05. GOLD RUN!!!

148 31 10
                                    

Sienna's POV:

- უცნაური არ იქნება ახლა იმასთან ასვლა და თავზე დადგომა? იქნებ კლიენტები ჰყავს? - ძლივს გასაგონად ვლუღლუღებ და დიიიიდი ნაბიჯებით მიმავალ ჯონინს ვერ ვაჩერებ.

რა მოგივიდა სიენა? როდის აქეთ ვერ უბრუნებ სიტყვას ვინმეს?

საქმე ისაა, რომ არ ვიცი. აზრზე არ ვარ რა ჯანდაბა მემართება, როცა ჯონინთან ერთად ვარ. სულ ერთი კვირაც არაა, რაც მას ვიცნობ და ჩემი ცხოვრება ყირაზე დგას.

კიდევ კარგი, კარიერა არა.

კიდევ კარგი.

ის ხომ მშვილდოსანია. ის ჩემი კონკურენტია და თუ მონდა, რომ ოთხ წელში ოლიმპიურებზე კანადის სახელით მე გავიდე, კორეის სახელით გამოსული ჯონინის დამარცხება აუცილებლად მომიწევს.

- არ იქნება, - მოკლე და კონკრეტული პასუხი.

არ მჯერა, რომ წეღან სულ სხვანაირ ხასიათზე იყო, სრულიად სხვანაირზე. ახლა ისევ ემოს დაემსგავსა.

ისევ.

ვერ გაუგებ ამბიდექსტრებს რა.

- და რას ვაპირებთ?

- რას ვაპირებთ?

- ჰო, რას ვაპირებთ?

ჯონინი ჩერდება. ვეწევი და წინ ვუდგები.

- პასუხი მარტივია, წითურო: იმ კაცს ის პასუხები აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება. ასე და ამგვარად, ავალთ და ვიკითხავთ, გუშინ რა ჯანდაბას ვაკეთებდით და სად წავიდნენ ჰიონჯინი და რია.

ჩავისუნთქე.

- კარგი. რიასთვის.

ჯერ ისევ თორმეტი საათი იყო.

ჭადრაკის ჩემპიონატები ყოველთვის, ყოველთვის დილითაა. აზროვნება წესით დილით უფრო ჭირს და ერთგვარი გამოწვევასავითაა დილით ადრე თამაში. კონკრეტულად რია დილის ექვსზე დგება, რომ თავი გამოიფხიზლოს და მერე საღ გონებაზე მიდის ხოლმე სათამაშოდ.

ახლა კი რიას მაგივრად მე დავრეკე, რაღაც ფესტივალის მაგვარია, კორეაში მოღვაწე მიჭადრაკეების თამაში უბრალოდ საყურებლად და გასართობად უნდა აჩვენონ. მიუხედავად ამისა, რია თუ მოიგებს, უფრო მიუახლოვდება კორეის წარმდგენის სახელს.

AMBIDEXTROUS • I. N. & H. H.Donde viven las historias. Descúbrelo ahora