3. ჯანდაბაშიც წასულან

77 8 2
                                    

ზუსტად ვიცი ნიტა თავის ნივთებს დაიკიდებდა, ამიტომ ყველაფერი მოვაგროვე და სახლისკენ დავიძარი. ცოტა ხანში ალბათ ლიამი მოვა.ჰომ, დღეს მაგრად გავერთობით
________

*ნიტა

ჩიფსებს პირში ვიტენი, როდესაც გასაღების ჩხაკუნის ხმა ისმის და ლიამი გაბრაზებული სახითა და სწრაფი ნაბიჯით მიახლოვდება

-ეს რა ცირკი მომიწყვეთ ბლინ?! - იღრიალა და ხელები გამიპარჭყა
-რა ცირკი მოგიწყვეთ-გავიკვირვე
-ნიტა გაფრთხილებ-ჩემსკენ გადმოიწია და საჩვენებელი თითი დაიქნია-ნუ მეთამაშები, თორემ მწარედ განანებ, გასაგებია? - იღრიალა. თავი შეშინებულმა დავუქნიე. ჯანდაბა, საშინლად არის გაბრაზებული, ჰაროლდ მიშველე. ამის მიუხედავად მაინც არ შევკრთი

-ლიამ იქნებ ამიხსნა რატომ ღრიალებ? - თვალები გადავატრიალე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. ამ დროს კარი იღება და ჰარიც შემოდის. ჩემი ნივთები იქვე მიყარა და დივანზე გვერდით მომიჯდა
-აჰ, სურამელაც მოსულა-ირონიული სიცილით წამოიყვირა ლიამმა
-ვაა? ბრაატ? - არც ჰარი ჩამორჩა-აქ რასაკეთებ?
-ბამბას ვპენტავ! - იღრიალა მოთმინებადაკარგულმა
-ვაა, საქმიანი ყოფილხარ არ მოგაცდენთ მაშინ - ხელები დანებების ნიშნად აღმართა ჰარიმ
-ლიამ, ან გაიწიე და ისე მეჩხუბე, ან არადა გაჩუმდი. ხელს მიშლი, კარგი გადაცემაა ეს-ვუთხარი და ჩართულ ტელევიზორზე ვანიშნე

-თქვენ მართლა დებილები ხართ? - ყვირილს განაგრძობდა ლიამი-შეიძლება ყოველ კვირა სკოლის ან უნივერსიტეტის რექტორი მიბარებდეს?
-აუ ჩემი. მაგან კიდე ვერ შეიგნო რო ყველა გეი არაა? რას გადაგვეკიდა ტო-ამოიხვნეშა ჰარიმ
-ჰარიი! ნერვებს უარესად ნუ მიშლი!
-უკეთესადაც არ შეილება? - იმედიანად ვკითხე
-ნიტა! გამაგებინე როდის დაჭკვიანდები? როდის წახვალ სკოლაში ისე რომ მე მასწავლებლის ზარს არ ველოდებოდე?!

ხელი თმაში შეიცურა და ბოლთის ცემა დაიწყო. შესვენებას იღებდა როგორც ჩანს, მაგრამ მალევე განაგრძო-ახლა მომისმინე! ან წესიერად მოიქცევი, ან არადა საზღვარგარეთ გაგგზავნი გაიგე?! მორჩა შენი გულაობა და თავისუფლება! გასაგებია თუ არა?! - ღრიალებდა და თვალებში მიყურებდა, თან ხელებს აქეთიქით იქნევდა.აუ ეს რა ძაან წითელია ჩემი კაი
-კვერცხი! - წამოიყვირა უცებ ჰარიმ
-რაა? - გაკვირვებულმა შეხედა ლიმმა
-აღდგომის კვერცხივით წითელი ხარ-გაიკრიჭა ჰარი. ჩვენ ორს ჩაგვეცინა, ლიამმა კი ღმად ჩაისუნთქა და ერთხელაც იყვირა
-გასაგებია თუ არა?!
- რა გაყვირებს ყრუ კიარ ვარ! - მეც ვუყვირე-უბრალოდ დებილი ვარ-ეს შედარებით ჩუმად ვთქვი და საზურგეს მივეყუდე. ჰარიმ ჩაიფხუკუნა და ხელი გადამხვია.
-ჩუპა ჩუფსი არ გინდა?-მკითხა და გამომიწოდა. მეც თავი დავუქნიე და გამოვართვი

ჩემი პოხუისტი შეყვარებულიWhere stories live. Discover now