2. ჩუპაჩუფსი

82 10 20
                                    

-აჰ, გამოუსწორებელი ნაბიჭვარი- ჩაიჩურჩულა მასწავლებელმა მე კი სიცილი ამიტყდა
___

გაკვეთილზე ვზივარ და ვერ ვისვენებ, სულ ვწრიალებ და ვმოძრაობ. ალბათ მასწავლებელიც შეაწუხა ჩემმა მოუსვენრობამ და მოთმინებადაკარგულმა დაიყვირა

-ვინ მოძრაობს მანდ გამუდმებით?!
-დედამიწა მას-არ დავაყოვნე პასუხი
-ვინ თქვა ეს?! - უფრო გამწარდა და უკვე კივილზე გადადიოდა
-გალილეო გალილეიმ-ღიმილით ვუპასუხე

-ნიტა! -გაცხარებულმა დაიყვირა
-გისმენთ მასწ-ღიმილით ვუპასუხე
-ახლავე გარეთ გაბრძანდით!
-გარეთ არავინაა მას, მოვიწყენ.
-თქვენი აზრით მაგით დაინტერესებული ვარ?
-გარეთ წვიმს
-გაბრძანდი, თორემ დირექტორთან გაგგზავნი
-გამგზავნი რა, ამანათი კიარა ვარ. გარეთ ცივა-არ ვთმობდი ჩემს პოზიციას

მასწავლებელი უკვე ჩემსკენ იყო წამოსული, რომ კარი გაიღო და ჰარიმ თავი შემოყო

-ამ, მშვიდობაა?
-მშვიდობა არ მოგაკლოს ღმერთმა. შემოი ძამია დაჯექი ერთი-ორი ჭიქა დაგვილიე, უარს არ მივიღებ-ვეუბნები და სიცილით ვკვდები. ჰარისაც ეღიმებოდა და ცდილობდა ეს ფაქტი დაემალა

-მისტერ სტაილს, ამის თავხედობას საზღვარი არააქვს
-საზღვარი არ მაქვს რა-აი აქ კი გავიჭედე
-კომუნისტური რუსეთი კიარახარ- შემეშველა ჰარი-ახლა კი ქალბატონ ჟანას ვთხოვ იქნებ ამ გაკვეთილზე ნიტა გამოუშვათ. რაღაც საქმე მაქვს მასთან-მასწავლებლის თანხმობას არ დავლოდებივარ ისე ავიღე წიგნები და ცეკვაცეკვით წავედი ჰარისკენ
-კიდევ კარგი მოხვედი, თორემ ის ჩიჩილაკი მეც გამომაჩიჩილაკებდა
-ნიტა! -იკივლა მასწავლებელმა, მე კი ხელი სიცილით დავუქნიე და ჰარის უკან ავედევნე

-რაიყო ჰაროლდ, ჰორმონები მოგაწვა? - ვკითხე სიცილით
-შენ ღადაობას გირჩევნია ეცადო რომ ჟანა შენი ცემის სურვილის ჰორმონებმა არ გახეთქოს
-დაიც , ჰა? რაებს ბოდიალობ?
-ოო, შინაარსი ხო გაიგე და

ჩემი პოხუისტი შეყვარებულიWhere stories live. Discover now