Oh,boy

924 62 9
                                    

მზის ამოსვლა და ჩასვლა,ყოველდღიური მტკიცებულებაა იმისა,რომ დღე შეიძლება მშვენივრად დაიწყოს და დასრულდეს.

ახლა მზე ამოდის.მე ჩემი
აპარტამემტის ერთადერთი სარკმლის წინ ვზივარ,სავარძელში კომფორტულად ვარ მოკალათებული,ორივე ხელით მაგარი ჩაით სავსე ჭიქა მაქვს ჩაბღუჯული და გასაგრილად სულს ვუბერავ.
მუხლებზე ჩემი ყველა დროის საყვარელი წიგნი-"ნათლია"მიდევს.

ბევრი მისწავლია ამ ნაწარმოებისგან და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ.
ბავშვთა სახლი სამოთხე ნამდვილად არ ყოფილა..
არც ჭკუის დამრიგებელი მყოლია ვინმე.
ვინმე,ვინც მეტყოდა რა იყო სწორი,სად გადიოდა ზღვარი.
ვინმე,ვინც დამარიგებდა,აღმზრდიდა.
ვიყავით მხოლოდ მე და ღმერთი.
და წიგნები.
სწორედ ამ ლეგენდარული ნაწარმოების გმირმა შთამაგონა,რომ მსოფლიო მომთმენ ადამიანებს ეკუთვნით.

აქ მარადიული არაფერია..ესეც გაივლის...

კითხვით ისე ვერთობი,ვერ ვამჩნევ ქალაქი ნელ-ნელა როგორ იღვიძებს.
როგორ სრულდება 10 საათი და როგორ ახლოვდება ჩემი პირველი სამუშაო დღე.

აბაზანაში შევდივარ.საკმაოდ ხანგრძლივი შხაპის შემდეგ,შავ,მაღალწელიან შარვალში,ამავე ფერის ქოშებში და ტაქტის თეთრ მაისურში გამოწყობილი სარკის წინ ვდგავარ.
გამომდინარე იქედან,რომ მაკიაჟი დიდად არ მიყვარს,ბუნებრივობას უფრო ვაფასებ,მკრთალი ფერის,თითქმის უფერო ტუჩხსაცხს ვჯერდები.
თმას მაინც ვერაფერს მოვუხერხებ,როგორც არის ისე ვიტოვებ.

უცხო მღელვარებით და ენერგეტიკით სავსე,ნაცნობი კაფისკენ მივდივარ.

აქაურობა ისევ ისეთია.ისევ ისეთი მყუდრო გარემო და სულზე უტკბესი მუსიკის ჰანგები.

ოფიციანტი,სასიამოვნო გარეგნობის ყავისფერთმიანი ამენდა ფორმას მიწვდის,ჩაიცვიო და აბა,შენ იცი,წარმატებებიო მეუბნება.
მადლობას ვუხდი,გულწრფელად ვუღიმი.

Orchids |Z.M|Where stories live. Discover now