პროლოგი

1.4K 118 55
                                    

- ჰიონ, მამიკო და მამა იქ რატომ წვანან?

- გაჩუმდი ჯონგუკ, მოგვიანებით აგიხსნი!

უფროსი ძმის გაბრაზების მიუხედავად ჯონგუკი არ წყვეტდა კითხვების დასმას.

- ჰიონ, ამდენი ყვავილები რატომაა ამ ოთახში? 

- საჭიროა.

- მამას მოუტანეს თუ მამიკოს?

- ორივეს.

- მაგიტომ წვანან ყვავილებში? შეიძლება მეც მათთან დავწვე?

ბავშვი ხელს ორი სასახლისკენ იშვერს, რომლებშიც ასე ნაცნობ და საყვარელი ადამიანებს ხედავს. რატომღაც მათთან მისვლას უკრძალავენ. აი ახლაც, ჰიონი ისევ მაგრად იხუტებს და არ უშვებს. იგრძნო, როგორ გააკანკალა ძმას, როცა იმ ლამაზ ყვავილებში ჩაწოლა მოითხოვა. მაგრამ, იქ ხომ წვანან მამიკო და მამა, მისთვის რატომ არ შეიძლება?

- არა საყვარელო, არ შეიძლება.

ჯინს ძალიან უნდა ჯონგუკი გაჩუმდეს, მისი პატარა ძმა უამრავ კითხვას სვამს, რომელზეც პასუხი არ აქვს. აცრემლიანებული თვალებით იკრავს გულში პატარას.

- რატომ ჰიონ? როცა მეშინოდა ყოველთვის მაძლევდნენ მათთან დაწოლის უფლებას, აქ კი იმდენი შავებში ჩაცმული ხალხია, მეშინია ჰიონ.

ჯინის მკლავებს შორის ამოყო თავი პატარა, საყვარელმა ბიჭმა, დიდი ლოყებით და დიდი სატირლად გამზადებული თვალებით. 

- ამიერიდან, როცა შეგეშინდება ჩემთან მოდი, ჰიონი დაგიცავს

- ჰა ჰა, ჰიონ შენ ომეგა ხარ, მე კი ალფა, მე უნდა გიცავდე.

---

ჯინი თინეიჯერი ლამაზმანია, ომეგა რომელსაც ალფების რიგი უდგას. დამწყები მოდელი, ხშირად იმარჯვებს სილამაზის კონკურსებში. ოცნებობს კორეა წარადგინოს "მის მსოფლიოზე" და დარწმუნებულია რომ მოიგებს კიდეც. მშობლებთან და ექვსი წლით უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს სეულში. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ის წყეული ავარია მოხდებოდა, მაგისტრალზე სატვირთოს მძღოლს ჩაეძინა და მაშტაბური ავარია გამოიწვია, სეული-ბუსანის გზატკეცილზე.
ჯეონები ავადმყოფი ბებიის მოსანახულებლად მიდიოდნენ რამდენიმე დღით, სახლი და ბავშვები კი მამიკოს უმცროსმა ძმამ, იუჯინმა დაიტოვა. 

ძმებიWhere stories live. Discover now