ლეოს გარდაცვალებიდან უკვე, რამოდენიმე დღე გავიდა მე და ტეო კი ჯერაც ვერ გამოვდივართ შოკიდან ჯერ ისევ ვერ ვიჯერებთ, რომ ლეო ჩვენს გვერდით აღარ იქნება. სამსახურში წასვლასაც თავს ვარიდებთ ორივემ ვიცით, რომ იქ თითოეული დეტალი ლეოს თავს გაგვახსენებს ჯერ-ჯერობით მკვლელობებიც შეწყვეტილია ქალაქში ყოველშემთხვევაში ჩვენამდე ცნობა არ მოსულა. თითქოს მე და ტეო რაღაცით შეშინებულები ვართ ვერცერთი ვერ ვრჩებით მარტო ამიტომ დროებით ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ ლეოს დაკრძალვის შემდეგ ტეოსთან გადმოვედი და მის შემდეგ აღარც წავსულვარ მარტო დარჩენა ორივეს გაგვანადგურებს ამიტომ სჯობს ახლა ამ ყველაზე მძიმე პერიოდში ერთმანეთის გვერდით ვიყოთ ასე ვიქცეოდით ხოლმე სამივე მაგრამ ახლა ორნი დავრჩით და არც ახლა უნდა ვუღალატოდ ტრადიციას.
- ამას როდესმე წარმოიდგენდი? მეკითხება ლოგინის ბოლოში ჩამომჯდარი ტეო თან საკუთარ ხელებს თვალს არ აშორებს.
- ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია ასეთი საშინელება.
- ქალის მკვლელი მანიაკები ახლა უკვე ჩვეულებრივ ქუჩის ბანდიტებად გადაიქცნენ, რომლებიც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
- ეს დანაშაული მხოლოდ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა და ეს ზეინ მალიკია.
- რატომ გააკეთა ეს ? რატომ მაინც და მაინც ლეო ჩვენ რატომ არა?
- არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ.
- ვერცერთი ვერ დაიჭირეს. ჯერ ისევ გარეთ არიან წარმოგიდგენია?
- სამსახურში მალე უნდა დავბრუნდეთ და საქმესაც კვლავ ჩვენ ჩავუდგეთ სათავეში.
- კიდევ რამოდენმე დამჭირდება ამ შოკიდან გამოსასვლელად.
- ამ ტკივილს ტეო ვერასდროს დავივიწყებ მაგრამ ჩვენ ვალდებულება გვაქვს ამ ხალხის წინაშე.
- ვიცი კატია. ახლა წავალ ცოტას გავისეირნებ მარტო დავრჩები საკუთარ თავთან მითხრა ტეომ და გადამეხვია. მე და ტეო დაძმასავით ვართ ის ჩემზე 2 წლით უფროსია.
YOU ARE READING
SweetBlood
Fanfictionქალაქი პანიკაშია მახრჩობელა მანიაკს თანამზრახველი გამოუჩნდა ყოველდღე ახალი მკვლელობა. გოგონები ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან 6 თვეში 20 გარდაცვლილი ქალი, ერთი და იგივე ხელწერა. პოლიცია მოთმინებას კარგავს ახლა უამრავი ქალის ბედი 3 დეტექტივის ხელშია შეძლ...