Neon vibes.

627 67 14
                                    

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou mettre en ligne une autre image.

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou mettre en ligne une autre image.

მანქანას გრძელ მაგისტრალზე მიაქროლებს, ყოველ მკვეთრ მოძრაობაზე სხეულს ხან ერთ რკინას ვარტყამ, ხან მეორეს

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou mettre en ligne une autre image.

მანქანას გრძელ მაგისტრალზე მიაქროლებს, ყოველ მკვეთრ მოძრაობაზე სხეულს ხან ერთ რკინას ვარტყამ, ხან მეორეს.
მტკივა.
ვერაფერს ვხედავ, იმდენად ბნელა.
კუთხეში მიყუჟულს, ზემოდან შავი, სქელი, პლასტმასის ნაჭერი აკრავს მანქანას. ფაქტობრივად, სერფინგის ბორდებთან ერთად ვმგზავრობ, თუ რა თქმა უნდა შეიძლება, ამას მგზავრობა ერქვას.
ორმოცი წუთის განმავლობაში, ხმას არ ვიღებ, ხელში მობილური მიჭირავს და ლოკაციის ფუნქციით ვაკვირდები, სად მივდივართ.
ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ Google Map არსებობს.
მუსიკის ხმას მთელი ქუჩები მიაქვს, Cage the elephant-ის Spiderhead მესმის და მეღიმება. არანორმალური გემოვნება აქვს.
მაიამის ცხელ დღეს, ზუსტად შეეფერება.
თუმცა, ამ მდგომარეობაში, რაშიც ვიმყოფები, ალბათ უფრო არაკომფორტულიც კი არის.
მალე ცხრა შესრულდება, მზე ჩაესვენა და ამერიკის უზარმაზარ მაგისტრალზე, თაღივით გადაშლილ ცას ნარინჯიფერი ურევია, ეს ყველაფერი იმ მცირე სივრციდან ჩანს, სადაც ეს მტკიცე პლასტმასი მანქანას ბოლომდე ვერ ეკვრის.
უიმედო კაცის გულივით, ეს პატარა დაუფარავი სივრცე ისე მევლინება, როგორც პაწაწინა საიმედო ადგილი.
რა კარგი იქნებოდა, თმაგაშლილი და წელში გასწორებული, სავარძელზე მწოლიარეს მომესმინა ეს სიმღერა.
მანქანას მკვეთრად ამუხრუჭებს და მეც მაქსიმალურად ვცდილობ ხელი მანქანის რკინას ჩავავლო.
მუსიკა იწევს, მერე კი კარის დახურვის ხმა მესმის.
-ადრე მოსულხარ.- ირონიული ტემბრი მესმის, საფარს ოდნავ უფრო ვაშორებ მანქანას, განათებები სახეზე მეცემა, რა თქმა უნდა ვერცერთი დამინახავს, მე კი მათ ზურგით ვხედავ, მხოლოდ ისინი ჩანან, მეტი არაფერი.
-არ გინდა, საქმეზე გადადი.- იანის მძიმე ტონი მესმის, შავი თხელი მაისური და შავი შორტი აცვია, თეთრ კედებთან ერთად.
ზურგით დგას, მის წინ კი, ის ადამიანი დგას, რომელიც ყველაზე მეტად არასანდოა იანის ცხოვრებისთვის.
ჯეიკი.
ირონიული ღიმილი დასთამაშებს.
ბიჭი, ვინც იანის და მისი საუბრის ჩაწერა მოახერხა, მერე კი ტეოს მასალებად ჩააბარა.
-ტეო დანებებას არ აპირებს.-
- აქ იმიტომ დამიბარე, რომ მე ეს სისულეები მომიყვე? ვერაფერს მომატყუებ ჯეიკ, ისედაც ვიცი, რომ ამ საქმეში შენნაირები სუფთად არასდროს რჩებიან.
არ მაღელვებს რა საქმეებს ხლართავ ტეოსთან ერთად, ან პირიქით, ტეოს რა გეგმებს უწყობ.
ერთ მშვენიერ დღეს, ხელმოცარული დარჩები შენი ორპირობით, არ დაგრჩება იმის შესაძლებლობა, რომ ვინმე ცნობილ ბლოგერს შეუძვრე.
მკიდია, რა მასალებს მოიპოვებ, საკმარისზე მეტი ინფორმაცია გქონდა ჩემზე, რატომღაც მიკვირს აქამდე როგორ ვერ იმოქმედე ჩემს წინააღმდეგ.- შეუჩერებლად საუბრობს, ეტყობა რომ გაღიზიანებულია.
-ჰო, ეს ცოტათი რთული საქმეა, მაგრამ ხომ იცი, რომ დამჭირდეს, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სასიკეთოდ ამ ყველაფერს.
ტეოს რაც შეეხება, ჩემს გარეშეც კარგად იცი, რომ არასდროს შეგეშვება.-
იანი ხარხარებს.
-შანსი არ გაუშვა, ჯეიკ.
ნუთუ ასეთი სულელი გგონივარ?
არ დაგემუქრები, არც დაგაშანტაჟებ, ამად არ ღირხარ. საკუთარ თავს შენვე იგდებ საფრთხეში, ჩემთან ბრძოლით.
თუ კი შენ ჩემს შესახებ ინფორმაციებს ფლობ, როგორ ფიქრობ, მე ვერ ვხვდები რატომ არ აქვეყნებ თვითონ?
იმიტომ რომ ჩემი გეშინია.
იცი, რომ შენივე ნეხვში ჩაგახრჩობ.
ყველა პატარა დეტალს შენს შესაღებ, ზუსტად რომ შენს წინააღმდეგ გამოვიყენებ,
შენგან არაფერი დარჩება.- მისკენ ოდნავ იწევს.
ჯეიკს სახის გამომეტყველება მაშინვე ეცვლება.
-დრო როცა მოვა, ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემ, ნოვაკ.-
-არა, არა.. იქნებ, ყველა ინფორმაცია ჩემს შესახებ უბრალოდ დაკარგე?- ხმაში ხელოვნურ დაეჭვებას ვგრძნობ.
ჰო, მართალია.
ის ინფორმაციები ხომ მე გავანადგურე.
მაგრამ, იქნებ ამის გარდა კიდევ აქვს რამე ჯეიკს?
-ორი ვარიანტია ჯეიკ, ან უბრალოდ დაკარგე და ვერ აქყვენებ, ან კი საკუთარ ტყავს უფრთხილდები და ჩუმად ყოფნას არჩევ.
ვიცი, ერთ დღეს კუდს აუცილებლად გამოაჩენ, მაგრამ მინდა გითხრა, ჩემთან ერთად შენს არალეგალურ ინფორმაციებსაც აეხდება ფარდა.
ჩემთან ერთად ჩაგიყოლებ, ჯეიკ..- უცინის, ჯეიკს კი ნერვები აღარ ჰყოფნის.
დარწმუნებული არ ვარ, რომ იმ ინფორმაციის ასლებს ჯეიკი აღარ ინახავს.
მართალია, გავანადგურე მაგრამ, იქნებ ასლები კიდევ აქვს?
ან იქნებ მართლაც თავის ბედს უფრთხილდება..
-შენთან საქმეს აღარ გავხსნი ჯეიკ.
რამდენჯერაც არ უნდა დარეკო, გირჩევ აღარ დამაშანტაჟო.
კარგს არაფერს მოიტანს.
ფულს რაც შეეხება, ძველ პარტნიორებს ვერ დავივიწყებ, მეგობრულ რჩევას მოგცემ, შეგიძლია ტეოს მოთხოვო ფული,
სიამოვნებით გადაგიხდის ნაგავი საქმეების გახსნისთვის.
გადაეცი, მისთვის უკეთესი იქნება, თუ თავს დამანებებს, მეც და ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხს, თორემ დავივიწყებ, რომ ვცოცხლობ და დასაკარგიც აღარაფერი მექნება,
თუ ჩემთან ბრძოლას აპირებს, სჯობს ჩემს წრეს თავი დაანებოს, თორემ საკუთარ სიცოცხლეს არაფრით გავუფრთხილდები და კარგიც არაფერი მოხდება.-
ტრიალდება, მხოლოდ გაცეცხლებული ჯეიკი ჩანს.
იანი მანქანაში ჯდება.
ამ ხნის განმავლობაში, ერთ მიყრუებულ ადგილას ვიყავით.
ჯეიკთან ამ საქმეზე მობილურში ვერ ისაუბრებდა.
ჰო, ამ ხნის განმავლობაში იანის უზარმაზარი პიკაპის ბაგაჟში ვიჯექი.
საღამო იყო, როცა იანის ხმამაღალი ყვირილი გავიგე თავისი ოთახიდან, გავიგე ჯეიკის სახელი, ისიც, რომ მასთან შეხვედრას აპირებდა.
გავცეცხლდი, გულმა ვერ მომითმინა.
ვიცი, რომ ეს ყველაფერი ბოლოს არანორმალურად არასწორ წერტილამდე მიმიყვანს, ვიცი, რომ იანი უამრავ კითხვას დამისვამს, მე კი ისე როგორც მუნჯი ვერაფერს ვეტყვი.
ისევ მისი მოტყუება მომიწევს, ათასი სისულელით გამოვუჭედავ ტვინს და მაინც არ დამიჯერებს ბოლომდე.
მის ეზოში გადავედი, პიკაპის თავზე დახურული ნაჭერი ავაღე და ბაგაჟში ჩავჯექი.
ცოტა ხნის მერე სახლიდან გამოვიდა, იმდენად დაღლილი ჩანდა ყველაფრისგან, რომ ვერაფერი შეამჩნია, თუმცა, ძალიან ენერგიულ ფორმაშიც ვერ შემამჩნევდა ვინმე, ისე ჩავიმალე.
აქ იმიტომ გამოვყევი, რომ მეგონა იანი ჯეიკს კიდევ ენდობოდა.
მეგონა, რომ კიდევ საფრთხეში ჩაიგდებდა თავს ჯეიკთან საქმეებით, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ძვირფასი მეზობელი ზედმეტად ბევრს ფიქრობს ღამით.
მგონი იმდენად სწრაფად მოქმედებს მისი გონება, რომ მე ადევნებას ვერ ვასწრებ.
როგორ უთხრა ჯეიკს?
პარტნიორებს არ ვივიწყებო..
მეგობრები ხომ ძალიან კარგად შემოიგდო გონების დასალიევში და აღარც აპირებს ამ ნაწილთან მეორედ გაკარებას?!
ბრაზს ვგრძნობ, მაგრამ შედარებით მაინც მშვიდად ვარ, რადგან უკვე ვიცი, ჯეიკი ჩამოიშორა.
რამდენად სუფთად გააკეთა ეს, დაუდგენელია, მაგრამ დროებით არაფერი გაჟონავს, დარწმუნებული ვარ.
დღეს ხომ ასე ძალიან უფრთხილდება ყველა საკუთარ თავს.
ძველი იანი გამახსენდა, როცა ჯეიკს უთხრა, ჩემს წრეს შეეშვას, თორემ საკუთარ სიცოცხლეს არ გავუფრთხილდებიო.
ასეთი იყო, ბავშვობაში მილიონ ხუმრობას გეტყოდა შენზე, თითქოს დაგცინოდა, მაგრამ როგორც კი სადმე დაეცემოდი შენსკენ გამორბოდა და გეკითხებოდა როგორ იყავი, წამოგაყენებდა და იმდენად სერიოზულად აკეთებდა ამას, რომ ვერავინ იჯერებდა, ასეთი მრავალფეროვანი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო იგი.
მეტს არც არაფერს ველოდით მისგან, როგორიც არის, ისეთივე მრავალფერი ცხოვრება აქვს.
ჰო, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ვაკოცეთ?
მე თვითონაც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ერთმანეთს შევხედოთ თვალებში.
წარმოდგენა არ მაქვს, რას ფიქრობს ჩემზე, ნანობს თუ არა იმას რაც გააკეთა.
დაძინებისას ვფიქრობ, რომ იმ კოცნისას ჩვენს შორის ის მეგობრობაც დაინგრა, რაც დაგვრჩენოდა.
მაგრამ დილით, ვფიქრობ, რომ მისთვის ვიღაცის კოცნა ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც მის ექაუნთზე დამატებული, ას მემილიონე ფოლოვერი.
უამრავი გოგო აკრავს.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეც მის ცხოვრებაში როგორც გოგო ისე ვითვლები, იმიტომ რომ კოცნა ჩემთვის არ ნიშნავს უმნიშვნელო დეტალს.
მისთვის კი ასეა, დარწმუნებული ვარ, უამრავისთვის უკოცნია.
უამრავი ჭორი, იანისა და სხვა ცნობილი მოდელების, ბლოგერების რომანებზე.
იანს ისეთი ვლოგებიც აქვს, სადაც სხვა გოგონებს კოცნის, მათთან ერთად ფართის აწყობს და სხვა უამრავი დეტალი ჩანს მის ვიდეოებში.
ხალხს სხვისი ცხოვრების და დღეების ყურება სიამოვნებს, იმიტომ რომ კარგია, როცა თვალი რამე უფრო მხიარულ და მიუწვდომელ რუტინას აედევნება.
იმას, რაც არ გაქვს.
არ ვიცი, ახლა თუ შემამჩნევს რა მოხდება.
სიკვდილამდე მრცხვენია მისი, კოცნის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინიციატივით მოხდა, მაინც მე ვგრძნობ სირცხვილს.
მაგრამ ისიც არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობს, რას გრძნობს.
ეს მისთვის მცირე დეტალი, ჩემთვის ერთი დიდი გარდაქმნა აღმოჩნდა.
გადავწყვიტე მისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ არ გამომივიდა.
კვირის განმავლობაში სახლიდან არ გავდიოდი, ჩავიკეტე და ტვინი უამრავი უაზრო ფიქრით გამოვიტენე.
მასთან შეხვედრას ვერიდებოდი, ფანჯარაშიც კი არ მომიკრავს თვალი იმის გამო, რომ ისევ არ მეგრძნო იგივე სირცხვილი, სასოწარკვეთა.
ბოლოს, იმდენი ვიფიქრე, მივხვდი, რომ ეს კოცნა ისევე არაფერს წარმოადგენს იანისთვის, როგორც
მე
და
ჩვენი ძველი მეგობრობა.
ვწუხვარ, ის რომ ვეღარ არ არის, ვინც იყო.
იქნებ ამის საჭიროება აღარც არის, რომ ისეთივე ყოფილიყო.
ამიტომაც გაეხვა მსგავს საქმეებში, პოპულარულობას მარტო კარგი არ მოუტანია მისთვის.
დედაჩემი ოთახში შემოდიოდა, ახსნა-განმარტებებს მთხოვდა, რა მოხდა იანთან, რატომ მავლებს ხელს და მივყავარ ცალკე ამ ბოლო დროებში,
რაზე მელაპარაკება იგი, რატომ იჩენს ყურადღებას და ა.შ..
ყოველთვის ვიცოდი, რომ იანის პერსონა მოსწონდა, ცდილობდა ჩვენ ორი რაიმე გზით ერთმანეთთან დავეკავშირებინეთ.
ამ წლების განმავლობაში ვერაფერი გამოუვიდა, მაგრამ სამაგიეროდ ეს მცირე იანის გამოხტომები ლორას ინტერესის გასაღვიძებლად საკმარისი აღმოჩნდა.
რომ იცოდეს, რომ ბიჭმა ხვეულებით, იმ ეზოში მორბენალმა ბიჭმა, ვისთანაც ოდესღაც ვმეგობრობდი მაკოცა,
დაბნეულობისგან და სიხარულისგან გული წაუვა.
ჩემს შემთხვევაში კი სხვანაირადაა,
მალე სირცხვილი ჩამიტანს მიწაში.
მანქანა ისევ მაგისტრალზე მიჰქრის, მობილური ურეკავს.
-გისმენ.-
-იან, სად ხარ, დღეს გელოდებოდი..- ტელეფონი მანქანაში, სპიკერზე აქვს ჩართული, ეს ხმა მეცნობა.
-ქეით არ მცალია, სხვა დროს იყოს კარგი?- ყველაფრის მიუხედავად ცდილობს მოთმინება შეინარჩუნოს.
ჰო, ძვირფასი ქეითი, ისევ იანს მოუკაკუნა კარზე, სხვას ვერავის ეგუება, როგორც ჩანს.
-გაფრთხილებ, მე მეორედ დარეკვას აღარ ვაპირებ.- გაბრაზებული ტონით ყურმილს რთავს.
-ჰო, მჯერა.- ამბობს იანი ხმადაბლა.
ირგვლივ მანქანები არ მოძრაობს, უფრო შებინდდა, პატარა სივრციდან ვხედავ, სანაპირო ზოლს მივუყვებით.
ღრუბლები ნელა გადადიან ჩვენს უკან და ზღვის ჰორიზონტზეც ლურჯი ნარინჯისფერში ისადგურებს.
მეღიმება.
მოულოდნელად მანქანას აჩერებს,
გული შიშისგან ამითამაშდა.
მგონია, რომ სადაცაა ამ სქელ ფარდას ბაგაჟს ახდის,
მაშინ როცა აქ ვჯდებოდი, ვიცოდი რომ ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა გული სხვანაირად ცემს, არ მინდა კატასავით მწოლიარე აქ დავხვდე, თითქოს მასზე რამე საიდუმლო ინფორმაციებს ვაგროვებ, რომ შემდეგ ბოროტად გამოვიყენო.
რა იცი, იქნებ ასეც ფიქრობს ჩემზე.
მესმის, კარს ხურავს, მერე კი ტალღების ხმა და ოკეანის სურნელი გრძნობათა ორგანოებს ედება,
სანაპიროზე ვართ.
ზღვაზე რა ჯანდაბა უნდა?!
თანაც, მისი აზრით მარტო.
წუთი გადის და ვხვდები არ აპირებს ბაგაჟისთვის თავის მოხდას.
მოსვენებით ჩავისუნთქავ.
ნაჭერს უფრო ფართოდ ვაძრობ და ზურგით ვხედავ იანს, რომელიც მაისურს იხდის და ოკეანეში ეშვება.
სლოვაკი ბიჭი ძლიერად იქნევს მხრებს და ვიცი ეს ახლა მისთვის წამალივითაა.
ვერაფერი მოარჩენს მას ისე, როგორც ოკეანე.
როცა სახლში ეჩხუბებოდნენ, სანაპიროზე გარბოდა და იქ საათობით რჩებოდა.
ცურავდა, მანამდე სანამ არ დაიღლებოდა მისი სხეულიც ისე, როგორც მისივე პიროვნება.
ახლაც ასეა.
ირგვლივ არავინაა, ვინც მას გაუგებს.
მხოლოდ ზღვას და ცას ესმის, როგორია.
ისე სწრაფად მიცურავს, ცოტათი მეშინია კიდეც.
მისი გაბრაზება როგორც ცეცხლი ისე მოსჩანს მის სახეზე და მოძრაობებზე, ხოლო ყველაფერ ამას, ზღვის თბილი ტალღები აქარწყლებს.
იცის, რა მოუტანს სიმშვიდეს.
ისევ ძველი იანი მახსენდება, ეს ჩვეულება ჯერ კიდევ არ დავიწყებია.
მიხარია, ასე თუ მოხდა.
მეტს ვერ ვუძლებ, ნაჭერს ვაშორებ მანქანას და გადავდივარ.
ქვიშიან სანაპიროზე მივაბიჯებ და სიმართლე ვთქვა არ მაღელვებს, რას იფიქრებს, როცა აქ მნახავს.
თეთრ, მოკლე კაბას ქარი აფრიალებს.
საიდან ამდენი გამბედაობა?
ამ საღამომ ხომ არ მომცა ის იმედი, რომ მის თვალებს უფრო ნაკლები სირცხვილით შეეგებებიან ჩემები,
რომ ამ საღამოს უფრო მშვიდად შეიძლება დავიძინო.
რომ აფორიაქება მოვაშორო სხეულს, რადგან ეს მეზიზღება.
ამდენი ფიქრი,
უკვე ძალიან მღლის და ახლა თითქოს მესმის მისი.
მას იმაზე მეტი ფიქრი აწუხებს, ვიდრე მე.
-ყველაფერი ჯოჯოხეთსაც წაუღია!- მესმის როგორ ყვირის ბოლო ხმაზე.
ბრაზს ასე ინელებს.
იგინება კიდეც.
ნაპირთან ვზივარ და ვუყურებ,
როგორ დააპირებს უკან წამოსვლას.
რატომ გამოვყევი?
იმიტომ, რომ მაინტერესებდა როგორ იყო.
ყველაფერი მაინტერესებდა, რაც მის ირგვლივ იყო ამჟამად.
ნაპირთან სანამ გამოცურავდეს, ვგრძნობ რომ შემამჩნია, მაგრამ სიბნელის გამო ვერ არჩევს, ვინ შეიძლება იჯდეს სანაპიროზე, ამ უკაცრიელ ადგილას მასთან ახლოს.
წყლიდან როგორც კი ამოდის, სახეზე დაბნეულობა და გაოცება აწერია.
მე აქ ყველაზე ნაკლებად მელოდა მთელ სამყაროში.
ერთხანს მიყურებს, მაკვირდება, სახე ულაგდება.
ის დაწყევლილი მომენტი მახსენდება, ჩემსკენ ელვის სისწრაფით რომ დაიხარა და წამში გონება ყირაზე დამიყენა.
ჟრუანტელი მივლის ამის გახსენებაზე.
ჩემს გვერდით ჯდება.
-გამარჯობა.- ვამბობ ხმადაბლა.
მესმის როგორ ჩაიცინებს.
-კონკიამ გადაწყვიტა ოთახიდან გამოსულიყო. საინტერესოა, აქ მოსვლა როგორ მოახერხე, უკან დამყვები?- წყლის წვეთებს სახიდან იშორებს, გრძელი თმიდან კი წვეთები მხრებზე ეცემა.
მანამდე მის დეტალებს და პროფილს ვაკვირდები, მერე კი წამოსწროლილ სიტყვებს რაზეც პასუხი არასდროს მაქვს.
-შენს მანქანაში ვიჯექი.- ვეუბნები აუღელვებლად, თან სანაპიროს გავხედავ.
-რა?!- მის დაღლილ ხმაში სიცილი მაინც ურევია.
-გინდა მითხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად იმგზავრე?- სასოწარკვეთილია.
-ჰო.-
-მართლა ვერ ვხვდები ბი, რის მიღწევას ცდილობ?- თავს აქეთ-იქეთ აქნევს.
-მე უბრალოდ გამოგყევი.
საინტერესო სერფბორდები გაქვს.- პასუხს ისევ მშვიდად ვუბრუნებ და ამას აშკარად შეჩვეული არ არის.
-ირის, ბოლოჯერ გეკითხები, რას აკეთებდი ჩემს მანქანაში?- მკაცრი გამომეტყველებით მაშტერდება და ბრაზი თავიდან უვლის.
-შენზე საიდუმლო ინფორმაციებს ვაგროვებდი, მერე ბოროტად რომ გამოვიყენო.- არ ვიცი, მისი გაღიზიანება რატომ გადავწყვიტე.
ღრმად ისუნთქავს.
-ჯეიკთან საუბარი მოისმინე არა?-
-კი.-
-ჯანდაბა, რატომ ჩაჯექი იმ წყეულ მანქანაში?- ბოლო ხმაზე ღრიალებს და ფეხზე დგება.
ინსტიქტურად ვხტები, შიშისგან.
-იმიტომ, რომ მაინტერესებდა რა საქმე გქონდა ჯეიკთან!- ფეხზე ამჯერად მეც ვდგები და ვუყვირი.
ეჭვები იპყრობს.
-შენ ამდენი საიდან იცი ჯეიკის შესახებ?- ჰო, აი აქ უკვე აღარ ვიცი რა ვუპასუხო.
-იმ დღეს, სახლის უკანა ეზოში შემთხვევით რომ მოვკარი ყური თქვენს საუბარს, აქედან ვიცი.- სათქმელს ძლივს ვუყრი თავს.
-და საკმარისი აღმოჩნდა ეს იმისთვის, რომ უკან გამომყოლოდი, შენთვის სრულიად უცხო ადგილას?
რა იცოდი, რომ ჯეიკთან ვაპირებდი შეხვედრას? ოთახიდან მისმენ არა?-
-მსგავს ხალხთან რატომ იჭერ კავშირს იან?- ვბრაზდები.
-შენ როდიდან გაღელვებს მე ვისთან დავიჭერ კავშირს ჩემს ცხოვრებაში?- მაშინვე ახალ კითხვას მიგდებს.
-შენ რატომ ცდილობ რომ ტეო ჩამომაცილო, შენ როდიდან გაღელვებ?!- ორივე ვყვირით, თავს ვეღარ ვერევი.
-მე ვცდილობ რომ ყველა, ვინც ჩემს გვერდით არის უსაფრთხოდ იყოს, მათ შორის შენც.
შენ კი სულელივით იმ ნაბი****ის ესემესებს იღებ და პაემანზეც კი ეთანხმები, როცა იცი, რომ შეიძლება გიყენებდეს.-
'შეიძლება მიყენებდეს?' ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იან ნოვაკის გონებამ იმ საუბრის შემდგომ, წამით მაინც დაუშვა იმის ალბათობა, რომ შესაძლებელი იყო მეორე მხარე გამართლებულიყო და ვიღაცას მართლა მოვწონებოდი, თუნდაც ტეოს?
-თუ კი იმაზე ფიქრობ, მე საფრთხეში ვარ თუ არა, მაშინ მეც მაქვს რაღაც უფლება ვიცოდე შენ რა გელის.
იმ საუბარში მოვისმინე რომ ჯეიკი ბინძურ საქმეებში გეხმარებოდა და ვიცოდი არც არაფერს მოგიტანდა კარგს, თუ არა საფრთხეს.
არ მაქვს უფლება რომ თუ შემეძლება რამით დაგეხმარო მაინც?-
ხელები წელზე აქვს, თავს სიცილით აქნევს, მგონი ჯერ ვერც დაუჯერებია აქ რომ ვარ.
-წარმოდგენაც არ გაქვს, რა არეულობაა იყო ჩემს ადგილას და ცხოვრობდე ჩემი ცხოვრებით.
ცხვირს ნუ ყოფ იმაში რაც არ იცი.
მხოლოდ შენს გამო არ ვღელავ ირის, მე ყველა ადამიანზე მიწევს ფიქრი, ვინც გვერდით მაინც ჩამივლის.
იცი ეს რას უდრის?!- გიჟივით იქნევს ხელებს და ახლა ვგრძნობ, ტალღებზე მეტად ამ ყველაფერზე საუბარი დააწყნარებს მის აღელვებას,
იმ ყველაფრის ვინმესთვის მოყოლა, რაც წლების განმავლობაში გულში დაიგროვა.
-დავიღალე ყველაფერზე ფიქრით, ყველა დეტალის გათვლით, მუდმივ აღელვებაში ცხოვრებით.
მრავალფეროვან ცხოვრებას მხოლოდ კარგი არ მოაქვს,
ეს ერთი დიდი ჯოჯოხეთია და ან ამაში მოვკვდები, ან ძალიან დიდი მარცხით დავიხევ უკან.- ერთი ამოსუნთქვით აყრის და ცოტათი მშვიდდება კიდეც.
-იმიტომ გამოგყევი, რომ ვღელავ.
ჩემს მეგობრებზე, თუნდაც ყოფილებზე მაინც ვღელავ და ყოველთვის ვეცდები მათ ავარიდო საფრთხე.
იმიტომ გისმენდით, რომ არანაირი დეტალი არ გამომრჩენოდა.
იმიტომ წამოგყევი, რომ ვფიქრობდი ვერ გაიგებდი რამდენად ბოროტულად იყენებს ჯეიკი შენთან თანამშრომლობას,
მინდოდა ზურგში ჩამერტყა და მეყვირა შენთვის, რომ დაგენებებინა თავი, რომ საკუთარი თავი სხვა, ნაგავი ხალხის გამო საფრთხეში არ ჩაგეგდო.
ამიტომაც გამოგყევი,
ამიტომაც მოვისმინე შენი საუბარი ფანჯრიდან და გადავწყვიტე რომ გამომეფხიზლებინე, თუმცა როგორც ჩანს, შენი გონება ამდენი ფიქრით ძალიან განვითარებულია,
ყველაფერი უკვე მშვენივრად იცი და გულწრფელად გეტყვი, მიხარია ამის გამო.-
მშვიდად ვუყვები.
გაფაციცებით მისმენს და ყურებს ვერ უჯერებს.
რატომღაც სირცხვილი სრულიად დამავიწყდა ამ საუბარში, ისიც რომ ახლა წელს ზევით შიშველი დგას.
არაფერს ამბობს, ჩუმადაა.
-დამიჯერე,
მესმის, რომ დაიღალე.
მესმის, რომ აღარ შეგიძლია, მაგრამ ყველაფერს აქვს შანსი, ყველა დეტალს, კარგად დამთავრებისა.
ამიტომ ნუ დანებდები.-
ვგრძნობ, რომ ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ელოდა ამ სიტყვებს ვინმესგან, რადგან არავინ ჰყავს მას, ვინც ასე ესაუბრება. ყველას ჰგონია, რომ სამუდამო სიძლიერე აქვს და არასდროს იღლება.
არა და,
მე ხომ ვამჩნევ ამ გაშავებულ თვალებს.
ყველაზე ნაკლებად ელოდა ამ სიტყვებს,
განსაკუთრებით ჩემგან.
ფიქრობს, რომ არაფრად ვაგდებ და მის კონკურენტთან რაღაც მაკავშირებს, რის განადგურებასაც ცდილობს, მაგრამ, ყოველივე ის რასაც ვეუბნები, სულ სხვა რამეს უმტკიცებს.
ამის გამო დუმს ასე ძალიან.

-ტეო ისევ გწერს?- დუმილს არღვევს, ხმადაბლა მეკითხება.
არ ვიცი რატომ, მაგრამ შეუმჩნევლად მეღიმება.
-ხანდახან.-
ისე ჩაიცინებს, 'ვიცოდი'-ს მსგავსი გამომეტყველება აქვს.
-მერე, გაწუხებს?- თითქოს ორმხრივი კითხვა იყო იანისგან.
თან ჩემს უსაფრთხოებაზე ფიქრობდა, თან იმაზე, ტეოს რას ვპასუხობდი, ან კი საერთოდ რას ვფიქრობდი მის შემოთავაზებებზე.
მე ხომ გაბრაზებულმა განვუცხადე, ტეოს პაემანზე ვთანხმდები მეთქი.
ისევ ჩამეცინა.
-მესმის, რომ ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ეს მაინც მაკვირვებს.
ფიქრობ რომ ტეო სანდო არ არის, მაგრამ ჩემი საქმეა, სხვისი აქტიურობა შემაწუხებს ან მომეწონება თუ არა.
ზედმეტად პირადული საკითხია, სხვებთან რომ განვიხილო.-
ირონიულად მიცინის, აშკარად არ ესიამოვნა პასუხი.
-მეგობრობის საკითხი ჯერ კიდევ ვერ მოვაგვარეთ?- მეკითხება წამების შემდეგ.
-არ ვიცი, მოვაგვარეთ?- კითხვას მეც ღიმილით ვუბრუნებ.
-ჩემს მანქანაში მალულად ზიხარ, გაინტერესებს რა მომივა, საფრთხეში ვიქნები თუ არა,
ყოველ შეხვედრაზე ჩვენს ძველ მეგობრობას ახსენებ, ჩემს საუბრებს ისმენ და ხანდახან თურმე დამამშვიდებელი სიტყვების თქმაც შეგძლებია და გინდა მითხრა, რომ მეგობრები თუ არა, ერთმანეთისთვის ძველი ნაცნობებიც კი არ ვართ?-
დამაბნია მისმა კითხვამ, აშკარა ფაქტი დამიდო იმისა, რომ უარყოფა არ შეიძლებოდა.
-მართალი ხარ, მეგობრები თუ არა, ერთმანეთისთვის ძველი ნაცნობები მაინც ვართ.-
ვპასუხობ მშვიდად.
ოკეანის ტალღების ხმა ფონად ადევს საუბარს, მშვიდი და უკაცრიელი გარემოა.
ერთმანეთს ვუყურებთ
და
აღარ
ვიცით,
ვერ გაგვიგია,
რა დარჩა ჩვენს შორის,
აღდგენადი,
აღუდგენელი,
ან იქნებ, რამე ახალი?
გამორიცხულია, ეს ხომ იან ნოვაკია.
არასდროს დავაინტერესებ, თავს ვაქნევ ჩემივე ფიქრებზე.
ღიმილით მიყურებს, მრავლისმთქმელი ღიმილით.
-ძველ ნაცნობს შემიძლია რამე კარგი მოგონება შევუქმნა.- წლების შემდეგ თითქოს როგორც მაშინ, ისე ვამბობ ამ წინადადებას იანის მიმართულებით.
აღელვების, ბრაზის და ირონიის გარეშე, თითქოს ამ ყველა გრძნობას ჯერ კიდევ ღრმა ძილით სძინავს.
მანქანისკენ მივდივარ და წინა სავარძელზე ვჯდები.
კარს აღებს და ჩემს გვერდით თავსდება.
ისეთი სიტუაციაა, ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი.
ორივე დაღლილები ვართ, იმის თავი არ გვაქვს, ერთმანეთს ახსნა-განმარტებები მოვთხოვოთ, ირონიით ვესაუბროთ და ბრაზისგან ძარღვები ვიბეროთ.
უბრალოდ ვზივართ, მაგისტრალზე მივქრივართ, საზაფხულო სიმღერით.
თმას ქარი გვიწეწავს, იანის თმას კი აშრობს კიდეც.
მის სახეს ოდნავი, მშვიდი და ნასიამოვნები ღიმილი დაჰკრავს.
აღარ ბრაზობს
და
მე
ეს
მაოცებს.
ნუთუ ჩემთან საუბარმა დაამშვიდა?
თუ უბრალოდ ოკეანის ეფექტია ყველაფერი.
მოჩვენებები დამეწყო, მის პროფილს თვალს ვაშორებ და ფანჯარაში ვიყურები.
წუთები ისე გადის, არცერთი არაფერს ვამბობთ.
არც გვაწუხებს, რადგან სიჩუმე დავიმსახურეთ.
იმ მაღაზიას ვლანდავ, წლების წინ, ბავშვობაში რომ შევდიოდით ხოლმე.
-გააჩერე.- წამოვიყვირებ.
-რა მოხდა?- მიყურებს გაკვირვებული და მანქანას აჩერებს.
-ერთი წუთით დამელოდე.- ვაყრი სწრაფად, მას ბოლოჯერ ვუყურებ, ღვედს ვიხსნი და მაღაზიისკენ გავრბივარ.
ნეონისებრ ფერებში, ჰაერში რომ გაფანტულა, მაღაზიის განათების გამო, იმ ძველ მოგონებებში ვიძირები,
მე და იანს რომ გვაკავშირებს.
ეს მაღაზია ჩვენს სახლებთან ახლოს იდგა, სკოლიდან დაბრუნებულები, მე, ვინუსი, იანი და კლერი
ნაყინებს ვყიდულობდით.
მაშინ გაცილებით ახალგაზრდა იყო როუზი, ნაყინებს თვითონ ამზადებდა და ყიდდა.
-გამარჯობა როუზ, ორი შოკოლადის ნაყინი, თუ შეიძლება.- ბავშვური სიხარული მივსებს გულს.
რა მემართება?!
-გამარჯობა ირის, რამდენი ხანია რაც არ გამოჩენილხარ.- ქალი თბილად მიღიმის და ნაყინის ჩამოსხმას იწყებს, ვაფლში.
-მაპატიე, იმედი მაქვს, მომავალში უფრო ხშირად შემოვალ.- ფულს დახლზე ვუყრი, ნაყინებს ხელებიდან ვართმევ და გავრბივარ.
როუზი ალბათ იმაზე იფიქრებს, თუ ჩემი სიტყვები რას უნდა ნიშნავდეს.
მანქანაში ღიმილით ვჯდები.
იანი გაოცებული მომჩერებია, ოდნავი ღიმილით.
-ძველი ნაცნობები ახალ მოგონებებს ასე ქმნიან?- მეკითხება და ნაყინს მართმევს.
-ალბათ..- მხრებს ვიჩეჩავ.
ვიცი, რომ ხვალ როცა გავიღვიძებ, ყველაფერი რეალურობას დაუბრუნდება და ეს დღე სიზმარივით ჩაივლის.
მართალია მეშინია,
მართალია სრულებითაც არ მინდა რომ ასე მოხდეს, მაგრამ ყველაფერთან გვიწევს შეგუება.
მანქანა ჩემს სახლთან ჩერდება.
ღვედს ვიხსნი და მისკენ ვიხედები.
მიყურებს და თან მსწავლობსო, ისე გამოსდის.
ტანში აღელვების ტალღა მივლის და მერე ჟრუანტელს ვგრძნობ.
თურმე რა პატარა სივრცეში გვიმგზავრია, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?!
ჰო..
ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდება.
კანი მეშლება და მცხელა.
მიყურებს და არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა.
ის წყეული მომენტი მიდგება თვალწინ და ამ მანქანიდან გადახტომას მანდომებს.
-კიდევ ერთ არეულობას ვერ აიტან ბი.-
წარბებს ვკრავ.
-არც მეგობრები და არც ძველი ნაცნობები არ კოცნიან ხოლმე.
შესაძლოა ითქვას, რომ ისინი კოცნის შემდეგ სირცხვილის გამო იმალებიან.
ამას თუ კიდევ ერთხელ გავაკეთებ,
მერე სამუდამოდ დამემალები.
აკოცო და მიატოვო, ნიშნავს სიკვდილს.
მე სიცოცხლეს ვირჩევ.- მეუბნება სრული სერიოზულობით.
გული გამალებით მიცემს, მანქანის კარს ვაღებ და ვხტები.
-ნახვამდის, იან.- სწრაფად ვაძახებ.
რაც შეიძლება ჩქარი ნაბიჯებით გავრბივარ სახლისკენ და მისი ნაწილიც ვხდები.
რა უნდა ვიფიქრო?!
რომ ორივე მკვლელები ვართ?
თუ მხოლოდ მე?
ერთი რამ ვიცოდი,
დღეს ყველაფერი უფრო მეტად აირია, ძველ ნაცნობებს შორის
და
მე
ეს მაშინებს.

——-
I am back, guys.
გელით!
OA.

Honeybee. Où les histoires vivent. Découvrez maintenant