part 5

908 81 4
                                    


ჰარიმ მანქანა დაქოქა და დაძრა, შემდეგ კი მისამართი მკითხა. მეც ვუპასუხე და ჩემი სახლისკენ წავედით.

___________________

თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი რადგან ჰარისთან ერთად მარტო ვიჯექი მანქანაში. ორი წუთით მას გავხედე. წარბებ შეკრული და სერიოზული სახით მართავდა მანქანას. სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მიმზიდველია მაგრამ მე არ შემეფერება და ვერ დავუშვებ რომ ახლა ვინმე მომეწონოს, მითუმეტეს კი ჰარი.
-დიდხანს უნდა მაშტერდებოდე?! -ფიქრებიდან ჰარის ირონიულმა ხმამ გამომიყვანა. ვერც კი შევამჩნიე რომ ვაშტერდებოდი. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. მან კი ჩაიცინა და თავი გააქნია. ღმერთო რა სულელი ვარ!
-შენი და რამდენი წლისაა?
-17-ის. -მოკლედ ვუპასუხე.
-შენი მშობლები სად არიან?
-უცხოეთში არიან წასულები სამსახურის გამო.
-და რა სამსახურის? -ღმერთო რა ცნობისმოყვარეა!
-მამაჩემი ბიზზნესმენია და თავისი კომპანია აქ. ამიტომ ხშირად უწევთ ქვეყნიდან გასვლა.
-და შენი და შენთან რჩება? -უკვე თავს მაბეზრებს.
-რა მნიშვნელობა აქვს?-ვკითხე გაღიზიანებულმა. ჯერ არაფერს მეუბნება შემდეგ კი იმდენ კითხვას გისვამს შენს ოჯახზე, რომ ტვინს გიბურღავს. ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოგვიღია. მალევე ჩემს სახლთან მივედით. სიტყვისუთქმელად გადავედი მანქანიდან და ჩემს დასთან მივედი რომელიც უკვე სიცივისგან კანკალებდა. ჩანთა გავხსენი და გასაღების ძებნა დავიწყე მაგრამ გამახსენდა, რომ სახლში დავტოვე. თავში ხელი შემოვირტყი და ამოვიოხრე. ქენდისი კი გაოგნებული მიყურებდა.
-რა? რა მოხდა? -მკითხა მან.
-გასაღები სახლში მაქ.-ვთქვი ოხვრით.
-რა?!სერიოზულად?! -თქვა ქენდიმ.
-მე შემიძლია გავაღო-ჰარის ხმა მონესმა რომელიც უკვე ჩემს გვერდით იყო. მას გაკვირვებულმა შევხედე.
-რა? როგორ? -ვკითხე და მისკენ შევბრუნდი.
-ეს ვინაა? -მკითხა ჩემმა დამ და ეშმაკურად გაიღიმა. მე თვალები ავატრიალე და ერთმანეთი გავაცანი და ავუხსენი რომ ნიკის მომავალი ძმა იყო.
-კარგი და გვითხარი ეხლა როგორ უნდა გააღო კარი. -ვუთხარი დაღლილმა. მან ხელი აწია ჩემს თავთან და თმიდან თმისამაგრი გამომაძრო. (ნუ თუ მიხვდებით თმისამგარში თმის შპილკა ვიგულისხმე) კართან მივიდა და ჩაიმუხლა. ცოტა ხანში კი კარი გააღო და კმაყოფილი სახით შემომხედა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი.
-ეს საიდან ისწავლე? -ვკითხე უცებ. ის ჩემთან მოვიდა და თმისამაგრი დამიბრუნა.
-მეგობრებთან ერთად სკოლის პერიოდში ხშირად მიწევდა ამის გაკეთება. -უცებ მითხრა. ქენდისი ეგრევე სახლში შევიდა რადგან უკვე გაყინული იყო. მე კი ჰარისკენ შევტრიალდი.
-მადლობა-ვუთხარი და გავუღიმე.
-არაფრის. -თქვა და მანქანისკენ გადადგა ნაბიჯი. -კარგად.-მითხრა და ხელი დამიქნია.
-კარგად-მეც დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. მას გავხედე და უკვე მანქანაში ჯდებოდა. სახლში რომ შევედი მაშინ გავიგე მანქანის წასვლის ხმა. პირველი სართული მოვათვალიერე მაგრამ ქენდისი იქ არ დამხემვდა, როგორც ჩანს დაწვა. სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე. ბოლო ყლუპი, რომ გადავყლაპე ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ნიკი იყო. როგორც ყოველთვის გავიღიმე და ვუპასუხე. ცოტა ხანი მას ველაპარაკე და მერე გადავწყვიტე შხაპი მიმეღო. ნიკი ისევ მებოდიშებოდა, რომ იქ მარტო დამტოვა. გადავივლე და საღამურები ჩავიცვი. ჩემს ფუმფულა საწოლში ჩავწექი და მთელი დღის დაღლილს მალევე ჩამეძინა.

______________

აბა როგორია? 💚მიყვარხართ ყველა და მადლობა რომ კითხულობთ😙💚🍒🍎🍉💜V&C💚
411 words

•On The Brink• Where stories live. Discover now