წიგნები ავიღე და მეცადინეობას შევუდექი. უცებ რაღაცის მტვრევის ხმა მომესმა და ქვემოთ ჩევედი, იქ კი იატაკზე მინის ნატეხების გარდა უგონოდ მყოფი ჰარიც იყო._____________________
-ჰარი! -დავიკივლე და მასთან მივვარდი.-ჰარი თვალები გაახილე! ჰარი! -ვეუბნებოდი ანერვიულებული და აკანკალებული ხელებით ვანჯღრევდი. უცებ თავთან სისხლი დავუნახე. ღმერთო! ეტყობა თავი დაარტყა. ჩქარა ავდექი და ხელი წყლით დავისველე. მასთან მივედი და სველი ხელი სახეზე მოვუსვი. ფუი რა დებილი ვარ! ეს როგორ უშველის! სასწრაფოდ ავდექი და სასწრაფოში დავრეკე. სანამ მოვიდოდნენ ჰარისთან ვიყავი. ოთახი მოვათვალიერე. ფანჯარა გატეხილი იყო. დამსხვრეული მინა ძირს ეყარა. ფანჯარა ოდნავ შეხსნილი იყო. ღმერთო! ნეტა რა მოხდა! მალევე სასწრაფოც მოვიდა. ჰარი საკაცეთი გაიყვანეს და საავადმყოფოში წავიდნენ. მეც გავყევი. გზაში ნიკს დავურეკე და ისიც მოვიდა. ჰარი პალატაში შეიყვანეს და გვითხრეს, რომ დიდი არაფერი იყო. უფრალოდ დავარდნის დროს თავი გაუტყდა. თავი გაუკერეს, შეუხვიეს და გვითხრეს, რომ შეგვეძლო პალატაში შევსულიყავით. ჰარის ეძინა. მე და ნიკი იქვე დავსხედით სავარძელზე. ცოტა ხანში ნიკი წავიდა ჩემი დის, ქენდისის სკოლიდან გამოსაყვანად და მერე სახლში წავიდოდა, რომ ჯემას ან ენის რამე არ ეეჭვათ. მეც მითხრა წავსულიყავი და დაესვენა მაგრამ უარი განვაცხადე. ვუთხარი, რომ აქ დავრჩებოდი და რამე თუ მოხდებოდა დავურეკავდი. ნიკი წავიდა მე კიდე დაველოდე როდის გამოფხისლდებოდა ჰარი. ცოტა ხანი ასე ვიჯექი და ჰარის ხელს მივშტერებოდი. უცებ შეიშმუშნა და მივხვდი, რომ იღვიძებდა. თვალები გაახილა და აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. მე რომ დამინახა ნემგონი სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-ჰარი კარგად ხარ? ექიმს ხომ არ დავუძახო?
-არა. არა ყველაფერი კარგადაა.
-თავი გაქ ნატკენი. და ეს ერთი დღე აქ დაგტოვებენ.
-ენის რამე ხომ არ უთხარი?
-არა. ვიფიქრე შეიძლება არ უნდოდეს რამის გაგებათქო.
-კარგია. მადლობა.
-არაფრის. -ცოტა ხანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მე დავარღვიე.
-სამზარეულოში ფანჯარა იყო ჩამსხვრეული და გაღებული. რატომღაც მგონია, რომ ეს ვიღაცამ გააკეთა (აბა თავისით ხომ არ გატყდებოდა😂) შეგიძლია მითხრა რა მოხდა, თუ იცი რა თქმა უნდა.
-კი. კი. მოგიყვები.
YOU ARE READING
•On The Brink•
FanfictionHarry Styles Georgian fanfiction. •The beginning•-24/8/19 •the end•-26/4/20