სხეულზე ცივი სითხის შეხებას ვგრძნობ მალევე ვაცნობიერებ, რომ ეს წყალია თავიდან მეგონა მდინარეში ჩამაგდეს და ჩემი სიკვდილი წყალს მიანდეს თუმცა ხელზე ფოლადის შეხება ვიგრძენი ისევ ვერაფერს ვხედავ კვლავ სიბნელეა. - სად ვარ? ყვირილი დავიწყე, თუმცა ხმა არავინ გამცა არადა ვიცი, აქ ვიღაც არის ვგრძნობ მის მზერას. განძრევა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ ხელების შეკვრას ახლა წყლისგან დამძიმებული ჩემი ტანსაცმელიც დაემატა მინდა ამ ყველაფერს მოვერიო, თუმცა ამის ძალა არ მაქვს. - ვინ ხარ? კიდევ ერთხელ დავიყვირე იმ იმედით იქნებ ახლა მაინც გაეცა ვინმეს ხმა.
- ნუ ღრიალებ ეს ძალიან შემაწუხებელია. გავიგე ვიღაცის ხმა საკმაოდ ახლოდან.
- სად ვარ? წარმოდგენა მაინც გაქვთ რა ჩაიდინეთ? თქვენ გგონიათ ეს ყველაფერი ასე მარტივად შეგრჩებათ?
- ბევრჯერ შემრჩა და ეს რაიმე გამონაკლისია? ცოტა ჭკვიანები, რომ ყოფილიყავით ახლა ქალაქში 23 გარდაცვლილი გოგონა არ გეყოლებოდათ და 24-ე თავის რიგს არ დაელოდებოდა შენ კი ჩემთან შეხვედრა ასეთ სიტუაციაში არ მოგიწევდა.
- ვინ ხარ და რა გინდა?
- იცი ვინც ვარ თანაც ძალიან კარგად.
- მახრჩობელა?
- ასე არ მომმართავენ ხოლმე.
- მე რატომ გამიტაცეთ?
- ჩემს გარდა კიდევ ვინმემ გაგიტაცა? ცინიკურად მკითხა.
- ვიცი, რომ ზეინ მალიკი გეხმარება ახლაც იქ იყო იმან მომიყვანა შენამდე.
- როგორც ჩანს შენზე ნადიორობაა გამოცხადებული, თუმცა მე ყველას დავასწარი როგორც ყოველთვის.
- ჩემგან რა გინდა? პოლიცია როგორც კი ჩემს გაუჩინარებას იეჭვებს მაშინვე მალიკს აიყვანს და ნებისმიერ ფასად ათქმევინებს შენზე. აი, სწორედ მაშინ დამთავრდება შენი და შენი ავადმყოფი მეგობრის სისხლიანი ისტორია.
YOU ARE READING
SweetBlood
Fanfictionქალაქი პანიკაშია მახრჩობელა მანიაკს თანამზრახველი გამოუჩნდა ყოველდღე ახალი მკვლელობა. გოგონები ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან 6 თვეში 20 გარდაცვლილი ქალი, ერთი და იგივე ხელწერა. პოლიცია მოთმინებას კარგავს ახლა უამრავი ქალის ბედი 3 დეტექტივის ხელშია შეძლ...