6

60 5 6
                                    


     ლეგენდის თანახმად, იმ ტყეში დაკარგული სულები ბინადრობდნენ. ამბობენ, იქ მუდამ სასოწარკვეთილების ხმები ისმოდა, ირგვლივ კი უიმედობას დაესადგურებინა. ყველა ერიდებოდა იქ გავლასაც კი, დღისით თუ მზისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვინც იქ მოხვედრილა, ვერვინ დაბრუნებულა. მრავლად თქმულა, იქიდან იმიტომ ვერ ბრუნდებიან, რომ სულები მჭიდროდ ებღაუჭებიან ადამიანს გონებასა და რა წამს მას მარტოსულს მოიხელთებენ, იმ წამს შეითრევენ თავიანთ მორევშიო. ყველაფერს დაავიწყებენ და ბინას თავიანთ სამეფოში დაუდებენო.

    იქ არც ახასხასებული ხე დაუნახავთ, არც მათ ტოტზე ჩამომჯდარი, მოჭიკჭიკე ფრინველი ან თუნდაც ნაცრისფერი ბოცვერი. მხოლოდ მუქი ხეები, ნისლი და ყორნები.  შეშინებულთა პირიდან ისიც თქმულა, ხეთა სულებს წოვენ, ეუფლებიან და მათ ტყავში თავად იბუდებენო. ყორნებს კი ერთმანეთთან აფრენდნენ, ამბავთა გასარკვევად, ხომ არ ეპოვა ნისლში,რომელიმე სულს მეორე მისი მსგავსი დაკარგულიო.    

    უხუცეს სოფლელებს, რომელთა გოგო-ბიჭობაშიც მომხდარა მსგავსი, უთქვამთ რომ სოფლელთა თვალთ მსგავსად ნათელი დღეები არ უნახავთ. არც ტყე ყოფილა უჩვეულოდ მუქი, თითქოს ზეიმობდნენ და აღნიშნავდნენო. იშვიათად ხდებოდა ორ, უსასრულობაში დაკარგულ სულს ერთმანეთი ეპოვათ და მაშინ იმ დღეს ორივე სამყარო ზეიმობდა. 

     ტყიდან არვინ ბრუნდებოდა. ზოგი იქ ნამდვილ სახლს პოულობდა ზოგიც კი ვერ გუობოდა ამდენ აზრთა კივილს, ვერ იტანდა მათი გულის სასოწარკვეთილ ჩურჩულსა და ვერც მათი სული უძლებდა გატეხილ და მრავლად დაშლილ სულთა კარნახს, მათი გონება ვერ უძლებდა და გიჟდებოდა, სხეული კი სამუდამოდ რჩებოდა მუქ ეკალბარდში.

     ერთმანეთის მხოლოდ დაკარგულ სულებს ესმოდათ, მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ, იაზრებდნენ,  ცოცხლად იჯენდნენ იმ ტკივილსა და სადარდებელს როემლიც რომელიმე ტყის სულს გამოევლო. ერთმანეთისთვის იყვნენ ისინი, ვინც წინა ცხოვრებაში დიდი ძებნისდა მიუხედავად ვერ ეპოვათ. ერთადერთი ვინც ყველა სულს, ცხოვრებისგან დამახინჯებულსა და დაბეჩავებულს, ისეთივეს ღებულობდნენ როგორებიც იყვნენ, ისინი ყოფილან.

     მათი სამფლობელო არ იყო ისეთი, როგორიც ადამიანთა თვალს სჩვევია, ნათელი და ხალისიანი, თითქოსდა ეს მათ იცავდა კიდეც. ყოველივე დეტალი ამ ტყეს სილამაზეს და გამორჩეულებას სძენდა, მხოლოდ საჭირო გახლდათ სიღრმეში გეძებნათ. 

     თუ გაგვიმართლებს, სიცოცხლის შემდეგ მოვხვდებით კიდეც იქ.

-----------------------

ეძღვნება ვათის- დაკარგული სულების სამყაროს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 13, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩანაწერები.Where stories live. Discover now