მეორე თავი

4.3K 181 14
                                    

სახლიდან მალევე გავდივარ. სკოლამდეც მალე მივდივარ და საერთოდ დღეს ყველაფერს მალე ვაკეთებ. დრო სწრაფად გარბის.
ახლა უკვე ელესთან ვარ სახლში. ის ტანსაცმელს არჩევს. მე კი მობეზრებული ვუყურებ დაქალს, მის საწოლზე წამომჯდარი და ხანდახან მზერა ტელეფონის ეკრანზე გადამაქვს. აბა ამის წუწუნს რა მოუსმენს.
- ელე რას წვალობ? მიდი დროზე რამე ჩაიცვი. ასე თუ აპირებ გაგრძელებას ხვალამდე ვერ მივალთ. - ის არ მისმენს და განაგრძობს არჩევას. გავიდა 5 წუთი, არანაირი ცვლილება. გავიდა 10 წუთი, არანაირი ცვლილება. გავიდა 15, 20, 25, 30 წუთი და არანაირი არაფერი. რას არჩევს ამდენ ხანს გამაგებინა. ბოლოს ძლივს გამოიღო ორი კაბა და მოულოდნელი შეკითხვაც დამისვა.
- რომელი? - ვუყურებ. არ მჯერა ნუთუ ამის ჩაცმას აპირებს. მეგონა ჩვეულებრივ ჩაიცვამდა, როგორც ყოველდღიურად, მაგრამ.... მგონია კლუბში მივდივართ. ერთ-ერთი კაბა ღია ცისფერია, ზემოთა ნაწილი ტანზე მომდგარი, წელს ქვემოთ კი გაშლილია. მეორე შავი კაბაა და რაღაცნაირად ძალიან ბრჭყვიალებს. საშინელებაა. მე ამ კაბაში ფულს არ გადავყრიდი.
- ჯანდაბა ელე არც ერთი. მეგონა ჩვეულებრივად გამოეწყობოდი, მაგრამ შენ ისე იპრანჭები, თითქოს...
- უნდა მეთქვა თითქოს უდიდესი ეფექტის მოხდენა გინდა-თქო, მაგრამ გადავიფიქრე. რა საკვირველია უნდა დიდი ეფექტის მოხდენა. ბოლოს და ბოლოს ბექამ უნდა შეაფასოს. შენც მაგარი ხარ მარიამ. აბა რას იზავს ძონძებს ხომ არ ჩაიცვამს. უმაღლეს დონეზე უნდა გამოეწყოს.
- ცისფერი იყოს. - ფიქრებიდან მალევე გამოვერკვიე და ვუპასუხე.
აღარ გავაგრძელებ იმის მოყოლას, თუ როგორ ემზადებოდა ელე, თორემ ჩემი დაღლილობა თქვენც გადმოგედებათ.
- ძალიან ვნერვიულობ - ამოთქვა აღშფოთებულმა ელენემ. ისე, რომ სარკეში თავისი ანარეკლისთვის თვალი არ მოუშორებია.
- მეც ძალიან ვნერვიულობ.
- რაზე? - გაკვირვებული მიყურებს სარკიდან დაქალის ანარეკლი.
- დედაჩემმა, რომ არ გაიგოს. სხვა რა მაქვს სანერვიულო. - ვამბობ და ხმამაღლა ვკისკისებ. ეს ბიჭთან შეხვედრაზე ღალავს, მე კიდე... აბა რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც შეყვარებული არ ყავს და არც არავინ მოსწონს. რამეზე ხომ უნდა იდარდოს არა? ჩემ ფიქრებზე მეცინება და ელენეს ჩემსკენ ვატრიალებ.
- ყველაფერი კარგად იქნება.... თუ ამ ტონა მაკიაჟს სახიდან მოიშორებ - ელე მიბღვერს და იბუტება.
- იცი ბიჭებს არ მოსწონთ ზედმეტად გადაპრანჭული გოგონები. გთხოვ ეგ მაკიაჟი მოიშორე და წავიდეთ.- ფეხზე ვდგები და მომლოდინედ ვუყურებ. უკვე დამღალა ლოდინმა. ეთქვა და ცოტა გვიან მოვიდოდი.
- ოხ, მარიამ, აქამდე რატომ არ მითხარი და რატომ დამაკარგვინე ამდენი დრო? - გაცეცხლებული იყო, მაგრამ ეს მაინც არ მაშინებდა. გიჟებს გაგიჟებული დაქალების არ ეშინიათ.
- სასიამოვნო იყო შენი ყურება, ახლაც სასიამოვნოა. - ვუთხარი და სიცილი ავტეხე. ის კი ჩემსკენ გამოექანა. შავ დღეში ვარ.
- იცოდე რვას ათი წუთი აკლია. ხომ არ გინდა დავიგვიანოთ?

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now