_1_

104 13 9
                                    

ზამთარი იყო. როგორც ვაშინგტონს ახასიათებს ცივი და თოვლიან ზამთარი იყო. გოგონა მარტო დახეტიალობდა ვაშინგტონის დათოვლილ ქუჩებში. მისი თეთრი კანი სიცივისგან კიდევ უფრო გათეთრებულიყო. როგორც ყოველთვის თავის თავში ჩაკეტილიყო. ფიქრობდა მის უბადრუგ და უინტერესო ცხოვრებაზე, რომელშიც არავინ არ ჰყავდა. მარტო... ეს ითქმის მასზე. ყოველთვის მარტო იყო. შობას, ახალ წელს, ჰელოუინზე, მადლიერების დღეს. იგი ყოველთვის მარტო იყო. არავინ არ ყავდა ვინც დილით თავზე დაადგებოდა და შობას მიულოცავდა ან მასთან ერთად საშობაო საჩუქრებს გახსნიდან.

მოკლედ რომ ვთქვათ ის ყოველთვის მარტო იყო. დედა ნარკომანი ჰყავდა მამა კი სასმელზე დამოკიდებული ნაბიჭვარი იყო. ყოველთვის როცა სახლში მიდიოდა გოგოს სასტიკად სცემდა იქამდე სანამ გონებას არ დაკარგავდა. დედა კი მას უფრო აქეზებდა და უარესადაც ექცეოდა. ერთხელ კი ძალიან გამწარებული დაბრუნდა სახლში და ფეხზე მჟავა დაასხა. საშინელი ტკივილისგან გოგო გამწარებული კიოდა. ეს მეზობლებმაც გაიგო პოლიციაში დარეკეს და ორივე ცოლ-ქმარი დააპატიმრეს. მას შემდეგ კი დაახლოებით ხუთი წელი გავიდა. მარჯვენა ფეხზე ჯერ კიდევ აქვს დიდი შრამი, რომელიც მის მტკივნეული წლებს ახსენებს. შეძლო და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. თუმცა მარტომ. ყოველელთვის მარტო იყო ახლაც მარტო არის და ფიქრობს მომავალშიც ასე იქნება.

კარგა ხნის სიარულის შემდეგ იმ ადგილთან მივიდა, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

რა ირონიული არა? აქაც კი მარტო იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

რა ირონიული არა? აქაც კი მარტო იყო. ყველა თავიანთ თბილ ოჯახებში იყო. მას კი არ უნდოდა იმ ცივ და ბნელ სახლში გაჩერება სადაც არანაირი სითბო და სიყვარული არ იყო როგორც სხვა ოჯახებში.

გოგო ერთ წერტილს იყო მიშტერებული. ისიც კი ვერ შეამჩნია როგორ მიუახლოვდა თბილი სხეული იქამდე სანამ მისი სითბო არ იგრძნო. გოგო შეშინებული მის უკან მყოფ სხეულისკენ შებრუნდა. დაიბნა. მის წინ ახალგაზრდა, კარამელისფერ თვალება, შავგვრემანი სიმპატიური ბიჭი იყო. წამით მას მიაშტერდა. რაღაც იგრძნო. რაღაც უცხო.

ბიჭიც არ აშორებდა მის თეთრ სახეს თვალს. *ლამაზია* გაიფიქრა მან.
- ვინ ხარ? _ბოლოს გოგომ ძლივსღა ამოიღო ხმა. ბიჭს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და გოგოს ირონიული ღიმილი სტყორცნა.
- მე ზეინი ვარ ლამაზო, შენ?_არ მოეწონა. მისი ტონი არ მოეწონა. შეეშინდა. იქნებ მანიაკი? ან სერიული მკვლელი?
- ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ უნდა გითხრა ჩემი სახელი?_ჰკითხა გაუბედავად. ზეინმა ჩაიცინა.
- კარგი რაა შეგიძლია მითხრა თუმცა თუ არ გინდა არც ეგ არის პრობლემა შემიძლია 5წუთში გავარკვიო ვინ ხარ. _დაიძაბა
- მომისმინე შენს თავში დარწმუნებული იდიოტო. შენ არავინ არ გეკითხება მე ვინ ვარ. შენ არავინ ხარ. ახლავე გამეცალე აქედან_გოგომ თითქმის დაუყვირა. ზენს წარბიც კი არ შეურყევია. აგიჟებდა მისი სიმტკიცე. ბოლოს კი მიხვდა, რომ წასვლას არ აპირებდა ამიტომ თვითონ აქცია ბიჭს ზურგი და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა თუმცა ბიჭის შეძახილმა შეაჩერა.
- ვერ გამექცევი ფიფქია!_გოგომ წამით მას შეხედა. მიხვდა, რომ ის მართალს ამბობდა. მაგრამ რეებს ბოდავს მას ხომ უკანასკნელად ხედავს. ფიქრები უკან მოიტოვა და სახლისკენ წავიდა. გზაში კი იმ იდიოტ კარამელისფერ თვალებზე ფიქრობდა. იცით რამოდენიმეჯერ სახეზე ღიმილიც კი გაეპარა.

სახლში მისვლისას ივახშმა შემდეგ იბანავა და თავის ოთახში დასაძინებლად შევიდა. ტანსაცმელი გაიხადა საღამურები ჩაიცვა და საწოლში ჩაწვა. დაძინებას აპირებდა როცა მისმა ტელეფონმა რაღაც საშინელი წრიპინა ხმა გამოსცა. კომოდზე არსებულ ტელეფონს დასწვდა და მესიჯი გახსნა. უცხო ნომერია თუმცა როგორც კი შეტყობინება გახსნა იმ წამსვე მიხვდა ვინც იყო და შიშისგან სხეული დაეძაბა.

"ტკბილი ძილი ფიფქია

Zx"

ჰელოუ გაიის.😁 ესეც პირველი თავი. ნუ ვიცი პაწუკაა თუმცა შევეცდები და მეორეს უფრო დიდს დავდებ. 💖 აბა დააფიქსირეს თქვენი აზრი. რას ბიქრობთ?
გავაგრძელო?

Love you💜

                                                    V&C

Cherry girl 🍒

Snow WhiteWhere stories live. Discover now