2

84 9 0
                                    

         რომ მკითხონ, ჩემს ცხოვრებაში თავისუფლება როდის შევიგრძენი, ვუპასუხებ რომ ყოველჯერზე როცა სცენაზე ავდიოდი,მე ზუსტად იმ თავისუფლებაში ვიძირებოდი რომელზეც ბევრი,მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობს. მაყურებელთა გარეშეც კი, ცეკვისას მე ცაში გაჭრილ შავარდენს ვგავდი. თითქოს ტვინიც კი გეთიშება და მოძრაობებს შენი სხეული თავად აკეთებს, ულამაზეს მოძრაობებს, რომლშიც შეგიძლია მთელი შენი ემოციები, ტკივილი, სიხარული და სიყვარული ჩადო. მხოლოდ მაშინ თუ შენ ცეკვის ენა გესმის, მისი ისტორია. მხოლოდ მაშინ თუ შენ ცეკვისას ნელი,შემოდგომის,სიოთი გაფარფატებულ ალვის ხის ფოთოლს ჰგავხარ.

        ბევრის აზრით, ამ დაზეპირებულ და მშრალ მოძრაობებში არანაირი შვება არ არის და მათი გამეორება ყოველმეორეს შეუძლია, თუმცა ისინი ცდებიან,ძალიან ცდებიან და ამას  ვერასოდეს მიხვდებიან. 

     ''ქართული ცეკვა სიძლიერეზეა დაფუძნებული, აქ სუსტების ადგილი არ არის.''

       სცენაზე დგომისას, მთელი სხეული დაჭიმული რომ გაქვს, დაძაბულობისა და აღელვებისგან კუნთები რომ გტკივდება, თუმცა როგორც კი უამრავ მომზიმარ წყვილ თვალსა და მათში მოკაშკაშე სიამაყეს ამჩნევ, თავს სახლში გრძნობ და რეალურ თავისუფლებაში იძირები. მოძრაობ და გრძნობ რომ გინდა ამას მთელი ცხოვრება აკეთებდე. შენს სახეზე ღიმილი ისახება და იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში მაყურებელს, თავს ჩიტად აგრძნობინებ, სადაც მოუნდებათ იქ რომ შეძლებენ გაფრენას და ჰაერის მოზღვავებული ნაკადი ემოციებით რომ ავსებს . თავისუფლების მქადაგებელ ფრინველებად. ცეკვით ილუზიის შექმასაც კი შევძლებთ, თუ მის საიდუმლოს ამოვხსნით. თუმცაღა ამას დაზეპირებული მოძრაობებით ვერ გავაკეთებთ, ცეკვა უნდა შეიგრძნო, ეს კი ძლიერების საქმეა. 

      ''ქართული ცეკვა სიძლიერეზეა დაფუძნებული, აქ სუსტების ადგილი არ არის.''

ჩანაწერები.Where stories live. Discover now