მთელი დღე იმის ფიქრში გავატარე,თუ რატომ შეიძლებოდა თეჰიონი ნაძირალა ყოფილიყო. წინადადების დასრულებისთანავე გუკი გატრიალდა და წავიდა ისე,რომ ჯიმინსაც კი არ დაელოდა...
-დროა გადაწყვიტო ჰოსოკ! ან მეგობარს დაუჯერებ და თეჰიონს დაივიწყებ, ან თამაშში მხოლოდ 1 სიცოცხლე დაგრჩება,ეს კი ძალიან სარისკოა...დ ა ი წ ყ ე მ ი ს ი ა!
მისია კი დავიწყე მაგრამ არ ვიცოდი ძებნა საიდან ან როგორ დამეწყო...
-საკირო,გინდა ცოტა გავისეირნოთ? პატარა თოვლის გუნდა თვალებში მიყურებდა და კუდს გიჟივით ათამაშებდა.
ვერც კი მივხვდი ისე აღმოვჩნდით იმ გამოქვაბულში...
როგორ შეიძლება ეს უბრალოდ თამაში იყოს?ვუყურებ ცას,ვარსკვლავებს და ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ...სიმყუდროვეს...რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული თოვლის გუნდავ?რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ?არ იყოს ფული ასეთი საჭირო,არ ვატყუებდეთ ერთმანეთს და შეგვეძლოს თავისუფლად გვიყვარდეს ის ვინც ჩვენთვისაა შექმნილი?ან უბრალოდ ვთვლით რომ ასეა...იცი? მე არ მიმართლებს სიყვარულში...ჩემი პირველი შეყვარებული ისე გაუჩინარდა,თითქოს მის ცხოვრებაში არც კი ვარსებობდი. (ჰიუნა,ის ძალიან ლამაზი გოგო იყო,ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი,ასეთი ლამაზი ქმნილება ჩემთან რატომ იყო.ალბათ ბოლოს თვითონაც დაფიქრდა და ამიტომაც გაუჩინარდა (საკუთარ ნათქვამზე გამეცინა). ამის შემდეგ დიდი ხანი მარტო ვიყავი,სანამ ვუ ჯინი არ გავიცანი...ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ კაცთან ურთიერთობა მექნებოდა,მაგრამ ის...აჰჰ,ის ძალიან სექსუალურია,თან ჭკვიანი და მხიარული.თავიდან მეგობრები ვიყავით,დროთა განმავლობაში კი უფრო დავახლოვდით.
-საკირო,მისმენ თუ გავჩუმდე? უცებ შემომხედა და თავი მუცელზე დამადო - კარგი მეგობარო,თუ ასე გაინტერესებს მაშინ გავაგრძელებ.
სად გავჩერდით? აჰჰ,დავახლოვდით.მასთან იდეალური სექსი მქონდა ყოველთვის,მაგრამ ურთიერთობა მხოლოდ სექსი არ არის.როცა ამას მივხვდით კი,უბრალოდ მეგობრობა გადავწყვიტეთ. გადავწყვიტეთ მაგრამ ესეც აღარ გამოგვივიდა.მან სხვასთან დაიწყო ურთიერთობა და დღითიდღე ჩამოვშორდით ერთმანეთს.
ამით სრულდება ჩემი სასიყვარულო ისტორიები თუმცა კიდევ მჯერა,რომ მე და ჩემი ნამდვილი სიყვარული ერთ ცას ვუყურებთ, ერთი მზე გვათბობს და ერთი მთვარე გვინათებს გზას. მე კი მას ადრე თუ გვიან მაინც ვიპოვი........წუთიერი დუმილის შემდეგ წამოვჯექი და წამოვიყვირე: თ ე ჰ ი ო ნ ი! თეჰიონი დღესვე უნდა ვიპოვო,წამოდი საკირო, სახლში მიგიყვანო...
გავიგე კიმ თეჰიონი ვინც იყო და სადაც ცხოვრობდა,ამიტომ გადავწყვიტე,რომ სასახლესთან მივიდოდი.
-არადა ქვემოდან რომ ვუყურებდი,ფეხით ასეთი რთული ამოსასვლელიც არ ჩანდა.მთელი გზა კლდეებზე დავცოცავდი,რომ შეუმჩნევლად მიმეღწია სასახლემდე.
როგორც იქნა მივაღწიე მაგრამ ჩემს წინ იმდენი დაცვა იდგა, რომ სათვალთვალოდ სხვა კუთხე უნდა მომეძებნა აშკარად.კლდეზე თხასავით დავცოცავდი,რომ ხმა არ გაეგოთ და აღმოსავლეთისკენ გავხოხდი,სადაც დიდი ხეები იდგა და სასახლეს შიგნიდანაც დავინახავდი.
-ჯანდაბა! ფეხი დამიცურდა და ვიგრძენი,რომ ჩემსკენ ვიღაც მოდიოდა ნელი ნაბიჯებით.ოდნავ ავყავი თავი,რომ დამენახა ვინ იყო...დაცვა მიახლოვდებოდა...
კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი და დამინახავდა.უეცრად მეორე მხარეს რაღაც ხმაური გავიგე და დაცვაც იქეთ გატრიალდა.ვგრძნობდი,რომ ფეხიდან სისხლი მომდიოდა მაგრამ დრო ვიხელთე და ხეებისკენ გავედი.
-აიიიშ! ეს ხომ უბრალოდ თამაშია,რატომ მტკივა ასე ძალიან?! ტანსაცმელი შემოვიხიე და ფეხზე შემოვიხვიე რომ სისხლდენა შეჩერებულიყო.
ხეზე ავცოცდი და სასახლის დათვარიელება დავიწყე: უზარმაზარი კლდის ქვებით აშენებული გალავნის მიღმა,პატარა სამოთხე დამხვდა. ეზო საკურას ხეებით იყო სავსე,შუაში კი ხელოვნური ტბა,რომელზეც პატარა ხიდი იყო გადადებული,ყოველი კუთხე კი ლამპიონებით განათებული.
ტბა ლოტუსის ყვავილებით იყო სავსე...ამ სასახლეში მათ თავიანთი სამოთხე ჰქონდათ შექმნილი.
-აი ისიც! იმ კუთხეში დაცვა არ დგას.ასეთ განათებულ ეზოში ძლივს ვიპოვე ერთი ბნელი კუთხე და გადავწყვიტე იქედან შევპარულიყავი.
ამ ფეხით სიარულიც კი მიჭირდა უკვე მაგრამ,როგორღაც მივედი იმ კუთხესთან,ავცოცდი გალავანზე და ვიგრძენი ვიღაცამ როგორ ჩამავლო ზურგში ხელი და მიწაზე დამანარცხა.
- შენ რა,სულ გაგიჟდი? სხვა გასაქურდი სახლი ვერ იპოვე? თითქოს ჩურჩულით მიყვიროდა ვიღაც უცხო კაცი და თან ბუჩქებისკენ მიმათრევდა.
-ეი შენ! ხელი გამიშვი! წამოვდექი და ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე.
-მე უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობ მეგობარო.აქ შენნაირი გამოუცდელი ქურდი ვერ შეიპარება,მაგრამ მე შემიძლია დაგეხმარო,თუ საჭმელს მაჭმევ და დასაძინებლად ერთ ოთახს გამომიყოფ.მე მინ იუნგი ვარ-მითხრა და თავი დახარა. (რომ შევხედე ჩემს წინ ძალიან საყვარელი და დაბალი ბიჭი იდგა,დახეული ტანსაცმელებით.ისეთი დასაბანი იყო,რომ სახის ნაკუთებს ძლივს ვარჩევდი)
-აქ რა გინდა და რატომ დამეხმარე?არც კი გიცნობ და სახლში შემოგიშვა? რა სისულელეა!ვუთხარი და გაბრაზებული სახით გავუღიმე.
-ძალიან უხეში ხარ.როცა გესალმებიან შენც უნდა მიესალმო და მითუმეტეს თუ სიკვდილს გადაგარჩენენ,მადლობა უნდა მოიხადო.წინადადება დაასრულა თუ არა ,მაშინვე პირზე ხელი ამაფარა და ბუჩქებში ჩამმალა. (დაცვა ჩვენსკენ მოდიოდა): "ვინ არის აქ?დროზე გამოჩნდი თუ არ გინდა, რომ მოგკლა!"
უკვე ძალიან იყო მოახლოვებული და მინ იუნგი ბუჩქებიდან გავიდა: - არ მესროლოთ გთხოვთ,მე უბრალოდ ძალიან მშიერი ვარ და დახმარების თხოვნა მინდოდა.
-ხელები ასწიე დროზე მაწანწალავ. დაცვამ იუნგის ხელი მოჰკიდა და სასახლის შესასვლელისკენ გაათრია.
-რა ჯანდაბა ხდება! გავიქეცი და ისევ იმ ხეზე ავძვერი,რომ დამენახა სად წაიყვანეს.
დავინახე თუ როგორ უმოწყალოდ სცემდნენ ბიჭს, რომელიც პატიებას სთხოვდა და ძირს დაგდებული სახეზე ხელის აფარებით ცდილობდა მუშტები და წიხლები აეცილებინა. ვუყურებდი და სიმწრისგან ცრემლები მომდიოდა,რომ ვერაფრით ვეხმარებოდი ბიჭს რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა.რამოდენიმე წუთის შემდეგ იუნგი უგონო მდგომარეობაში მიაგდეს სასახლისგან მოშორებით. როგორც კი დავინახე,მაშინვე გავიქეცი მასთან:
-ჰეი მეგობარო,გონს მოდი,უნდა წავიდეთ. ერთხელ გაახილა თვალები,გამიღიმა და გაითიშა.
-აიიიშ! ჯანდაბა! ჯანდაბა! მოდი აქ!
ზურგზე შემოვისვი და სახლისკენ გავუდექი გზას. დილით ძლივს ჩავაღწიე სახლამდე.მეგონა გზაში ფეხი მომძვრებოდა. იუნგი კი აღარ ფხიზლდებოდა და უფრო შევშინდი.
-საკირო,გაიწიე პატარავ,ფეხებში ნუ მეხლართები.
იუნგი საწოლზე დავაწვინე,ფეხი გადავიხვიე და წამლები მოვიტანე,რომ ჭრილობები დამემუშავებინა.
*******************************************
-სად ვარ? ჩურჩული გავიგე და მაშინვე საწოლისკენ გავიქეცი.
-ცოცხალი ხარ? მადლობა ღმერთს. ბოლოს ასე ძალიან რა გამიხარდა არ მახსოვს.
-ეი, შენ ის გიჟი ქურდი არ ხარ?აქ როგორ მოვხვდი?
-მოდი ერთ საკითხზე შევთანხმდეთ! მე ქურდი არ ვარ! შენ კიდევ დაცვამ გცემა და აქ მოგიყვანე.
-მიხარია, შენ რომ ვერ შეგამჩნიეს უცნობო,ესეიგი ტყუილად არ მცემეს. გაიცინა და უცებ ნეკნებზე მოიკიდა ხელი შეწუხებული სახით.
-შენ რა,გიჟი ხარ? საერთოდ უცხო ადამიანის დასაცავად,კინაღამ თავი შეწირე! გავბრაზდი და ემოციებიც ვეღარ დავმალე.
-მე მიჩვეული ვარ ცემას,შენ კი გეტყობა,რომ არა. თანაც, ხომ ხედავ,სახლში ვარ და საჭმელიც მექნება რამოდენიმე დღე მაინც, თუ რა თქმა უნდა მაჭმევ და არ გამაგხებ. მომღიმარი თვალების უკან,ძალიან სევდიანი გამოხედვა იყო.
-მადლობა მინ იუნგი! მე ჯანგ ჰოსოკი ვარ...
STAI LEGGENDO
FYL
Fantasyგამარჯობა მეგობრებო,გადავწყვიტე გრძელი და საინტერესო ისტორია დავწერო Vhope ზე და დიდი იმედი მაქვს რომ თქვენთვის საინტერესო და რაც მთავარია უცხო ისტორია გამოვა ♥️ -------------------------------------------------------------- მოკლედ რომ აგიხსნათ, ჰოს...