ჯიმინი სიზმარშიც კი გრძნობს რომ შესამჩნევად ირხევა მისი სხეული.თვალებს ახელს ჯონქუქი საწოლში არ არის,ჯიმინი ფიქრობს რომ ალბად გარეთაა.შიშველი გადმოდის საწოლიდან,საჯდომი უკან ძალიან სტკივა,ჯონქუქს ზედმეტი მოუვიდა.
- ჯონქუქ _ ყვირის რომ როგორმე იპოვოს.ხმას მაინც არავინ სცემს.იახტის კიდესთან დგება და ხედავს...ის ზღვაშია! თანაც შუა ზღვაში.
- ჯონქუქ _ ისევ ყვირის.ხმა კი მაინც არ არის.იმ ოთახში ბრუნდება სადაც გუშინ ,,გაერთნენ" კომოდზე ფურცელს ხედავს,სწრაფად ხსნის და კითხულობს.,,გამარჯობა პატარავ, ვიფიქრე დაგსჯიდი იმის გამო რომ გუშინ ჩემს იახტაში ამოიპარე,ასე რომ ისიამოვნე შენ ხომ გასეირნება გსურდა"
ჯიმინს ტვინში ასხავს.როგორ დატოვა აქ ასეთ მდგომარეობაში,თუმცა რას მოელოდა დილით ერთად გაიღვიძებდნენ და ეტყოდა ,,დილა მშვიდობისა საყვარელო"- ვო? არა ეს სისულელეა და ახლა უკვე ხვდება რომ ეს ასეა.იპოვნის და პასუხს მოსთხოვს.მაგრამ რისთვის? ან რას ეტყვის ,,დილით რატომ არ დამხვდიო?" ეს მისი მხრიდან სისულელე იქნება.
ღრმად სუნთქავს და იცმევს,მის ვარდისფერ საროჩკას რომელსაც სამი ღილი აწყვეტილი აქვს, ,,ჯონქუქმა წუხელ მგონი ტანსაცმელიც იხმარა" ფიქრობს ჯიმინი და იცინის.უკვე ჩაცმული იახტის მართვის ადგილთან მიდის.ახლა სახლში წავა,და იბანავებს თორემ ეს სპერმა მის მუცელზე ისეთი არასასიამოვნოა.მაგრამ იქმნება ერთი პრობლემა გასაღები არ არის! ჯიმინი პანიკდება სად არის ეს წყეული გასაღები.ეძებს და ვერ პოულობს.
ჯიმინი მიხვდა ვის გადაეყარა.ნაბიჭვარი! ამისთვის აზღვევინებს და მწარედ ანანებს ჯერ დაიცადე ჯონქუქ.სასწრაფოდ მაგიდასთან მიდის და ტელეფონზე რეკავს ტელეფონი 1%- ზეა ჯანდაბა.ნაჩქარევად შედის კონტაქტებში და თეჰიონთან რეკავს,ზარი გადის...ერთი...ორი...სამი და ტელეფონი გაითიშა.ხელები უკანკალებს აქ მარტომ რა უნდა ქნას.
- ჯანდაბა წყეულიმც იყავ ნაბიჭვარო_ ხმამაღლა ყვირის.ჯიმინს სიმარტოვის შიში აქვს ეს ბავშვობიდანაა.ამიტომ ჰყავს ბევრი მეგობარი რომ მარტო არ დარჩეს.ახლა ვისთან იყოს თევზებს ესაუბროს? ან იქნებ ზვიგენებიც იყვნენ.ამაზე უფრო აცახცახებს და ცდილობს დამშვიდდეს.სასმელი სჭირდება! დაბლა ჩადის.იახტის ერთი ოთახი სამზარეულოს წარმოადგენს სადაც საჭმელი ბლომათაა.არაფერს იღებს მხოლოდ სასმელი.და აი ისიც 1997 წლის წითელი ღვინო,თავისი არომატით,ალუბლის სუნით და თაფლივით ტკბილი რომ ეგრევე თავბრუ ეხვევა.ერთ ჭიქას სვავს.თავიდან ისეთი ტკბილია მერე კი ღვინო მაინც თავის თავისებურებას ამჟღავნებს.ჯანდაბას ჯონქუქი ამას დალევს და ყველაფერი კარგად იქნება. ჰოსოკი და თეჰიონი ადრე თუ გვიან იპოვნიან.მანამდე კი დატკბება სასმელით...
YOU ARE READING
★ ზღვაში დაკარგულნი ★ [ Completed ]
Adventureამბავი მეზღვაურ ჯონქუქზე და ჯიმინზეა, რომელიც გრძელ მოგზაურობაზე ოცნებობს ზღვაში,რა მოხდება მაშინ როცა ორივე გემით ზღვაში დაიკარგებიან,უწყლოდ და საკვვების გარეშე...