სისხლი,ყვირილი,ტკივილი.ჯიმინი ხედავს როგორ სტკივა ჯონგუკს რომელსაც შტორმის დროს რაღაც შეერჭო მუცელში.ის სისხლისგან იცლება და ჯიმინი ვერაფერს აკეთებს უბრალოდ დგას და უყურებს,როგორ კვდება მისი სიყვარული თან ისე რომ არც კი უთქვავს < მე შენ მიყვარხარ >
- ჯონგუკ_ ყვირის ჯიმინი,გუკი თავს ატრიალებს მისკენ,ცდილობს ჯიმინი არ შეაშინოს მისი ტკივილით და უბრალოდ კბილებს მაგრად აჭერს ერთმანეთს
- მე შენ მიყვარხარ_ ამბობს ჯიმინი,მაგრამ გვიანია ჯონგუკმა ვერ გაიგო,ის მოკვდა.მისკენ მირბის და ანჯღრევს
- გთხოვ არ დამტოვო,ძალიან გთხოვ ჯონგუკ_ თუმცა ჯონგუკის სხეული აღარც არის.თვითონაც ქრება და მხოლოდ ხმა ესმის
- ჯიმინ_ თვალებს ახელს და საყვარელი ადამიანის თვალებს აწყდება.მაშინვე ზედ ეხვევა როცა იაზრებს რომ სიზმარში იყო.
- ციცხალი ხარ ჯონგუკ,ცოცხალი_ კანკალებს ჯიმინი
- ხო ცოცხალი ვარ აბა ასე მალე რანაირად მოვკვდებოდი სულელო
- არ მიმატოვო ჯონგუკ გთხოვ
- მე ისედაც სულ აქ ვარ სად უნდა წავიდე?_ ეცინება.ჯიმინი ოდნავ სცილდება,როცა ხვდება რომ უაზროდ იქცევა.
- მაპატიე სიზმრის ბრალია
- ხშირად უნდა ნახო ეგ სიზმრები რომ მერე სულ ზედ მყავდე მოწებებული_ იცინის და ჯიმინს კალთაში ისვავს,თვითონ კი საწოლზე ჯდება.
.- ახლა რა?
- რაზე ამბობ?
- აქ მოვკვდებით ყოველდღე იმაზე ფიქრში რომ ბოლო დღეა? ჯონგუკ არ მინდა აქ ყოფნა
- მალე წავალთ გპირდები,ჯანდაბა!!! მინდა რაღაც გითხრა_ სერიოზულად ამბობს ჯონგუკი.ჯიმინი უკვე კვდება თითქმის იცის რასაც ეტყვის,რომ როცა აქედან წავლენ ერთმანეთს აღარ შეხვდებიან.თვალებს ხუჭავს და ელოდება როდის იტყვის საბოლოოდ მწარე სინართლეს.
YOU ARE READING
★ ზღვაში დაკარგულნი ★ [ Completed ]
Adventureამბავი მეზღვაურ ჯონქუქზე და ჯიმინზეა, რომელიც გრძელ მოგზაურობაზე ოცნებობს ზღვაში,რა მოხდება მაშინ როცა ორივე გემით ზღვაში დაიკარგებიან,უწყლოდ და საკვვების გარეშე...