-1-

1.5K 101 42
                                    


როდის მთავრდება სიყვარული? როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მაგია მთავრდება და რჩება ოცნების დაბოლოება თქვენს ხელზე? როგორ შევამჩნიოთ, რომ რაღაც უკვე გამოუსწორებლად დაიკარგა, რომ ერთი საათია უკვე გასული და არაფერი შეიძლება დაბრუნდეს და შეიცვალოს. როგორ გავიგოთ რომ აკრძალული ხაზი უკვე გადაკვეთილია და აღარ ვიმყოფებით ჩვეულ სინათლესა და დროში, როდესაც არ იყო საჭირო სიტყვები და ყველაფერი საკმარისი იყო. იყო სიყვარული, ყველა დაბრკოლება მხერბზე იყო, მომავალი უღრუბლო ჩანდა და გული მღელვარებისა და მეტისმეტი ბედნიერებისგან თითქოს უფსკრულში შეიჭრა. როგორ სწრაფად და გულწრფელად გადის დრო ... და სიყვარულის სიტყვები ჩაფლულია გულგრილობასა და დაღლილობაში, სანამ ისინი არ დარჩებიან უპასუხო გზავნილების, გაუგებარი ჭეშმარიტების, უსიყვო სიმართლისა და სხვებთან შეხვედრის წინაშე. ეს ყველაფერი დასრულებულია. დასრულდება, როცა მშრალი გახდება, როცა დაილევა ბოლომდე. რატომღაც ჯიმინს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ეს მათ არ ეხებოდა. იმის გამო, რომ მათ შორის ნამდვილი სიყვარული არსებობს და მას არ აქვს დასასრული, ეს ხაზი, რომელიც გადადის ცნობილ უსასრულობაში, გვპირდება რომ უფრო მეტხანს გაგრძელდება ეს გრძნობა, ვიდრე სუნთქვას შეწყვეტს. საგნების რომანტიკული შეხედულება ფუჭდება, როდესაც აანალიზებ რომ ოცდახუთი წელი შესრულებულია და ცხადი ხდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ასე არ არის.

-ვფიქრობ, მორჩა.

ზუსტად, მშვიდად, ემოციის გარეშე, ჯონგუკის ხელი ჰაერში აიწია და მაგიდაზე ბეჭედი დადო. წყვილის ბეჭდები მათ მიერ იყო ნაყიდი სკოლის დამთავრების შემდეგ. ჯიმინს ახსოვს, თუ როგორ შეარჩიეს ისინი საიუველირო მაღაზიაში, რცხვენოდათ ერთმანეთთან სიახლოვის და ეშინოდათ, რომ ვინმე მიუხვდებოდათ, რატომ აქვთ ახალგაზრდებს ასეთი განსაკუთრებული ნივთები, რა ისტორიები არ გამოიგონეს, რა საბაბები არ მოამზადეს, ისე რომ საშიში სიმართლე არ გამოვლენილიყო. ყველაფერმა გაიარა, მაგრამ წარმოუდგენლად ამაღელვებელი მომენტი იყო, ისეთი უკიდურესად საშიში , რომელმაც შეიძლება ყველაზე მძიმე შედეგი გამოიწვიოს. "ჩვენ ამას სიცოცხლის ბოლომდე დავიმახსოვრებთ," მხიარულად თქვა ჯონგუკმა, როდესაც აღფრთოვანებით დახედა ოქროს ბეჭედს თითზე. დღეს კი მაგიდაზე დევს, მიტოვებული, არასაჭირო, ეს თითქოს და შედეგების შეჯამებაა მათ ურთიერთობაში.

დასასრული?  ( თარგმანი )Where stories live. Discover now