5

38 1 0
                                    


     "-ბნელით მოცულ ბურუსში მხოლოდ შენს ქათქათა, ალვის ტოტებივით ნათალ თითებს ვარჩევდი. თვალებს ძლიერად ვხუჭავდი და ერთადერთი რასაც მაშინ ვნატრობდი, ძირფასი, სუსტი თითების ჩაჭიდება იყო. თუმცაღა, თითქოს რაც მეტს ვცდილობდი მით უფრო ვშორდებოდი იმედის უკანასნელ ვარსკვლავს, მით უფრო სჭამდა ბნელეთი უკანასკნელ სიწმინდეს ჩემსა და სამყაროში.

     შენთვის დავიჩოქებდი და შენი ხელებისთვის დღე და ღამ ვილოცებდი. ოღნდ იმ წამს იქ ყოფილიყავი და ისევ შემძლებოდა შენი მტევნების გათბობა, რას არ გავცემდი."

    ოთახის ბოლოში მდებარე, გადაცვეთილ სავარძელზე მჯდომი არსება დანებებით ახელს თვალებს. მის მზერას კი იქ მდებარე, ერთადერთ და დიდ სარკმელს გარეთ, ქარში მოშრიალე ალვის ხის, ღია ფერის ფოთლები იხმობს. დაზეპირებულ ხის ტოტებს კიდევ ათვალიერებდა, მისთვის ეს ცის თაღამდე აღმართული ხე, ცეკვის დროს გაშეშებული დიდი ბუმბერაზი გახლდათ. ისე შეჰყურებდა გოგონა ფანჯრის იქით საუკუნოვან ხეს, თითქოსდა ამ სამყაროში მხოლოდ ისინიღა შემორჩლინიყვნენ, სხვა ყველაფერი კი მათ გარშემო ბრუნავდა. ცოტახანში მზერა თავის პატარა და ფუმფულა ხელის გულებზე გადაატარა, ეცინებოდა როდესაც  მის გრძელ მტევნებსა და თავის ხელებს ერთმანეთს ადარებდა, თითქოს სრცხვენოდა კიდეც. მუზა დაკარგულ გოგონას მალევე მიეძნა, საღებავ გადამძვრალ ფანჯრის რაფაზე, თავჩამოდებულს. 

     ის კი არვინ იცოდა, კიდევ ოდესმე თუ გაგრძელდებოდა, ეს კიდევ ერთი, უბედო ჩანახატი. კიდევ ერთი მცდელობა იმისა, ლამაზად გადმოეცა თავისი და იმ ადამიანის ისტორია, რომელმაც გოგონას არა მხოლოდ გული, არამედ ყველაზე ძვირფასი რამ მის შემდეგ, წერის უნარი წაართვა. ვინ წარმოიდგენდა რომ ოდესღაც თავად წითური მწერლის მუზა, ასე მოუღებდა მათ ბოლოს.

    სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი გოგონა კი ერთ რამეს ვერ იაზრებდა. ამ ქვეყანაზე უშნო ხელი არ არსებობს. ფუმფულა და მოკლე, თუ გრძელი და სუსტი, ყველანაირი ხელი მშვენიერია. რამდენ რამეს ეხებიან, რამდენ რამეს გაივლიან, ეს ყოველივე კი ხელისგულზე უსიტყვოდ აღიწერება. თითოეული მათგანი რა მშვენიერ ხელოვნებას ქმნის. სწორედ ამიტომ შეუძლებელია დაივიწყო, თუ ერთხელ იპოვე, შენი ადამიანის მტევნები, რომელნიც გიხმობენ მათ მჭიდროდ დასაჭერად, მთელი ცხვრების მანძლზედ.

     "-Your hands are still cold but my heart's here to warm them."

ჩანაწერები.Where stories live. Discover now