part 29

537 52 5
                                    

Unknown number:
    აბა როგორი შეგრძნებაა მშობლების დაკარგვა პატარავ?! :)
                                             -K

ვიგრძენი სახეზე ფერი როგორ წამერთვა და ავკანკალდი.....

_______________

სარკის წინ ვდგავარ და ჩემს თავს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს.

ძალიან ვნერვიულობ

Ups! Ten obraz nie jest zgodny z naszymi wytycznymi. Aby kontynuować, spróbuj go usunąć lub użyć innego.

ძალიან ვნერვიულობ... დღეს ხომ ჩემი ქორწილია.. დილიდან ჰარი არ მინახავს რადგან როგორც კი თვალები გავახილე თავზე სტილისტები დამადგნენ. ალბათ ჰარიც ამ დღეში არის. საბოლოოდ კაბა გამისწორეს და მითხრეს რომ მანქანა მელოდებოდა. მეც გარეთ გავედი და მანქანაში ჩავჯექი. ვერ გეტყვით რომ ძალიან ბედნიერი ვარ. არა... არ გეგონთ რომ არ მინდა ჰარის გავყვე ცოლად... არა... უბრალოდ იმაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ რომ სხვა გოგოებივით მეც ჩემი საყვარელი მამა ვერ მიმაცილებს საკურთხევლამდე და ჩემს თავს ჰარის ვერ გადააბარებს. ვერ ეტყვის რომ გამიფრთხილდეს. ვერ გამიღიმებს და ჩამეხუტება. ლამისაა ტირილი დავიწყო მაგრამ მეყოფა. რაც შეეხება შეტყობინებებს. ჰარისთვის არ მითქვამს მათ შესახებ. ძალიან მეშინია. იმისიც მეშინია ჰარი ამას რომ გაიგებს რამე არ მოუვიდეს. მას მერე კიდევ მომივიდა რამდენჯერმე. ვერ ვხვდები ვინ შეიძლება იყოს მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ის ადამიანი იქნება ვინც ჩემი მშობლების სიკვდილშია დამნაშავე. მალევე დანიშნულების ადგილას მივედით მანქანიდან გადავედი. შენობის შესასვლელთან ჩემი და გოგოები დამხვდნენ. ისინიც ულამაზესები იყვნენ. იქვე ახლოს ბიჭებსაც, ლუის და ზეინს მოვკარი თვალი. ქენდისი ჩემთან მოვიდა ჩემეხუტა და ულამაზესი თაიგული მონცა რომელიც საოცრად უხდებოდა ჩემს კაბას. საკურთხეველთან ნიკი მიმიყვანს. მალევე ცერემონიაც დაიწყო. მუსიკის ხმაც გაისმა. ნიკი გვერდით ამომიდგა და ხელხელკავი გავუყარე და დავიძარით. კარებიც გაიღო და უამრავი ადამიანი გამოჩნდა. იქაურობა ულამაზესი იყო. პატარ-პატარა თეთრი და ძალიან ღია ვარდისფერი ვარდებით იყო სავსე.

 პატარ-პატარა თეთრი და ძალიან ღია ვარდისფერი ვარდებით იყო სავსე

Ups! Ten obraz nie jest zgodny z naszymi wytycznymi. Aby kontynuować, spróbuj go usunąć lub użyć innego.

იქაურობას თვალი რომ მოვავლე პირდაპირ გავუხედე და ის დავინახე. ჩემი ოცნების მამაკაცი. ის ისეთი მომხიბვლელი იყო. ეღიმებოდა და თითებს ადამაშებდა. ეტყობა ისიც ისევე ნერვიულობს როგორც მე. თვალში ცრემლი ჩამიდგა. მალევე მივედით ჰარისთან და ნიკმა ჩემმი თავი ჰარის ჩააბარა. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. მის თვალებშიც დაინახავდი ცრემლს რომელიც ბრძინავდა.
-ქალბატონო ლილიან თანახმა ხართ თუ არა ცოლად გაყვეთ ჰარი ედუარდ სტაილზს, იყოთ მასთან ჭირში და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს? -ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამებია. თვალებიდან უკვე ცრემლები მცვიოდა.
-თანახმა ვარ. -ვთქვი ღიმილით და თავის ოდნავ დაქნევით.
-ჰარი ედუარდ სტაილზ თანახმა ხართ თუ არა ცოლად შეირთოთ ლილიანა მაიერი, იყოთ მასთან ჭირში და ლხინში მანამ სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს.
-თანახმა ვარ. -თქმა ჰარიმ და ბედნიერმა გაიღიმა. ისიც ტიროდა. ისიც ისეთივე ბედნიერი იყო როგორიც მე.
-დღეიდან ცოლ-ქმრად გაცხადებთ. შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს. -ჰარი ჩემთან დაიხარა და ჩქარა შეაერთა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს. მაშინვე ტაშისა და შეძახილების ხმა გაისმა. ერთმანეთს რომ მოვშორდით ჰარიმ შუბლი შუბლზე მომადო და ისე გაიღიმა მეგონა ლოყები გაეხეოდა ისევე როგორც მე.
-მიყვარხარ ლილიანა სტაილზ.
-მეც მიყვარხარ ჰარი სტაილზ.
-დღეიდან მისის სტაილზი იქნები ასე რომ შეეგუე. -ამაზე ორივემ გავიცინეთ და კიდევ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს......















(ჰარის ისე აცვია როგორც ფოტოზეა. ან თუ გინდათ თქვენ წარმოიდგინეთ ჰარის რა შეიძლება ეცვას. 💚❤😂)

_______________

გაღურსეთ ახალი თავი😂😍😚ყველას ყველაფერს გილოცავთ😍😚💚❤სულ ბედნიერები ყოფილიყავით💚❤💖😍😚
V&C🙏💚
440 words.

•On The Brink• Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz