ოთხი დღე ერთმანეთი არ გვინახავს,საერთოდ,არანაირი კონტაქტი არ გვქონია და როცა მეხუთე დღეს დაღლილ-დაქანცული აპარტამენტში შესვლისას ზეინს ვხედავ,თვალებს რამდენჯერმე ვახამხახებ,რა იცი რა ხდება.
ფანჯრის რაფაზე შემოწყობილ სუვენირებს საჩვენებელი თითით სათითაოდ ეხება,თან ძვლივსგასაგონად ღიღინებს "შენ..შენ...შენ..".
მერე უცებ ჩემკენ ტრიალდება:
-და შენ როგორ ახერხებ,რომ აქაურობა ყოველთვის სრულყოფილად დალაგებულია?-მეუბნება.ვიცინი.
-სამაგიეროდ,სულით ვარ ანარქისტი-ვეუბნები.
ახლა ისიც იცინის.
-ვუუჰ,დავიღალე-მოწყვეტით ვეხეთქები სავარძელში და თვალებს ვხუჭავ.
ნაბიჯების ხმა მესმის.
მერე,როცა მისი ცხელი სუნთქვა დაახლოებით საძილე არტერიასთან მეცემა,ისე ვინაბები,კაცი ოსკარს მომცემდა.-შემიძლია ახლავე მოგიყვანო ხასიათზე,თუ გინდა-მიჩურჩულებს.
ტუჩებით შემთხვევით მეხება ყურთან,მაჟრჟოლებს და სასწრაფოდ აბაზანაში გავდივარ.არა,არა,არა,ეს არასწორია.
მალევე უკან ვბრუნდები.
-ზეინე სასეარუნდახდებოსარასწორიარასაცვაკეთებთ.
ერთი ამოსუნთქვით ვეუბნები და გულზე ჩამოწოლილ ლოდს ვიშორებ.
-კარგი..
თავს მიქნევს.ამ დღეში შენ თვითონ ჩაიგდე თავი,სქაილერ გრინ და ყველაფერი შენ თვითონ უნდა გამოასწორო.
-მოიცა,რა?
დაბნეული მეკითხება.-ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ არასწორია-მეთქი ხომ გესმის...
-და ჩვენ რას ვაკეთებთ?-ბაგეებზე მქირდავი ღიმილი დასთამაშებს.
მე ვდგავარ ასე,ერთიანად ალმურმოდებული.
-ანუ ხომ გესმის...
კისერს ნერვიულად ვიმასაჟებ.
ვიმასაჟებ კი არა,დარწმუნებული ვარ ჩამილურჯდება.
ახლოს მოდის.
ერთ ხელს წელზე მხვევს,მეორეს ლოყაზე მადებს.
YOU ARE READING
Orchids |Z.M|
Fanfiction"-მე.. მე უფალი მიყვარს,რადგან ადამიანების სიყვარული მტკივნეულია..მე უფალი მიყვარს,რომელიც არასდროს მიმატოვებს. -კარგი სიტყვებია. -ფილმიდანაა."