქმეს შევუდგეთ. გახსოვდეს, ახლა შენზე პაეუხისმგებელი მე ვარ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 26, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

His Majesty | YoonkookWhere stories live. Discover now