უკვე კაფეში იყო. მიმტანად მუშაობდა ერთ პატარა მყუდრო კაფეში. უყვარდა აქ ყოფნა რადგან ამ კაფეში ის სითბო იყო რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. თუმცა მაინც არ იყო საკმარისი.
კაფეში მხოლოდ ხალხის ჩუმი საუბარი, ტკბილი მელოდიის და ბუხარში დანთებული ცეცხლის ტკაცუნის ხმა იყო. ძალიან მყუდრო გარემო იყო. ამინდიც ხელს უწყობდა. როგორც ყოველთვის თოვდა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ რომ წელს დიდი ზამთარი იქნებოდა. მას უყვარდა დიდი თოული. ზოგადად ზამთარი მისი საყვარელი სეზონი იყო. თეთრი კი მისი საყვარელი ფერია. ზამთარი კი უყვარდა მაგრამ არასდროს ჰქონია სახლში საშობაო ან საახალწლო განწყობა. არასდროს არ რთავდა სახლს. რატომ უნდა მოერთო? ის ხომ ყოველთვის მარტო იყო?
ამიტომაც აღარ თვლიდა იმის საჭიროებას რომ სახლი რომელიმე დღესასწაულისთვის მოერთო.კაფეში დღეს ხალხის უკმარისობა იგრძნობა. ალბათ იმიტომ, რომ თავიანთ თბილ სახლებში არიან და არავინ იწუხებს თავს სახლიდან ცხვირის გამოყოფით.
და აი ის წკრიალა ხმა რომელიც მიგვანიშნებს, რომ კლიენტი მოვიდა.
გოგომ კარის მიმართულებით გაიხედა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაშეშდა. ალბათ მიხვდით ვინც დაინახა.
ზეინი.
როგორც ყოველთვის შავებში გამოწყობილი. შავი ფერის მანტო რომელის ბეჭეებიც თოვლით იყო დაფარული, ამავე ფერის ჯინსის შარვალი და ფეხსაცმელი. კაფეს თვალი მოავლო და. მზერა იმ მაგიდისკენ შეაჩერა რომელიც ფანჯარასთან იყო. მაგიდისკენ დინჯი და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა.
გოგომ კი არ იცოდა რა ექნა. მისი ეშინოდა. კაფეში მხოლოდ 2 ოფიციანტი მუშაობს რადგან ის არც თუ ისე დიდია და ხალხიც ცოტაა ხოლმე. თავს ძალა დაატანა და მაგიდისკენ წავიდა.
- რას ინებეთ?_ისე ჰკითხა სახეზე არც კი შეუხედავს. ზეინს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. მოსწონდა რომ მასზე ზემოქმედებდა. მოსწონდა ის რომ მისი მზერისგან იბნეოდა.
- ოუუ ფიფქია. არ ვიცოდი აქ თუ მუშაობდი_ სინამდვილეში მშვენივრად იცოდა. ამიტომაც მოვიდა აქ._რა სითავხედეა ნუთუ არავის უთქვამს შენთვის რომ კლიენტს ჯერ უნდა მიესალმა?_გოგო თავს ძლივს იკავებდა ადგილზე რომ არ მიეხრჩო. თავს ძალა დაატანა და ისევ ჰკითხა.
- რას ინებებთ?_კბილებში გამოსცა. ზეინმა ჩაიცინა და უთხრა.
- ძლიერი ყავა და კრუასანი თუ შეიძლება._მის ხმაში დიდი დოზით ირონია იყო გაჟღენთილი და გოგოს იმის სურვილს უჩენდა თვალები დაეთხარა მისთვის.
ერთი ღრმად ამოიოხრა და ბიჭის შეკვეთა გაამზადა. გოგომ შეკვეთა ხელში აიღო და ზეინისკენ წავიდა. შეკვეთა დაუდო წასვლა დააპირა თუმცა ისევ მისმა ხმამ შეაჩერა.
- ფიფქია!_ნატალია მისკენ შებრუნდა და უთხრა.
- ფიფქიას ნუ მეძახი!_კბილებში ცრის.
- მაშ ნატალია დაგიძახო?_და აი შიში კიდევ უფრო გაძლიერდა.
- შენ... შენ საიდან იცი ჩემი სახელი?
- მე ჩემი წყაროები მაქვს ფიფქია. ახლა კი მინდა აქ დაჯდე._ნატალია მას დაემორჩილა და მის წინ დაჯდა. თვითონაც არ იცოდა რატომ დაემორჩილა მას. თითქოს სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა.
- ყოჩაღ დამჯერი ფიფქია ხარ._გოგომ თვალები გადაატრიალა. ცოტახანი უხერხული სიჩუმე იყო მაგრამ ეს სიჩუმე ზეინმა დაარღვია.
- აბა ლამაზო მომიყევი შენზე._თვალებში ჩააშტერდა. ნატალია დაიძაბა. არ უნდოდა მისი წარსულის შესახებ რამე გაეგო. რადაც არ უნდა დაჯდომოდა ამის შესახებ არაფერი არ უნდა გაეგო.
- უბრალო გოგო ვარ რომელსაც მშობლები ავარიის შედეგად გარდაეცვალა. ახლა კი ვარ მარტო და ვმუშაობ აქ.
- შეყვარებული?_გაეცინა
- არა არ მყავს და არც არასდროს მყოლია.
- ჰმ ანუ ქალიშვილია._დაიჩურჩულა თავისთვის თუმცა გოგოს კარგი სმენა ჰქონდა ამიტომ თვალები დაქაჩა.
ზეინმა იგრძნო მისი მზერა და მას გახედა. ცოტახანი დაბნეული უყურებდა თუმცა ბოლოს მიხვად
- გაიგონე?_ჰკითხა მან.
- ღმერთო იდიოტთან ერთად ნაბიჭვარიც ყოფილხარ._ნატალია ცოფებს ყრიდა. სიბრაზისგან ლოყები შეფაკლოდა და მის თვალებში ცეცხლი შეიმჩნეოდა. ზეინი კი მას უყურებდა. მზერით ჭამდა. ნატალიამ უხერხულად შეიშმუშნა და ლოყები კიდევ უფრო აეფაკლა. სიწითლის დასამალად თმა წინ ჩამოიყარა. ზეინმა სიცილით უთხრა.
- ძალიან საყვარელი ხარ როცა წითლდები._გოგო არ ელოდა მისგან ამ სიტყვებს. ზეინიც გაკვირვებული იყო მისი თავით.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს. ერთმანეთი გაიცნეს. ზეინიც არიდებდა მის წარსულზე რამის მოყოლას თავს. ნატალია ამას მიხვდა ამიტომ სხვა თემაზე გადავიდა. ბოლოს სალაპარაკო თემა რომ გამოელიათ დრო სიჩუმეში გაატარეს.
ბოლოს ეს სიჩუმე ზეინის ტელეფონის ხმამ დაარღვია. შეტყობინება გახსნა და სახეზე აშკარად დაეტყო სიბრაზე. ნატალიამ შენიშნა ეს მაგრამ შეეშინდა და არაფერი ჰკითხა.
ზეინი მაგიდიდან წამოდგა.
- უნდა წავიდა... მომავალ შეხვედრამდე ფიფქია._გოგოსკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და მის წინ აისვეტა. ხელი ლოყაზე დაადო. ჟრუანტელი. ბიჭმა ბაგეები გოგოს ლოყას მიაბჯინა და ხანგრძლივი კოცნა დაუტოვა. ზურგი კი ისე აქცია არაფრის თქმა არ აცადა. ნატალია კი გაკვირვებული იყო მისით და მთელი დღის განმავლობაში აფორიაქებული დადიოდ.გოგო უკვე სახლში იყო. საკმაოდ დაღლილიყო. როგორც ყოველთვის ივახშმა, იბანავა და თავის ოთახში შევიდა.
დაძინებას აპირებდა როცა ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. ისევ უცხო ნომერი. (რაღა უცხო😁)"ტკბილი სიზმრები ფიფქია. ❤
Zx"