-კარგი რა ნიკ. ხომ იცი რომ არ მცალია?!-ვუთხარი მობეზრებით ჩემს გიჟ მეგობარს მაგრამ ვინ გისმენს.
-აუ რა მოხდება ჩემთან ერთად, რომ წამოხვიდე?! ხომ იცი არ მინდა ჩემს მომავალ "ძმასთან" ერთად მარტო ყოფნა?!-ნიკი უკვე 1 საათია მეჩიჩინება რომ მასთან ერთად წავიდე, მაგრამ არ შემიძლია რადგან სახლში ჩემი და მელოდება, რომ მივიდე და პროექტის ტექსტის მომზადებაში დავეხმარო.
-ხვალ მოვალ გპირდები. წამოვიდოდი მაგრამ ხომ იცი არ შემიძლია. თან საშინლად მინდა შენი მომავალი "ძმის" გაცნობა.-ვუთხარი და გავუღიმე.
-სიმართლე რომ გითხრა არც ისე კარგი ტიპია. ძაან ცივი და თავის თავში დარწმუნებულია.-თქვა მოწყენილმა.
-მერე რა მაინც ხომ უნდა ვიცოდე აწი ვისთან დაგტოვებ ხოლმე-ვუთხარი და გავიცინე.
-კარგი მაგრამ არ გაბედო მასთან დაახლოება თორემ, გაფრთხილებ გულს გატკენს.
-ნიკ რა სისულელეებს ამბობ?! რაში მჭირდება ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა თან მითუმეტეს შენ მომავალ ძმასთან რომიც როგორც გავიგე ცივი ტიპი ყოფილა.
-რა ვიცი რა გიტრიალებ შენ მაგ ლამაზ თავში.
-ნიკ ეხლა საერთოდ არ მჭირდება ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა, რადგან ჩემს მომავალს უნდა მივხედო სადაც ვერანაირად ვერ ვხედავ შეყვარებილულს და ბედნიერ ოჯახს. ასე რომ გაჩუმდი.
-კარგი ხო. წადი ახლა თორე შენი და გადაირევა-მითხრა და გაიცინა.
-კარგი. აბა კარგად და მერე რომ მოიცლი მომწერე და ჩვენს ადგილას შევხვდეთ-ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე.
-აუცილებლად-მანაც მომხვია ხელები და ლოყაზე მაკოცა.
-კარგად. -მოვშორდი და დავემშვიდობე.
-კარგად. -ისიც დამემშვიდობა და გზას გაუდგა. მეც მივბრუნდი და სახლის გზას გავუყევი. სანამ სახლში მოვალ ჩემზე მოგიყვებით."მე ვარ ლილიან მაიერი. 20 წლის. ვცხოვრობ ლონდონში. სკოლა როგორც მიხვდით უკვე დავამთავრე და უნივერსიტეტში ვსწავლობ ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად, რომელსაც 5 წლიდან მოყოლებული ვიცნობ. მყავს და, რომელიც 17 წლისაა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს. მყავს დედა და მამა რომლებიც სამსახურის გამო 1 წლით უცხოეთში არიან წასულები და ჩემს დას მე ვუვლი. მინდა რომ ექიმი გამოვიდე ამიტომაც ზოგჯერ სწავლაში ღამესაც კი ვათენებ. ნიკიც ზუსტად ასეა. მართალია ძალიან ვწვალობთ მაგრამ თუ გვინდა რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ სხვა გზა არ გვაქვს."ამასობაში სახლშიც მივედი და კარები შევაღე თუ არა საშინელი დამწვრის სუნი ვიგრძენი. სახლში შავი ბუღი იდგა. გული გამისკდა და ეგრევე სამზარეულოში გავვარდი, იქ კი ჩემი და ქენდისი დამხვნა რომელიც ცდილობდა რომ ტაფაზე ცეცხლი ჩაექრო და ხველებით იგუდებოდა. ჩქარა ფანჯრები გავაღე და გამწოვი ჩავრთე, მერე კი გაზქურასთან მივედი, ჩემი და გამოვწიე და ტაფაზე ცეცხლი ჩავაქრე.
-შენ რა გაგიჟდი?! -დავუყვირე ჩემ დას - გული გამისკდა. მეგონა ხანძარი იყო და რამე დაგემართა. -ვუთხარი, მასთან მივედი და გულში მაგრა ჩავიხუტე.
-ბოდიში. მე უბრალოდ სტეიკის შეწვა მინდოდა, რომ შენთვის დამეხვედრებინა მაგრამ ორი წუთით გავედი და რომ დავბრუნდი იწვოდა. -მითხრა როგორც კი მომშორდა და დამნაშავესავით თავი დახარა.
-არაუშავს საყვარელო. მთავარია შენ კარგად ხარ. -თავი ავაწევინე და გავუღიმე. -მოდი ეხლა აქაურობა მივალაგოთ და მერე მე გავაკეთებ სადილს. კარგი?
-კარგი. -ტანზე გამოვიცვალე და ლაგებას შევუდექით. მალევე ყველაფერს მოვრჩით, საჭმელი გავაკეთე და მაგიდასთან დავსხედით. როგორც კი ჭამას მოვრჩით, მაგიდა ავალაგეთ, პროექტისთვის ტექსტი მოვამზადეთ და ნიკს დავურეკე. აღმოჩნდა რომ არ ეცალა რადგან ოჯახთან ერთად სავახშმოდ მიდიოდა. რამდენჯერ მთხოვა მიშველე და აქედან წამომიყვანეო მაგრამ ვერაფრით დავეხმარებოდი. ძალიან მინდა მისი მომავალი ძმის გაცნობა. ეხლა გეტყვით რატომ არის მომავალი. ნიკის დედა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ახლა კი მამამისმა გადაწყვიტა რომ ახალი ცოლი მოეყვანა. ნიკის საუბრიდან როგორც მივხვდი იმ ქალს ორი შვილი ყავს გოგო და ბიჭი. მაგრამ მისი ქალიშვილი სასწავლებლად უცხოეთშია წასული. ნიკის მამას ისინი ძალიან უყვარს. ჯერ არცერთს ვიცნობ, მაგრამ იმედია მალე გავიცნობ. უკვე ძალიან გვიანი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე დამეძინა. რა კარგია რომ ხვალ შაბათია, გვიანობამდე შევძლებ ძილს. ტანზე საღამურები ჩავიცვი და დავწექი. მალევე კი მთელი დღის დაღლილს ჩამეძინა.________________
ესეც ახალი მოთხრობა💚თუ მოგეწონათ იმედია შემდეგი თავებიც მოგეწობათ💚💜შევეცდები ყოველ დღე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც დავდო💚❤V&C💜მიყვარხართ ყველა💚😘💜
568 words
YOU ARE READING
•On The Brink•
FanfictionHarry Styles Georgian fanfiction. •The beginning•-24/8/19 •the end•-26/4/20