ცხოვრება არც ისეთი მარტივია ახალგაზრდა ობოლი ალფასთვის, რომელსაც ომეგა ჰიონი ზრდის. სწავლა და მუშაობა ერთად არაა მარტივი და ბევრი გაცდენები უნივერსიტეტში პრობლემებს ქმნის. რას ვიზამთ, ინჟინერიას დაუსწრებლად ვერ ისწავლი.
ჯონგუკს ყოველთვის უნდოდა დიდი ხიდები აეგო, აი ისეთი, ხელოვნების ნიმუშების სიაში რომ არიან. როცა ფიქრობს რას გააკეთებს მომავალში, წარმოიდგენს როგორ აშენებს ხიდს უზარმაზარ არხზე ან გვირაბი გაყავს კლდეში, ამიტომ საგზაო ინჟინერიას სწავლობს. აქ სწავლა რთულია და დიდ ნებისყოფას მოითხოვს, თუ თქვენ არ გაქვთ რკინის ნერვები უბრალო ჩარჩოსაც* ვერ დახაზავთ.
მას უყვარ რასაც სწავლობს მაგრამ ზოგიერთი საგანი უბრალოდ საზიზღრობაა.
გარდა ამისა აქვს სამუშაო, რომელიც ძალიან მოსაწყენია, მაგრამ მოსახერხებელი. უნივერსიტეტთან ახლოს, მოსახერხებელი გრაფიკით და დაბალი ანაზღარებით. რას ვიზამთ ყველაფერი ერთად ვერ გექნება.ჯონგუკი ახლაც კისრისტეხით მირბის სამსახურიდან ლექციაზე, ათი წუთით უკვე დააგვიანა. კურსელები და ლექტორები უკვე მიეჩვივნენ რომ ჯეონი თხუთმეტი წუთით ყველა ლექციაზე აგვიანებს, თუნდაც უნივერსიტეტში. როგორც იქნა შევარდა აუდიტორიაში და ბოდიშის მოხდით დაეხეთქა მისი მეგობრის, კიმ თეჰიონის გვერდით.
თეჰიონი არქიტექტურაზე სწავლობს, მაგრამ საუნივერსიტეტო საგნებს ერთად გადიან. ახლაც ერთერთი ასეთი საგნის მოსაწყენი, მაგრამ აუცილებელი ლექციაა.
- ისევ დააგვიანე ძმაო.
- როგორც ყოველთვის, სამსახური.
- ახალი ამბავიც არ გეცოდინება შენ.
ეშმაკური გამომეტყველებით, წევრებს ათამაშებს თეჰიონი.
- კარგი რა, ალფა ხარ, რატომ გიყვარს ასე ძალიან ჭორაობა?!
- ახლა მაგის დრო არ არის, ხომ იცი ჩურჩული არ მიყვარს, დროზე გეტყვი ვაა.
YOU ARE READING
ძმები
Fanfictionომეგა ვერსია. Minimoni Jikook Namjin - ამას რატომ მიკეთებ ჯონგუკ? - ჰიონ, მე... - ის ჩემი ჭეშმარიტია, ნუთუ არ გინდა, რომ ბედნიერი ვიყო? ჯონგუკი უფროსმა ძმამ, ჯინმა გაზარდა. ძმები ყოველთვის უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება...