პირველი თავი

10.5K 245 12
                                    

    Mari's pov
    დილით მაღვიძარის ხმა მაღვიძებს. ნახევრად მძინარე ვდგები საწოლიდან და აბაზანაში შევდივარ. კბილებს ვიხეხავ, ხელ-პირის ვიბან და ისევ ჩემს ოთახში შევდივარ. ჩაფიქრიანებულმა ძლივს შევამჩნიე საწოლზე წამოწოლილი ლამაზი დაიკო, რომელიც მე მიყურებდა.
   - რამდენი ხანია გელოდები, ძლივს არ გამოხვედიიი - ამბობს ვითომ-და მობეზრებული ხმით და საყვარლად მიღიმის. ტანსაცმლის კარადისკენ ვიღებ გეზს. სწორედ ამ დროს კვლავ ის იწყებს საუბარს.
    - გახსოვს, გთხოვე, დღეს მე შეგირჩევ რა უნდა ჩაიცვა და შენც ანალოგიურად ამომირჩევ.
   - კარგი რა ლიზი, რა სისულელეს ამბობ. - ვამბობ და მკრთალად ვუღიმი, ოდნავ ცინიზმშეპარული.
   - კარგი რა გთხოვ... - მითხრა და საყვარლად შემომხედა. როგორ შეიძლება უარი ვუთხრა? ერთი დღე გავუძლებ ჩემი დის არჩეული ტანსაცმლით მოძრაობას. თანაც ცუდი სტილი არ აქვს, პირიქით ძალიან მაგარია. უბრალოდ ის უფრო სპორტულად იცვამს ხოლმე, ვიდრე მე.
   - ჯანდაბას ჩემი თავი, მიდი დროზე მომეცი რა ჩავიცვა?! - ვამბობ და საწოლზე ვეშვები. მაშინვე დგება და წამში ამზადებს ყველაფერს: წითელი ჰუდი, შავი მოტკეცილი შარვალი და თეთრი კედები.
    სულ რაღაც ოც წუთში მზად ვარ.
    - მე წავედი. - ბოლო სიტყვას ვწელავ და სახლის კარსაც წამშივე ვხურავ. მაშინვე სკოლისკენ ვიღებ გეზს. ჩემი და უკვე წავიდა ჩემი ამორჩეული ტანსაცმლით. დღეს სკოლის დაწყების მეორე დღეა, იმედია არ დავიგვიანებ.
    ნელა მივაბიჯებდი და გზას კარგად ვათვალიერებდი. იქნებ ვინმე ნაცნობი მეპოვა, მარტო ამხელა გზაზე სიარული მეზარებოდა. ძირს დავიხედე და შევამჩნიე თურმე თასმა გამხსნია. "აუუ რაღა ახლა გამეხსნა , მეზაერება შეკვრა" დავიწუწუნე ჩემს ფიქრებში და უცბად გენიალურმა იდეამ გამიელვა თავში. ვიცი დალაგებული ადამიანი ამას არ იზამს, მაგრამ მე ხომ სიგიჟისკენ მაქვს მიდრეკილება.
   აქეთ-იქით გავიხედე. აი, ჩემი სამიზნეც, გავიფიქრე ჩემკენ მომავალ ბიჭზე. ისე, ძალიან სიმპატიურია, კინაღამ გადავიფიქრე გეგმის შესრულება. მისი მწვანე თვალები მომნუსხველია. მისკენ ზურგით ვდგები, რომ ვერ დაინახოს თუ რას ვაკეთებ. უეცრად ჰუდის "სამკლავედან" ხელს ვიღებ და ისე ვათავსებ ჩემს წელზე, რომ არ დამეტყოს. ამ საქმეში გართულს ბიჭიც მომიახლოვდა.
   - ჰეი შეგიძლია დამეხმარო და თასმა შემიკრა? - ბრაზიანი სახით შემომხედა.
   ნუთუ მახეზე არ წამოეგო?
   ისე რა უხეშია შემიკრას რა მოუვა. თუმცა მე ვიზე რას ვამბობ, ჩემი თასმის შეკვრაც კი მეზარება.
    ნუ ბოლოს კარგად დამაკვირდა. იფიქრა მხოლოდ ცალი ხელი მქონდა და არაკმაყოფილი სახით დაიხარა თასმის შესაკრავად. ამასობაში მეორე ხელიც გავყავი ჰუდის "სამკლავეში" და ზემოდან დავიწყე მისი ქმედებების ყურება.
   'აუ რა ჯიგარი ხარ დაო. მინცდამაინც დღეს ჩამაცვი ეს ჰუდი. სხვა რამე რომ მცმოდა შეიძლება ასე მარტივად ვერ მომეტყუებინა.' - ფიქრებში ლიზი უკვე მილიონჯერ ჩავკოცნე თავისი საქციელის გამო.
   ბიჭმა მალევე დაასრულა შეკვრა, ადგა თუ არა მაშინვე შეამჩნია ჩემი ორივე ხელი. "იმედი გაგიცრუე ბიჭი, ორივე ხელი მაქვს" გავიფიქრე ჩემთვის და სიცილით გავიქეცი. უკნიდან მესმოდა ხმები, როგორც ჩანს მომსდევს. სიჩქარეს ვუმატე სირბილით შევედი სკოლაში და კლასამდეც მალე მივაღწიე. ახლა ვეღარ მიპოვის - გავიფიქრე და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე. ამდენი ბოლოს როდის ვირბინე აღარც მახსოვს.
     ჩემი დაქალის გვერდზე დავიკავე ადგილი და ზარიც მალევე დაირეკა. პირველი მუსიკის გაკვეთილი გვქონდა. ზოგი ჩემი კლასელი მღეროდა, ზოგი თამაშობდა, ზოგი კიდევ სხვა რაღაცეებს აკეთებდა, მე კი ისე მეძინებოდა არაფრის თავი არ მქონდა და გაუნძრევლად ვიჯექი ჩემს ადგილზე.
   - მარი რაღაც უნდა გითხრა. - ამბობს ჩემი დაქალი, თუმცა ჩემს გათიშულ სხეულამდე ძლივს აღწევა მისი ხმა.
    - მიდი ელე, მითხარი - ვამბობ უემოციოდ. ტანით მისკენ ვტრიალდები და ფანჯრიდან გამოჩენილ ხედს შევყირებ დიდი სიამოვნებით.
    - იცი ბექამ დამპატიჟა...
    - რაა? ვიინ?- სათქმელს ვაწყვეტინებ და მის თვალებს გახარებული შევცქერი. ნუ თუ ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ?!
    უკვე დიდი ხანია რაც ელეს ბექა მოსწონს, ოღონდ ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. ნუ სიმართლე რომ ვთქვათ, "ცუდადაც" არ იცნობენ. ისინი უბრალოდ მეზობლები არიან. რამოდენიმეჯერ ეყოლებათ ერთმანეთი ნანახი. ელეს მონაყოლიდან ბექას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია მის მიმართ.
   - ბექამ სად გაგიცნო? ერთი კვირა არ შევხვედრივართ და ასეთი ამბები დამახვედრე უკვე?- კითხვებს ერთმანეთს ვაყრი და ოდნავ ვიბუსხები. კიდევ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, მაგრამ ელენემ აღარ დამაცადა.
    - მე და ბექა ინგლისურზე ერთად დავდივართ. ჯერ მარტო სამი გაკვეთილი ჩაგვიტარდა. ერთი კვირაა არ შევხვედრივართ, ამიტომ ვერ გითხარი, არ გაბრაზდე გთხოვ.  წინა გაკვეთილზე მითხრა. ზეგ მეგობრები ვიკრიბებით, მოდი და დაქალიც წამოიყვანეო. ხო წამოხვალ?- ჯერ ისევ შოკირებული ვიყავი. რა მაგარია. ელეს ამბავი ძალიან გამიხარდა. მის გაცისკროვანებულ თვალებს, რომ ვხედავ თავი უბედნიერესი ადამიანი მგონია.
   - წამოხვალ, მარი?- ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავარ.
   - რომელ საათზე უნდა წავიდეთ?
   - ხვალ, საღამოს რვა საათზე იქ უნდა ვიყოთ.
   - ოუ, ხომ იცი რომ დედაჩემი არ გამომიშვებს, ასეთ დროს ვიღაცასთან, ვისაც ის კი არა, მეც არ ვიცნობ? - ვუთხარი და ცოტა ცუდ ხასიათზე დავდექი, ელენეც არ წავა ალბათ ჩემს გარეშე.
   - მაგაზეც ვიფიქრე, დედაშენს ვეტყვით, რომ ჩემთან დარჩები და ეგაა.
  - ჯანდანა, არა. არ მინდა მოვატყუო.- ვამბობ, მაგრამ ვის ესმის?
დიდი ხნის ხვეწნის და არგუმენტების მოყვანის შემდეგ დამითანხმა.
  
ხვალ საღამოს მაგრად გავერთობით.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now