ქუჩაში მიმართულების გარეშე მივრბივარ თაბ ყველაფერი თავში მიტრიალებს ის სიბინძურე რაც, რამოდენიმე წუთის წინ ჩავიდინე მხოლოდ საკუთარ თავს ვწყევლი იმ კაცთან ვიწექი, რომლის კისერზეც ათობით გოგონას სიკვდილია. ასე, როგორ დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი. ხალხი ჩემს შიშველ ფეხებს უყურებს მეც ნელ-ნელა გონზე მოვდივარ და ფეხების ტკივილს ვგრძნობ ტაქსს ვაჩერებ და ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები ისიც მალევე იღებს გეზს მითითებული მისამართისკენ, გზაში ერთი და იგივე კითხვა მიტრიალებს თავში - ეს, რომ განყოფილებაში ვინმემ გაიგოს საქმეს ჩამომაშორებენ. იქნებ უკეთესიც იყოს ასე? არა, არაა ასე ჩემს ნდობას დაკარგავენ. ფიქრიდან მძღოლს გამოვყავარ - მოვედით ქალბატონო.
- თანხა თან არ მაქვს ახლავე ჩამოგიტანთ.
- შუახნის მამაკაცი თავაზიანად მიღიმის თანხმობის ნიშნად. მანქანის კარს ვაღებ და ყველაზე საშინელ სურათს ვხედავ რაც შეიძლებოდა, რომ დამენახა.
- ტეო? ამ დროს აქ რას აკეთებ? გაკვირვებული ვეკითხები.
- შენთან დასალაპარაკებლად მოვედი სახლში არ დამხვდი და ამიტომ დალოდება გადავწყვიტე.
- წამოდი სახლში ავიდეთ. ხმა მიკანკალებს იმედია რამეს არ იეჭვებს. ჯიბიდან საფულეს იღებს და მძღოლს მაღალ კუპიურას აწვდის კარებს მკაცრად აჯახუნებს ისე, რომ ხურდასაც არ ელოდება.
- სად იყავი? მეკითხება, თუმცა პასუხი ჩემზე უკეთ იცის.
- ვსეირნობდი. ვცდილობ არ გავტყდე.
- ფეხშიშველი? დამცინავად მეკითხება და ფეხებზე მანიშნებს.
- ტეო, რა გინდა? ანგარიშები შენ უნდა გაბარო?
- სახლში ავიდეთ. მისის სახე შემზარავ ელფერს იღებს.
- დასვენება მჭირდება იქნებ სჯობდეს ხვალ ვილაპარაკოთ.
- ნუ გეშინია იმ მანიაკებს არ ვგავარ არაფერს დაგიშავებ,თუმცა როგორც ჩანს არც ის მანიაკები არ გიშავებენ არაფერს.
YOU ARE READING
SweetBlood
Fanficქალაქი პანიკაშია მახრჩობელა მანიაკს თანამზრახველი გამოუჩნდა ყოველდღე ახალი მკვლელობა. გოგონები ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან 6 თვეში 20 გარდაცვლილი ქალი, ერთი და იგივე ხელწერა. პოლიცია მოთმინებას კარგავს ახლა უამრავი ქალის ბედი 3 დეტექტივის ხელშია შეძლ...