*რამდენიმე თვის შემდეგ*
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!-მეგონა,ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,მწარედ მოვტყუვდი-ნაძირალა ჯონათანი ცოცხალია და ჩემი და ჩემი ძმების განადგურებას ცდილობს-მადლობა ღმერთს,რომ ბენი და ჯეკი გარკვეული პერიოდი ქალაქში არ იყვნენ და არ იციან იმ ჯოჯოხეთის შესახებ,რაც მე და ლუკმა გამოვიარეთ იმ არაკაცის და მისი სისხლისმსმელი ბოსის გამო
მთელი დღე მოუსვენრად დავდიოდი მისაღებში,როცა უეცრად ვიღაცის ფეხის ხმა მომესმა-მაშინვე გველნაკბენივით შევხტი ერთ ადგილზე,მაგრამ როგორც კი ბენის ხმა გავიგე,მაშინვე მივუბრუნდი,ნერვიულად ჩავახველე და ვკითხე:
-ჰეი,უფროსო ძამიკო,როგორ ხარ?
ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა,მაგრამ არაფერი გამომივიდა-თავი ხელებში ჩავრგე და მაშინვე მწარედ ავქვითინდი-დამინახა თუ არა,მაშინვე გულში ჩამიკრა და შეშინებულმა მკითხა:
-სემ,ჩემო ლამაზო,რატომ ტირი? ყველაფერი რიგზეა?
-მაპატიე... ყველაფერი ჩემი ბრალია...-ტირილისგან ჩამწყდარი ხმით ვეუბნებოდი და ვცდილობდი,წინადადება დამესრულებინა,მაგრამ არაფერი გამომივიდა
-დაიკო,ვერაფერს მივხვდი-შეგიძლია მითხრა,რას გულისხმობ?-როგორც კი ეს მკითხა,შევხედე,ღრმად ჩავისუნთქე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე
დიდხანს იჯდა და შიშისგან ფერდაკარგული მისმენდა-ბოლოს კი,როცა გონს მოეგო,ნერვიულად ჩაახველა და მითხრა:
-ძვირფასო,ვიცი,რომ ეშის და ლუკის გამო ღელავ,მაგრამ მერწმუნე-მათ არაფერი ემუქრებათ-ყველაფერს შენს დასაცავად აკეთებენ
ვგრძნობდი,რომ ბრაზს ვეღარ ვიკავებდი-როცა მივხვდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,გააფთრებულმა ვუყვირე:
-ბენ,შენ რა-სულ გაგიჟდი? ლუკი ხომ შენი ძმაც არის? ნუთუ მასზე საერთოდ არ ღელავ?!-ეშტონზეც ძალიან ვღელავ-როგორ ფიქრობ,ჩემთვის ასეთი ადვილია იმის ყურება,თუ როგორ იგდებს ჩემი საყვარელი ადამიანი თავს საფრთხეში ვიღაც არაკაცის გამო?!

ESTÁS LEYENDO
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) Part 2
Fanficთითქოს ყველაფერი რიგზეა-ლუკმა თავისი მშობლების მკვლელს ბოლო მოუღო,მაგრამ ამჯერად საფრთხე მის და-ძმას ემუქრება-როგორც ჩანს,სისხლისმსმელი ჯონათანი გადარჩა და ახლა ლუკის წინააღმდეგ მარტოდმარტო იბრძვის,მაგრამ ლუკი მარტო არ არის-მის გვერდით ეშტონია-შეძლე...