ამელის POV
დილით ადრე გავიღვიძე,რომ ახალი ავეჯი მიმეღო.ძველი კედები,თეთრი მაისური,ჯინსის კომბინიზონი ჩავიცვი და თავსაფარი გავიკეთე,რომ თმა არ გამეფუჭებინა.
ბინის წინ პაკ სტეისი მელოდა - ჩემი საუკეთესო დაქალი.ის სასამართლოში პროკურორად მუშაობს.იცოდა,რომ კედლებს შევღებავდით,ამიტომ შორტები და ბეჭებმოხსნილი მაისური ჩაიცვა.
- გამარჯობა, - ერთმანეთს გადავეხვიეთ და მეგობრების ლოდინი დავიწყეთ.
პირველად იუნგი მოვიდა.მას ეცვა გადაკეცილი ბრიჯები,თავისუფალი თეთრი მაისური და...შავი ჩუსტები...გამეცინა.ასე გამოვიდა,სხვადანაირად ვერ შევძელი...
- რა არის სასაცილო? - იუნგიმ მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა.
- გამარჯობა,მე სტეისი ვარ, - პაკმა მისალმების ნიშნად გაუღიმა.
- აჰა.
- ოი,ორივეს თავზე თავსაფარი გახურავთ, - შენიშნა სტეისიმ და პირზე ხელის აფარების შემდეგ გაიცინა.
- ისე ხომ თმები გაგვიფუჭნდება! - ერთხმად წარმოვთქვით მე და მინმა,რაზეც დავიმორცხვე.
- და...და საერთოდ,ეს ბანდანაა თუ იცი!
- ოო,უკვე ყველა შეკრებილა, - ნამჯუნის და ჯინის ნაცნობი ხმა მომესმა.მათ შორტები და თავისუფალი მაისურები ეცვათ,ხოლო მათ უკან ვიღაც შავთმიანი ბიჭი იდგა,რომელიც ჯინს ძალიან გავდა.ის ჯინსის ბრიჯში და თეთრ მაისურში იყო,რომელიც მის დაკუნთულ ხელებს აშიშვლებდა.
- ეს ჩემი ძმაა - ჯონგუკი.
- ძალიან სასიამოვნოა,მე ამელი ვარ,ეს კი ჩემი დაქალი სტეისია,ეს იუნგი,ნამჯუნის გაცნობა მოასწარი?
- კი მოვასწარი, - მიპასუხა ჯონმა,რომელიც სადღაც მეორე მხარეს იყურებოდა.ნუთუ სტეისის უყურებდა?დიახ,ზუსტად სტეისის.
ყველა ჩემს ბინაში ავედით,რომელსაც ახლის სურნელი ასდიოდა.სამზარეულოს დამთავრება გუშინ საღამოს მოვრჩით,ამიტომაც რამდენიმე ყუთი ჭიქები,ფინჯნები,თეფშები და მაგიდის დანარჩენი ნაწილები ვიყიდე.სასტუმრო ოთახში ავეჯი იდგა,ხოლო კორიდორში ასაწყობი მაგიდა და საწოლი.
YOU ARE READING
BLACK THREAD | M.YG
Romansaპაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში ხვდება. ნამჯუნი - სერიოზული და მახვილგონიერი ბიჭია,ჯინი - მხიარული,კომპანიის გული და სულია,ხოლო აი იუნგისთან ყველაფერი რთულადააა.... მათ ერთ...