2 საათი...

104 21 15
                                    

-იცი ყველაზე მეტად რა მინდა? მითხრა და ჩემსკენ გამოიხედა... არასდროს მინახავს მსგავსი სილამაზის მქონე ადამიანი.ლოყები აწითლებული ჰქონდა,თვალები კი სველი...მისი გამოხედვა იმდენად სევდიანი და ბრაზით აღსავსე იყო ჩემთვის რომ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.შავი,გრძელი სამოსი და ორი კატანა...მიუხედავად იმისა რომ ძალიან საშიში პიროვნება ჩანდა,მის თვალებში მაინც ამოიკითხებოდა ტკივილი და მარტოობა.გრძელი თითები,ცხვირზე პატარა ხალი რომელიც დღემდე არ ვიცი როგორ შევამჩნიე ასეთი შორი მანძილიდან...მისი გამოხედვა თითქოს მამშვიდებდა და ამავდროულად ტკივილს მიზიარებდა...არ ვიცი გონს როგორ მოვედი მაგრამ მივხვდი რომ უაზროდ მივაშტერდი და მაშინვე:
-თუ მეტყვი მეცოდინება...
-გაქცევა...მინდა თავისუფალი ვიყო ისე როგორც ეს ჩიტები არიან...მე... (თავი დახარა) მე უბრალოდ სიმშვიდე მინდა...

არ ვიცოდი რა მეპასუხა,მივუახლოვდი და მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის შიში მაქვს გვერდით მივუჯექი.ვცდილობდი არ შემემჩნია რომ ძალიან მეშინოდა,ამ დროს კი ისევ მისი ბოხი და სევდიანი ხმა გავიგე:
-არ ვიცი ახლა ასე მშვიდად რატომ ვზივარ და სრულიად უცხო კაცს ჩემს გრძნობებზე რატომ ველაპარაკები.ალბათ გაგიჟდი თეჰიონ (ჩაილაპარაკა და სოჯუ მოიყუდა)... აიიიშ

რა მეპასუხა როცა მეც იგივეს ვფიქრობდი?! უბრალოდ ვიჯექი და ვუსმენდი კაცს,რომელიც არც კი ვიცოდი მართლაც ასეთი მშვიდი იყო თუ უეცრად მკრავდა ხელს და ამ კლდიდან მომისვრიდა.

-რა გქვია?   ღმერთო, მისი გამოხედვა...თან ასე ახლოდან...ჰოსოკ!გონს მოდი!ის კაცია!!!
გვერდით გავიხედე და ვუპასუხე:
-ჰოსოკი,ჩემი სახელია ჯანგ ჰოსოკი.შენ კი როგორც მივხვდი თეჰიონი
-კიმ თეჰიონი. შენ რას ისურვებდი ახლა ჯანგ ჰოსოკ? მე გითხარი რაც მინდოდა

მას არ ვუყურებდი მაგრამ ვგრძნობდი მის სუნთქვას თუ რამდენად ახლოს იყო...
-ამ თამაშის დასრულებას! დავასრულე თუ არა სიტყვა მივხვდი რომ ძალიან დიდი სისულელე წამოვროშე მაგრამ გვიანი იყო.

FYLDonde viven las historias. Descúbrelo ahora