მეცხრე თავი

3.3K 185 20
                                    

დაავოუთეთ და დააკომენტარეთ არ მეწყინება.😂😂😂

******___******

   ჩემდა გასაკვირად დილით მარტივად და სწრაფად ვემზადები. ჩაფიქრიანებული მივუყვები ქუჩას, როდესაც მხარზე შეხებას ვგრძნობ. ოდნავ ვხტები შიშისგან და უკან ვიხედები.
- როგორ ხარ? ძალიან ხომ არ შეგაშინე? - კითხულობს საბა და იღიმება. ასეა თუ ისე, მისი ნახვა მსიამოვნებს
- სიმართლე რომ გითხრა მართლა ძალიან შემაშინე. შენ როგორ ხარ? - ვამბობ და მეც ვიღიმი. საბას გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ. რომ მახსენდება ნიკა როგორი სახით გვიყურებდა ხომ საერთოდ... ბედნიერებისგან დავფრინავ.
- რავი, აშკარად შენზე უკეთ. უბრალოდ გამოძინება ვერ მოვასწარი. - მის სიტყვებზე ვიღიმი. მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ ხოლმე.
- უნივერსიტეტში მიდიხარ საბა?
- კი, შენ სკოლაში?
- კი. სხვაგან სად უნდა წავიდე? - ვამბობ და ვაცნობიერებ, რომ უკვე სკოლასთან მოვედით. სწრაფად მივდივარ წინ, საბას ვუსწრებ და შემდეგ უკან ვტრიალდები. თანდათანობით კი სკოლისკენ უკუსვლით მივდივარ. ის კი წინ მოდის.
- აბა შეხვედრამდე. - ვამბობ და საბას ვუღიმი. მის თვალებს ვაკვირდები და ვერ ვხვდები ცისფერია თუ ნაცრისფერი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ლამაზია.
- შეხვედრამდე. - ამბობს და მიღიმის. მე კი სკოლაში შევდივარ.
  ელენეს გვერდით ადგილი დაკავებულია, ამიტომ გვანცას გვერდით ვჯდები.
- გამარჯობა. - ამბობს უხასიათო ხმით. აშკარაა, გვანცას მალე მერხზე მიეძინება.
- გამარჯობა, როგორ ხარ? - ვკითხულობ მხიარული ხმით.
- კარგად, შენ? - მეკითხება მოწყენილი ხმით, თავს მერხზე დებს და თვალებს ხუჭავს.
- რა კარგად გვანცა, რა გჭირს?
- არაფერი, უბრალოდ ღამე არ მძინებია. ვფიქრობდი.
- ტატოზე? - ვკითხულობ და ვიმედოვნებ პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა მე ხომ, არასდროს არაფერში მიმართლებს.
- კი, ტატოზე. - ამბობს და თვალებში მიყურებს. ჩემი ბრალია, ჩემს გამო გაიცნეს ერთმანეთი. ნეტავ ნიკას არასოდეს შევხვედროდი! შესაბამისად ვერც ტატოს გავიცნობდი.
- რა მოხდა გვანც?
- არაფერი ისეთი. უფროსწორად, მისთვის არაფერი და ჩემთვის ყველაფერი. - ამბობს და თვალები უცრემლიანდება.
- მომიყევი გთხოვ.
- მოსაყოლი არც არაფერია. სკოლის მერე სასეირნოდ უნდა წავსულიყავით და როდესაც ტატოს საძებნელად წავედი ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახე. - ამბობს გვანცა და ტირილს იწყებს.
- გუშინ ამის გამო ჩხუბობდით სკოლის ეზოში? - ვამბობ და მხარზე ხელს ვადებ თანაგრძნობის ნიშნად.
- ნუ ამას ჩხუბიც არ ქვია. უბრალოდ მითხრა აგიხსნიო.
- და რა გითხრა?
- თავი იმართლა. ჩემი ბრალი არ არისო. სხვას რას იტყოდა. ახლა კი არ ვიცი დავუჯერო თუ არა. - ამბობს გვანცა სევდიანი ხმით.
- ცოტა ვრცლად რომ მომიყვე არ გინდა გვანც? შესაბამისად რჩევის მოცემაც არ გამიჭირდება. - ვამბობ, რადგან მისი მონაყოლიდან ვერაფერი გავიგე.
"- გუშინ დილით ტატოს ვეძებდი, მის კლასში შევედი. ალბად უკვე იცი ის ნიკას კლასელია. მოკლედ, რომ ვთქვათ ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. ერთმანეთს ეხუტებოდნენ. როგორც კი შემამჩნიეს მაშინვე სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ. უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც ტატო დამეწია და გამაჩერა. მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმატრიალა. ეს იმდენიად სწრაფად და გაუცნობიერებლად ხდება, რომ შიშისგან ხმამაღლა ვყვირი.
- რა ჯანდაბა გინდოდა იმ გოგოსთან ერთად? - ტატოს მკერდზე მუშტებს ვუშენ.
- შენ არასწორად გაიგე. გთხოვ მომისმინე. - ტატო ჩუმი და მშვიდი ხმით საუბრობს.
- არა ტატო, შემეშვი! - ვამბობ და ეზოს გასასვლელისკენ მივდივარ.
- არასწორად იქცევი. - ამბობს ტატო, მე კი გზას ვაგრძელებ თითქოს არც არაფერი გამიგონია. ტატო ჩემსკენ მოდის ძლიერად მკიდებს მკლავში ხელს და სადღაც მიმათრევს. მალე მანქანაშიც მტენის, ღვედს მიკეთებს და იქაურობას წამებში ვტოვებთ.
   დაახლოებით ათ წუთში მანქანას აჩერებს. იქაურობას ვერ ვცნობ, ვერც სახლებს ვხედავ, ვერც მაღაზიებს და ვერც ადამიანებს. თუმცა, უნდა ვაღიარო, ლამაზი ადგილია.
- მომისმინე.
- კარგი გისმენ, ოღონდ სწრაფად მეჩქარება. - ვპასუხობ კატეგორიული ხმით.
- ჩემი ბრალი არ არის. ნეტავ არ შემოსულიყავი და არ დაგენახა ის რაც დაინახე. - ამბობს ნერვიული ხმით და თვალებში მიყურებს. მიკვირს თვალს, როგორ მისწორებს ამ ყველაფრის მერე.
- რატომ ტყუილში რომ მეცხოვრა? - თავს ვერ ვიკავებ და საუბარს ვაწყვეტინებ.
- მე არ მომიტყუებიხარ და საერთოდ არაფერი გამიკეთებია. ის გოგონა ტიროდა, ძალიან ცუდად იყო და ამიტომ ჩამეხუტა. გთხოვ დამიჯერე. - მეუბნება სევდიანი ხმით. გული ოდნავ მილბება, მაგრამ იმ სანახაობის გახსენებისას კვლავ ვბრაზდები.
- რატომ გინდა რომ დაგიჯერო?
- ვერ ხვდები გვანცა? - თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. ნუ თითქოს ვხვდები კიდეც, მაგრამ მინდა თავად მითხრას.
- რადგან მინდა შენთან კარგი ურთიერთობა ავაწყო. - ამბობს ჩემსკენ იწევა. მაგრამ მე ხელით ვანიშნებ, რომ შეჩერდეს.
- კარგი. ახლა წამიყვანე. - ვამბობ და მანქანაში ვჯდები. ტატომ სახლში დამტოვა. მე კი მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. არ ვიცი ღირს კი მისი ნდობა? "
- გვანც შენი გადასაწყვეტია რას იზამ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება მისგან თავი შორს დაიჭირო. დრო ყველაფრის მკურნალია და დღითი დღე ყველაფერი მოგვარდება.
- კარგი. - ამბობს და მეხუტება.  
   დასვენებაზე კლასიდან გავდივარ და კიბეებზე ჩასვლის მომენტში ვიღაც ხელს ძლიერად მკიდებს და ერთერთ ცარიელ კლასში შევყავარ.
- გამიშვი იდიოტო მტკივა! - ვყვირი და ნიკას გაბრაზებულ სახეს ვაბყრობ.
- რა დამიძახე? - კითხულობს გაბრაზებული ხმით და კედელზე მუშტს ძლიერად ურტყამს.
- რა დაგიძახე? - ოდნავ ვიბნევი მისი ქმედებით. მის ხელს ვუყურებ. დასისხლიანებულია.
- მომისმინე მარიამ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ ჩემთვის მსგავსი რამის დაძახებას გპირდები, რომ დარჩენილი თვე ნახევარი, სამსახური კი არა, ჯოჯოხეთი იქნება შენთვის. - ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ უჭირს სიმართლის მოსმენა. მართლა, რომ არ იყოს იდიოტი დავუძახებდი?
- ნუ მემუქრები. გასაგებია?! შენი არ მეშინია ნიკა. არც ჩემი მოწყობილი ჯოჯოხეთი იქნება შენსაზე უკეთესი. - ვამბობ და ვიღიმი. მინდა რომ ნერვები მოეშალოს. ნიკა კლასიდან გადის და მარტო მტოვებს. ნეტავ რისი თქმა უნდოდა?! რა თქმა უნდა, აქ საჩხუბრად არ მომიყვანდა.
   სამსახურში ცოტა ადრე მივედი. უკვე ვასკვნი, რომ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს ჩემში, თორემ სხვა შემთხვევაში, ასე სწრაფად არ მივიდოდი ჯოჯოხეთში, რომლის უფროსიც ნიკაა.
   ცოტა ხანს ანას ვესაუბრე, შემდეგ კი "ნომერი 404"- ისკენ დავიძარი. კაბინეტის კარი შევაღე თუ არა საშინელი სანახაობა გადაიშალა ჩემს თვალწინ. აქაურობა არეულია. წიგნები, ფორცლები, ავეჯი და სხვა ნივთები იატაკზეა მიმოფანტული. აქვე არის შუშის ნამსხვრევები და დაღვრილი სასმელი. ყველაზე გასაკვირი კი იცით რა არის? ნიკა აუღელვებლად ზის მაგიდასთან და საქმეს განაგრძობს.
- შემოდი და მიალაგე აქაურობა. - ამბობს ჩვეული ტონით და ყურადღებასაც არ მაქცევს, ისე განაგრძობს საქმეს. მის ასეთ სიტყვებზე წარმოუდგენლად ვცოფთები.
- წავალ დამლაგებელს დავუძახებ. - ვამბობ და კარისკენ მივდივარ. არ ვაპირებ მისი ბრძანება შევასრულო. საერთოდ ასეთი რამის თქმას როგორ მიბედავს? ვერ ვხვდები რა მაკავებს? ახლა წესით ჩხუბი უბდა დავუწყო. რას ქვია მისი დანაგვიანებული ოთახი უნდა მივალაგო? საერთოდ თავში ტვინი აქვს? ასე უნდა განაგრძობდეს ჩემთვის ჯოჯოხეთის მოწყობას? უფროსია და ამას სათავისოდ იყენებს, თუმცა ამას არ შევარჩენ.
- მე შენ დაგავალე. - ყვირის ნიკა კატეგორიული ხმით. ფიქრს ვწყვეტ და ნიკას შევყურებ. ჩვეული გამომეტყველება აქვს და ისევ თვალს მარიდებს. გამბედაობას ვიკრებ, რადგან მისმა ყვირილმა მთლად წამართვა ხმა.
- მაგრამ ეს ჩემი მოვალეობა არ არის. - ვერ ვხვდები მე რატომ უნდა ვალაგო მისი არეული ოთახი. ანუ ნიკამ დაიწყო აქაურობის ჯოჯოხეთად გადაქცევა?! არაუშავს. მაინც არ დავნებდები. ცოტა მაცადე და ნახავ თუ არ მოგარჯულებ.
- ქალბატონო იზოლდა შენი საქმე ის არის, რასაც მე დაგავალებ. ასე რომ, დაიწყე დალაგება. - მის სიტყვებზე ნერვები მეშლება და ლამისაა საჩხუბრად მივვარდე, მაგრამ ნერვებს ვთოკავ და ლაგებას ვიწყებ. ვკრეფ ფურცლებს, წიგნებს, სკამებს, საქაღალდეებს და მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ თუ როგორ ვიძიო შური. ხანდახან ნიკასაც ზიზღის გამხატავი თვალებით ვუყურებ, თუმცა ის ყურადღებასაც არც ახლა მაქცევს. ვცოფდები მის ასეთ საქციელზე.
   კაბინეტში ცოცხი შემაქვს. ამ დროს ნიკას ვხედავ, რომელიც თავის დამცინავ მზერას მაბყრობს. დგება, ჩემსკენ მოდის და ხელში დაჭერილ წყლიან ჭიქას ძირს უგულოდ აგდებს.
- ოუფს... შეგიძლია ესეც გაასუფთავო?! - ამბობს და ჩემსკენ იწყებს სვლას. მოახლოებისას გვერდს მივლის და გარეთ გადის. მე კი ლამისაა ავტირდე. გამუდმებით რატომ მამცირებს?
შენ ნახავ რასაც გიზამ, ვირო!

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now