ჩემი სახელია ირისი.

2.3K 110 24
                                    

პროლოგი

Ops! Esta imagem não segue nossas diretrizes de conteúdo. Para continuar a publicação, tente removê-la ou carregar outra.

პროლოგი.

ყვითელი ლიმონის სურნელება,

ხასხასა ნარინჯისფერი ფორთოხლები.

ცოტა კენკრა, ხასხასა წითელი.

უფრო ციტრუსი,
მანდარინი, ბერგამოტი და ყველაფერი უფრო მჟავე, ვიდრე ტკბილი.
იასამნისფერი შუქები, არეული ვარდისფერში,
ესთეთიკური, როგორც ყოველთვის.
ოთახის ყველა კუთხეში,
ახალი ფორთოხლები,
მანდარინები,
ლიმონები..
და ყველაფერი ერთად, მთლიანად ქმნიდა ყვითელს, ნარინჯისფერში.
მე მაშინ დავიბადე,
როცა ყველაფერი აყვავებას იწყებდა,
აღორძინების აპრილში, სურნელოვან, ხანდახან სუსხიან და ცვალებად აპრილში.
ზუსტად მაშინ როცა, 
თუ კანზე ფერად, თხელ და ნაზ მოსასხამს არ მოიცვამდით, კანზე მცენარეებივით ამოგივიდოდათ ჟრუანტელი, გრილი ჰაერის გამო.
აპრილი შესანიშნავი გამოღვიძებაა, ღრმა ძილის შემდგომ,
ხასხასა ფორთოხლებში და გახარებული, ჭკნობადი, ფერადი ყვავილების სასიხარულო კივილში, არაფერი იქნებოდა უფრო სრულყოფილად ტკბილი, არამედ ცოტათი მჟავე.
ზაფხულის საღამოა,
თეთრი ფანჯრიდან, სახეში ქარი მიბერავს და სიცხისგან გადაღლილ სხეულს, ელამუნება.
თვალებს ვხუჭავ, ჩემს საწერ მაგიდაზე, ფურცლები, ფანქრები, წიგნები და უამრავი საბავშვო ნივთი დევს,
იქვე კი,
მანდარინები.
თხელი მაისურით ვზივარ და ჩემი ლეპტოპიდან მომავალ ტკბილ ხმას ვუსმენ, რომელიც მთელ ოთახს მუსიკალური ჰანგებით ავსებს.
ოთახის ავეჯი ისეთივე თეთრია, როგორიც ჩემი მაისური.
იატაკის კუთხეებში კი, იისფერი, ვარდისფერი და  ნარინჯისფერი პატარა სანათები მიყოლებით აწყვია,
ყველაზე მთავარი წყაროები, რომლებიც ამ ოთახს უცნაურს ხდიან.
ფუტკრები ყვავილებზე და ნექტართან ერთად არეული შხამი, ცოტათი მწარე,
აი რა წამომიდგება თავში პირველად, როცა თვალებს ვხუჭავ.
მე მეძახიან ბის,
ფუტკარს, რომელიც შესაფერის დროს დაიბადა და ყველაფერს ეტანება, რაც ფერადი, ბრჭყვიალა და ეგზოტიკურია.
ფრანგული წარმოშობის ოჯახიდან ვარ,
სახლი სადაც ვცხოვრობ, ყველაზე მყუდრო ნაგებობაა დედამიწაზე.
სახლის პირდაპირ, ლამაზად მოვლილი გაზონები და მათი პატრონების ჩამწკვრივებული სახლები ერთ რიგად არიან ჩაყოლებაზე.
ყველა მათგანში საღამოსთვის სასიამოვნოდ დამახასიათებელი ყვითელი შუქები ანთია.
ვიწყო ტროტუარები, სახლების გასწვრივ, ლამპიონებით.
ტიპიური ამერიკა,
თუმცა უფრო მშვიდი და წყნარი სამეზობლო გვაქვს.
ეს ქალაქი მაიამია, ყველაზე ცხელი, ექსტრემალური, ტალღების გროვაში ახლართული მაიამი.
ჩემი ლეპტოპიდან ფრანგული "LA VIE ON ROSE"-ის ტკბილი ქავერი ისმის.
ფორთოხლები,
მანდარინები..
თითქოს ყველაფერს სძინავს.
თვალებს ვახელ.
ამ დროს კი, ჩემი ოთახის ფანჯრიდან, ჩვენი სახლის გვერდით მდგარ სახლში შუქი ინთება.
იმ ოთახში, რომელიც ჩემი საძინებლის მოპირდაპირეა.
შეიძლება ითქვას, რომ აქ სახლები მართლაც ძალიან ახლოს დგას, იმდენად, რომ ჩვეულებრივად შეიძლება გაგება, ხმების გაცვლა.
ოთახი, სადაც შუქი ინთება ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც ჩემი დაბადების წამიდან ვიცნობ.
ჩვენი მეზობლები, სლოვაკური წარმოშობის ოჯახია.
ადამიანი, რომელიც ამ ოთახს ფლობს, ზუსტად იმ დღეს დაიბადა, რა დღესაც მე, ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ზუსტად ერთ პალატაში გავატარეთ ჩვენი სიცოცხლის პირველი დღეები ერთად, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან პატარებმა და სათუთებმა.
მას შემდეგ, ბევრი ბავშვობის ფოტო და ტკბილი მოგონება დაგვიგროვდა,
მე
და
მას.
თმა აჩეჩილი აქვს, მის განიერ ფანჯარაში სანამ ბოლომდე ჩაივლიდეს, ვამჩნევ დაღლილ სახეს, მაგრამ მაინც ნასიამოვნებ გამომეტყველებას.
მისი
სახელია
იანი,

Honeybee. Onde histórias criam vida. Descubra agora