მეშვიდე თავი

2.9K 150 6
                                    

   დილით მზის სხივები მაფხიზლებენ. ვაცნობიერებ, რომ დღეს ორშაბათია. ვდგები და ვემზადები. სარკეში ვიხედები და ვფიქრობ, რომ სრულყოფილად გამოვიყურები.
   თეთრი კედები, ღია ფერის ჯინსის შარვალი და ცისფერი ტოპი მაცვია. ჩემი თმა დასწორებულს გავს, თუმცა არაა. ზოგადად ასეთი სწორი თმა მაქვს.
   მე და ლიზი ერთად გამოვდივართ სახლიდან.
- ლიზი, აბა მითხარი რა ხდება ახალი ლეოსთან? - ვეკითხები მოურიდებლად და მის დარცხვენილ სახეს ვამჩნევ.
- არაფერი. - ამბობს და მიღიმის.
- ლიზი. - თვალებს ვუბრიალებ პატარა დაიკოს.
- კარგი, კარგი. გეტყვი. მაგრამ მანამ რაღაც უნდა გთხოვო.
- აბა გისმენ.
- ლევანიმ დღეს დამპატიჟა სასეირნოდ მგონი, თუ კაფეში, თუ... ნუ სიმართლე გითხრა არ მახსოვს სად. ჩვენებს ვერ ვეტყვი. არ გამიშვებენ. ამიტომ შენ უნდა გამაპარო. გთხოოვ. - მუდარის თვალებით მიყურებს ლიზი.
- ჯანდაბა, კარგი. დაგეხმარები. - მარიამ შარში ხარ, ვეუბნები ჩემს თავს. იმედია დედა ვერ გამოგვიჭერს.
- მსოფლიოში საუკეთესო და ხარ.
- ლიზი, თანახმა ვარ. დაგეხმარები, მაგრამ იცოდე, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა მომიყვე. - ვამბობ და ჩემს სიტყვებზე მეცინება. ჭორიკანა ქალს ვგავარ.
- კარგი. კარგი.
   სკოლაში მალე მივედით. კლასში შევედი და ტრადიციულად ელეს გვერდით დავჯექი.
-

როგორ ხარ? - მეკითხება ელენე ღიმილიანი სახით.
- კარგად. შენ? - ვამბობ და ვუღიმი.
- მეც კარგად. მარი, ვიცი არ გინდა მოყოლა, ბევრჯერ გთხოვე, მაგრამ გთხოვ ახლა მაინც მომიყევი რა ხდება შენსა და ნიკას შორის? - მის სიტყვებზე ვვოცდები. როგორ შეიძლება მილიონჯერ დაუბრუნდეს ერთი და იმავე საკითხს. ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ მინდა.
- ელენე, გთხოვ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ.ჩემსა და ნიკას შორის არაფერი ხდება.
- აბა ის კოცნა?
- შეცდომა იყო. - ვამბობ და ჩემდა გასაკვირად ელე კითხვების დასმას წყვეტს.
   ფიქრების სამყაროში ვეშვები. ეს ფიქრები მხოლოდ მე მიკავშირდება, ჩემს მომავალს. მინდა საზღვარ გარეთ წავიდე და იქიდან ახალ წელს ჩამოვიდე. ისე, რომ ახალ წელს ბევრჯერ შევხვდე, სხადასხვა ქვეყნებში. იმედია მიმიხვდით იდეას. ოღონდ მინდა თანხა ჩემით შევაგროვო. მეცოდებიან ჩემი მშობლები ამდენი ფული არამგონია, რომ მომცენ. თუ დამჭირდა ცოტას დავამატებინებ.
   ფული როგორ შევაგროვო? იქნებ ვიმუშავო? ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი. ასე რომ შემიძლია ფულის შეგროვება.
- ელე მუშაობის დაწყება მინდა. შეგიძლია დამეხმარო რამის შოვნაში? - ელენე გაკვირვებული მიყურებს. თითქოს მისი სახე მეუბნება. 'რა ჯანდაბად გინდა მუშაობაო'. ამის გამო ელეს ყველაფერს ვუხსნი.
- კარგი ბექას დაველაპარაკები დასვენებაზე იქნებ ის დაგვეხმაროს.
- კარგი.

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें