_4_

96 11 2
                                    

პ.ს სამწუხაროდ დრო არ მაქვს რომ გადავიკითხო ამიტო თუ შეცდომებია არ ვიმჩნევთ. 😁💛

გაკვირვებისგან ყბა ძირს ჩამოუარდა.
პირველა რიგში მის აქ ნახვას არ ელოდა და კიდევ უფრო დაიძაბა იმაზე თუ საიდან იცოდა მისი სახლის მისამართი.
თუმცა ის ხომ ზეინია?

დადუმებული იყო და მას უყურებდა.
ზეინი შავებში იყო გამოწყობილი შავი შარვალი, სვიტერი, (მგონი სწორია ხო?) ფეხსაცმელი და მანტო ეცვა.
იმასაც კი იფიქრებდით დაკრძალვიდან ხომ არ მოდისო.

- ფიფქია? - გოგოს სახეზე ხელი აუფრიალა რადგან ამ დრომდე ერთ წერტილს მისჩერებოდა.
შეკრთა და გამოფხიზლდა.

- შ..შენ აქ რას აკეთებ? - ჰკითხა ათრთოლებული ხმით.

- კარგი რაა ფიფქია კითხვებს შიგნითაც დამისვამ, შემომიშვი ლამის გავიყინე.

ნატალია გვერძე გადგა და შემოსვლის საშვალება მისცა.
ჯერ კიდევ შოკში იყო რომ ის აქ არის და მის სახლში შეუშვა.

ზეინი მისაღებში შევიდა და სახლი მოათვალიერა.
მეტად გააოცა იმ ფაქტმა რომ მის სახლში შობა არ იგრძნობოდა.
არ იყო სახლი საშობაოდ მორთული, არ იყო ნაძვის ხე, არც ორცხობილების სუნი არ ტრიალებდა.
ეს ყველაფერი მის ოჯახში ხდებოდა.
გაახსენდა მათი საშობა სუფრა.
მათი ბედნიერი სახეები.
ინატრა რომ ის დრო დაბრუნებულიყო.
ისევ ენახა მათი ბედნიერი სახეები.
ისევ ეგრძნო ოჯახური სითბო.
სტკიოდა საშინლად სტკიოდა.
დღემდე ვერ შეეგუა იმ ფაქტს რომ ოჯახი აღარ ჰყავ.

ნატალია მისაღებში დაბრუნდა, სავარძელში ჩაესვენა, წითელი პლედი აიღო და სხეულზე მჭიდროდ შემოიხვია.
ზეინი მას უყურებდა და გულში იღიმოდა.
გოგოს თვალი მოაშორა და მის მოპირდაპირე სავარძელში მოკალათდა.

- შენი სახლი ცივია. - წამოიწყო საუბარი ზეინმა.

- რას გულისხმობ? გცივა? - გაკვირვებულმა ჰკითხა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 13, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Snow WhiteWhere stories live. Discover now