1.ვაა, ჰაროლდ?

208 11 47
                                    

-გამარჯობა
-გაგიმარჯოს
-კარგი, მოდი დავიწყოთ. ვინმე გიყვარს?
-ჩემი თავი!
-ვინმეს უყვარხარ?
-ჩემს თავს!
-კიდევ ვინმე გიყვარს?
-კი, ნიტა!
-ნიტა ვინ არის?
-მე ვარ!

და აი, გამარჯობა სამყაროვ, შენი დედაც!

სკოლაში შევაბიჯე და ღრმად ამოვისუნთქე. აი დაიწყო სატანჯველი მეთორმეტე წელიც. თვალები გადავატრიალე და საჭირო კლასს მივადექი წარწერით:
მათემატიკის კაბინეტი
მასწავლებელი ბლა ბლა ბლა

როგორც იქნა ზარი დაირეკა. შემოვა ახლა 32წლის პოზიტიური მასწავლებელი და ახალ წელს ჩვეული ტექსტით გახსნის:

,, გამარჯობა სულელებო, იდიოტებო, შკოლნიკებო და ნიტა. სულელი არ ვიქნები და არ მოგილოცავთ ახალ სასწავლო წელს, იმიტომ რომ ეს არც რაიმე სასიხარულოა და ზოგიერთებისთვის არც სასწავლო წელი. თქვენი '' საყვარელი'' მასწავლებელი დაგიბრუნდათ, საყვარელივე საგნით. წელს ტვინს ისევ უამრავი განტოლებით გამოგიჭეჭყავთ და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს უკმაყოფილო შეძახილებს ამის შესახებ, განსაკუთრებით კი შენსას, ნიტა-ამ დროს მე გამომხედავდა-თუმცა უკვე ყველამ კარგად იცით, რომ თქვენი აზრი ფეხებზე მკიდია. ახლა კი დავიწყოთ იმ საგნის ახსნა, რომლის სწავლასაც სახლში უსაქმოდ ჯდომა ბევრად გირჩევნიათ'' - ნუ ზუსტად ასე თუ არა, მსგავსად მაინც მოგვესალმებოდა.

ვერც გავიგე მასწავლებელი როდის შემოვიდა, ამიტომ მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ბავშვები დასხდნენ. მაღლა ავიხედე და თვალები გამიფართოვდა
-ვაა, ჰაროლდ? - წამოვიყვირე მოულოდნელად. ყველამ მე შემომხედა, მათ შორის ჰარიმაც და გაიცინა
-თუ შეიძლება უფრო თავშეკავებულად, ქალბატონო ნიტა-თვალი ღიმილით ჩამიკრა. მეც მხრები ავიჩეჩე და კბილებით კალამთან თამაში დავიწყე

-როგორც ჩანს ნიტამ დილით საუზმობა ვერ მოასწრო-წარბაწეულმა შემომხედა ჰარიმ, როდესაც კალმის ღეჭვას არ მოვეშვი.
-აჰამ, გეთანხმებით, ვფიქრობ სკოლა უფრო გვიან უნდა იწყებოდეს-ვუთხარი ჩაფიქრებულმა
-და მაინც რომელზე?
-ამმ, თორმეტს რომ სამი წუთი დააკლდება კარგი დროა-თავი დავუქნიე
-სამი?
-ხო,ვერ ვიტან ბანალურობას და აკურატულობას-სხეულში გამცრა
-ჰო, ჩაცმულობაზე გემჩნევათ, ახლა კი თემას დავუბრუნდეთ და იმედია ნიტაც შემოგვიერთდება
-მაინც რაზე ლაპარაკობთ?
-სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი-წარბი ამიწია
-აჰ, ოღონდ ეგ არა. ეგენი არ მიყვარს, სხვა თემაში ჩაგერთვებით-ჰარის ჩაეცინა და თავი დამიქნია.

ჩემი პოხუისტი შეყვარებულიWhere stories live. Discover now